x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა ვიცე მის-იტალია გახდა

18 წლის კიარა ბორდი მოხვდა იტალიის სილამაზის კონკურსის სამ ფინალისტს შორის. კონკურსი 2018 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა.



image


ფინალისტებს შორის კიარას დასახელებამ კონკურსის მაყურებელთა შორის დიდი უთანხმოება და სკანდალი გამოიწვია. გულშემატკივრები ორად არიან გაყოფილი: ერთნი ჟიურის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევენ, სხვები კი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ სილამაზის ეტალონად დასახელდა გოგონა, რომელსაც ფიზიკური ნაკლი აქვს.



image


საქმე იმაშია, რომ კიარას ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს. გოგონა 13 წლის ასაკში საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სწორედ მაშინ დაკარგა ფეხი, თუმცა სიცოცხლით სავსე, მიზანსწრაფული კიარა ბედს არ დანებდა. ის აქტიურად ვარჯიშობს სპორტში და სამოდელო ბიზნესშიც მოღვაწეობს.



image


იტალიელთა ნაწილი თვლის, რომ ჟიური სწორად მოიქცა, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გამარჯვების შანსი მისცა, თუმცა გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი აღშფოთებულია. მათი აზრით, კიარამ სხვისი ადგილი დაიკავა და ჟიურიმ ის ფინალში მხოლოდ სიბრალულის გამო გადაიყვანა. ფაქტი ერთია, რომ თუ არ ჩავთვლით ფიზიკურ ნაკლს, კიარა ნამდვილად მომხიბლავი და ულამაზესი გოგონაა და ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას, თუმცა ალბათ სასურველია, რომ ისევე, როგორც სპორტსმენებისთვის ტარდება პარაოლიმპიური თამაშები და სხვა შეჯიბრებები, სილამაზის კონკურსიც ტარდებოდეს შშმ პირებისათვის.



image


თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია თუ არა ჟიურის გადაწყვეტილება?


3
59
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
2018, 21 სექტემბერი, 10:35
მეც ეგრე ვფიქრობ. მშვენიერი გოგონაა ბუნებრივი სილამაზით. ბევრ ბოტოქსიანს ჯობია.
2018, 21 სექტემბერი, 0:07
ჩემი აზრით ჟიურიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო
0 1 3