x
image
მანჩო 777
უზარმაზარი ტყე, რომელიც მხოლოდ ერთი ხისგან შედგება
ინდოეთის ქალაქ ჰაორის ბოტანიკურ ბაღში არის ტყე, რომლის ფართობი 14 493 კვადრატული მეტრია. ერთი შეხედვით, თითქოს აქ უცნაური არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს უზარმაზარი ტყე შედგება მხოლოდ ერთი ხისგან. ეს გახლავთ დიდი ბანიანი ანუ ბენგალური ფიკუსი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი ვარჯის მქონე ხე მსოფლიოში.



image


ცნობები ვიკიპედიიდან: Ficus bengalensis (Ficus indica) დიდი ზომის ხეა, ეპიფიტის მსგავსად განვითარებას იწყებს სხვა რომელიმე ხის ტოტზე მოხვედრილი თესლიდან. ბანიანის წვრილ ღეროს მრავალრიცხოვანი საჰაერო ფესვი უვითარდება, რომელიც სწრაფად ეშვება ნიადაგში და ძლიერ იტოტება; ფესვების საჰაერო ნაწილი კი სქელდება და გარდაიქმნება მსხვილ სვეტებად, რომელთა გარშემოწერილობა 10 მ-ს აღწევს. ბანიანის გაშლილი ვარჯი მთლიანად ფარავს პატრონ მცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამგვარად, ერთი თესლიდან თითქოს მთელი ტევრი იქმნება.



imageimage



ჰაორის ბანიანის ასაკი 250 წელზე მეტია, თუმცა მისი ზუსტი ხნოვანება გამოთვლილი არაა.



image


მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ბანიანის ხემ გაუძლო ორ ციკლონს ( 1884 და 1886 წლებში), 1925 წელს ის დაავადდა სოკოთი, რის გამოც იძულებული გახდნენ ამოეძირკვათ მისი ძირითადი ზრო. მიუხედავად ამ სერიოზული ოპერაციისა, ხე მაინც აგრძელებს სიცოცხლეს ათასობის საჰაერო ფესვის წყალობით, რომლებიც ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ეს ტყეა და არა განცალკევებულად მდგარი ერთადერთი ხე.



imageimage


სულ ეს იყო, თუმცა კიდევ ერთს დავამატებდი: თქვენც ჩემსავით გაგიჩნდათ სურვილი, ადგილზე გეხილათ ეს საოცარი სილამაზე?



5
3739
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3739
  
2018, 21 სექტემბერი, 23:20
:D :D :D კაი
2018, 21 სექტემბერი, 23:16
შენ დაიწყე და აგვყვებით სხვებიც
2018, 21 სექტემბერი, 23:08
მოვიფიქრე :D :D :D სანამ ჯერ კიდევ არს მაღლივის ტერიტორიაზე ავიტან :D :D იქ ვიპოვი მცირე მიწას :D ცოცხლები თუ არა მიცვალებულები მაინც დაგვითმობენ ერთ გოჯ მიწას
2018, 21 სექტემბერი, 23:03
კარგი იქნებოდა, მაგრამ თესლს მიწა სჭირდება გასამრავლებლად და შუაგულ თბილისში სადაა მიწა?:(
2018, 21 სექტემბერი, 17:20
მე ერთ ცალ თესლს ვისურვებდი :D :D თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში ჩასაგდებად :D :D :D
0 1 5