x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟელკო რაჟნატოვიჩი - ცნობილი მთელს სერბეთში სახელით არკანი

image


ახალგაზრდობაში ის ძარცვავდა ბანკებს მთელი ევროპის მასშტაბით და ჩუქნიდა მოლარეებს ყვავილებს, რის გამოც მიიღო მეტსახელი "მძარცველი ვარდით". რამდენიმეჯერ მოახერხა გაქცევა ციხიდან, შედიოდა ინტერპოლის მიერ ძებნილ ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ათეულში. ასევე ის წარმატებით "ნადირობდა" ალბანური ნარკომაფიის ავტორიტეტებზე.


image


ის ფეხბურთის დიდი მოყვარული და საფეხბურთო კლუბ "ცრვენა ზვეზდას" ულტრასების ლიდერი იყო. ხორვატიაში გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის და არეულობის დროს ის დაიჭირეს და ჩასვეს ჩიხეში. ჟელკომ შურისძიების მიზნით ხორვატიის პრეზიდენტის BMW პირდაპირ მისი რეზიდენციიდან გაიტაცა.



ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს მან ულტრასი გულშემატკივრებისგან შეკრიბა რაზმი და სწრაფადვე გადააქცია ის დიდ და ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფად, რომელმაც მიიღო სახელი "არკანის ვეფხვები". არკანმა რაზმი ერთ ერთ ყველაზე დისციპლინირებულ ქვედანაყოფად აქცია, ასევე სრულიად აკრძალა ალკოჰოლის მოხმარება - "სიმთვრალეში ჩადენილი გმირობები მე არ მჭირდება".


image


ჟელკო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა უბრალო მოსახლეობაში, შეიძლება ითქვას საომარი ვითარების დროს, რამდენიმე წარმატებული ოპერაციის განხორციელების შემდეგ, მისი ქვედანაყოფის მიერ გადარჩენილი სერბები მას ხელებს უკოცნიდნენ. მას ჰქონდა სურვილი საკუთარ გვარდიას ცოცხალი სიმბოლოები ჰყოლოდა, შედეგად ბელგრადის ზოოპარკიდან რამდენიმე ვეფხვის ბოკვერი აიყვანა და სულ თან დაჰყავდა ისინი. ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით არკანის ქვედანაყოფმა ჩაიდინა რამდენიმე სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი ბოსნიელების წინააღმდეგ.


image


არკანი დაქორწინდა სერბეთში ერთ ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალ ქალზე. ჰყავდა 9 შვილი. ის ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, შეიძინა რამდენიმე ბინა ინვალიდებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე მან შექმნა ფონდი "მესამე ბავშვი" მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. ის გახდა ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო კლუბის "ობილიჩის" მფლობელი და ერთ წელიწადში ეს კლუბი სერბეთის ჩემპიონი გახადა.


ის გეგმავდა პრეზიდენტ მილოშევიჩის დამხობას და ოცნებობდა დაებრუნებინა სერბეთი მეფეებისთვის კარაჯორჯიჩების შტოდან.

2000 წლის 15 იანვარს ის მოკლა დაქირავებულმა მკვლელმა. მის გასვენებაში ათასობით ადამიანი მივიდა, ხოლო პატარა ბავშვებს ხელით დაჰყავდათ ვეფხვის ბოკვერები.


0
225
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0