x
image
_K_
Mediator image
ეს კაცი ყოველ ღამით ასობით ადამიანს ესიზმრება - ამოუხსნელი ფენომენი

image

ოდესმე გინახავთ სურათზე მოცემული კაცი სიზმარში?


თუ კი, მაშინ გეტყვით, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გვერდით ათასობით ადამიანია მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც ეს კაცი ცხოვრებაში ერთხელ ან რამდენჯერმე დასიზმრებიათ.

image

ეს მოვლენა ინტერნეტში ცნობილი რამდენიმე წლის წინ გახდა. ერთმა ნიუიორკელმა ქალმა ფსიქიატრს იმ მამაკაცის სახე აღუწერა, რომელსაც სიზმარში ხედავდა ხოლმე. ქალი ამბობდა, რომ მამაკაცი მას მეგობრულ რჩევებს აძლევდა, თუმცა, ნამდვილ ცხოვრებაში არასდროს შეხვედროდა.


ფსიქიატრმა მამაკაცის სახის ჩანახატი მაგიდაზე დატოვა. საკვირველია, მაგრამ მისი სახე სხვა პაციენტმაც იცნო და თქვა, რომ სიზმრებში ამ კაცისგან იღებდა ხოლმე რჩევებს.

image

ფსიქიატრმა ჩანახატი თავის კოლეგებს გადასცა და სთხოვა, პაციენტებისთვის ეკითხათ, ისინიც ხედავდნენ თუ არა ამ კაცს სიზმრებში. აღმოჩნდა, რომ კიდევ 4 პაციენტს ესიზმრებოდა ეს კაცი ხშირად.


ამის შემდეგ, მთელი მსოფლიოდან 2000-ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა ამ კაცის ნახვა სიზმრებში. ქვევით მოცემული ფოტო ლა ჰაბანადან, კუბადანაა.image


შემდეგი სურათი როსტოვიდან, რუსეთიდან.image


კიდევ ერთი ფოტო კი საბინადან, იტალიიდან.image

არსებობს ბევრი თეორია, თუ რატომ ჩნდება ეს კაცი ამდენი ადამიანის სიზმრებში. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით (ჯანგის თეორია), ადამიანებს კოლექტიური გონება აქვთ და ამ კაცის სახე არქეტიპული სურათია, რომელიც ადამიანებს ცხოვრებაში რთული სიტუაციების დროს ესიზმრებათ და რჩევებს იღებენ მისგან, თავი რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ.

image

სხვებს სჯერათ, რომ ეს ღმერთის სახეა, რომელიც ადამიანად იქცევა და საზოგადოებაში დადის. ამიტომ მის რჩევებს, უმეტესად, უჯერებენ ხოლმე.image

კიდევ ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, ეს კაცი რეალური ადამიანია უძლიერესი ფსიქოლოგიური ძალით, რომელიც მარტივად შედის ადამიანების სიზმრებში.

image

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ ამ კაცის სახე დიდმა კორპორაციამ შექმნა ადამიანების ფსიქიკაში შესაღწევად.image
და ბოლოს, კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ეს კაცი ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებიც მასზე სტატიებს კითხულობენ. მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან გონებაში იბეჭდება მისი სახე. სხვა შემთხვევაში კი, თუ მართლაც არასდროს გინახავთ ის ან არასდროს წაგიკითხავთ მასზე, მისი ნახვა სიზმრებში ნამდვილად უცნაური იქნებოდა.


შექმნილია სპეციალური საიტიც, რომელიც იკვლევს სიზმრებს ამ კაცზე. საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მის ისტორიას, სიზმრებს, პორტრეტებს, ახალ ამბებსა და ჩანახატებს.image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უფასო რჩევა, რისთვისაც ფსიქოლოგებს ფულს უხდიანimage

2. 7 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი ფსიქოპათად იზრდებაimage

3. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებასimage

0
385
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0