x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2 უგემრიელესი დესერტი 2 X 1 (ორგანიზმის გაწმენდა და ჭარბი წონის მოცილება)
image

imageიოგურტი 1 000-ზე მეტ კულინარიულ რეცეპტში შედის და აქ, მათ შორის, ყველაზე სასარგებლო რეცებტს გთავაზობთ, რომელიც ორგანიზმს ასუფთავებს მავნე ნივთიერებებისგან და ჭარბ წონასაც წარმატებით ებრძვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან გემრიელიც არის.


დესერტის მოსამზადებლად საჭიროა:


ნატურალური იოგურტი – 500 მლ.

თაფლი – 1 ს. კ.


ვაშლის ძმარი – 1 ს. კ.

დარიჩინი – 1 ჩ. კ.

პროპოლისის 30%-იანი ნაყენი – 40 წვეთი

კენკრა – 1 მუჭა

ნიგოზი – 1 მუჭა

ბანანი – 1/4


მომზადება: ხილის გარდა, ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > დაამატოთ ნიგოზი, ბანანი და მოცბი (ან სხვა კენკრა).


image



ეს გემრიელი დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე და ვახშამზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დესერტის 2 ს. კ. ყოველ 2 საათში ერთხელ მიირთმევთ, 20 დღის მანძილზე, შეამჩნევთ, – რომ წელის ზომა შეგიმცირდებათ, სიმხნევე მოგემატებათ, ხოლო თმას – ბზინვარება შეემატება... და საერთოდ, ორგანიზმი მთლიანად გაჯანსაღდება.


მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად კი, სწორი კვება არის საჭირო. როგორც მსოფლიოში ცნობილი, ბულგარელი გენეტიკოსი, პროფესორი ქრისტოს მემერსკი ამტკიცებს, სიბერე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის – ეს ავადმყოფობაა და ჩვენ თავადვე ვიწვევთ მას, საკუთარი გაუაზრებელი კვებითი მოქმედებებით. «მსოფლიოში, ადამიანების 70% სწორედ საკვებისადმი დამნაშავეობრივი დამოკიდებულების გამო იღუპება. პოდაგრა (ნიკრისის ქარი), დიაბეტი, წყლული, ინფარქტი, ინსულტი, სხვადასხვა სახის სიმსივნე – ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის უბედურებაა და სიბერემ რომ უკან დაიხიოს, საკმარისია კვების უმარტივესი წესების დაცვა: ყველაზე მთავარი – ზომიერებაა. ხოლო, სიბერის შემაფერხებელი სასარგებლო პროდუქტებიდან, უმთავრესია: ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, რძე და ღვინო.

დიახ ღვინო, მაგრამ ნამდვილი და მცირე რაოდენობით! მაგ., საფრანგეთში, ტრადიციულად, ხორცს წითელი ღვინით ამზადებენ და იქ, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე ლამანშის გადაღმა, ბრიტანეთში.

სასარგებლო პროდუქტებს შორის, ყველაზე მთავარი იოგურტია. მაგრამ, არა რძის ფხვნილისგან მომზადებული, არამედ ნამდვილი რძის. რადგან ფხვნილით გაკეთებულ იოგურტს სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია. ნატურალური იოგურტი — ყველაზე მარტივად ასათვისებელი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს კუჭის და სწორი ნაწლავის სიმსივნისგან იცავს და აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას» –აღნიშნავს პროფესორი

მემერსკის აზრით, ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად, ყველაზე მნიშვნელოვან და სასარგებლო ვიტამინებს სტაფილოს და ნივრის სალათი შეიცავს.

მსგავსი ეფექტი აქვს პროპოლისსაც. ის კლავს გრიპის ვირუსს, ებრძვის გასტრიტს, ყაბზობას, დისბაქტერიოზს, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ (დაამატეთ 50 მლ. წყალს 20-30 წვეთი პროპოლისი და მიიღოთ 2-ჯერ დღეში).

ქალბატონებს შეუძლიათ მოამზადონ სილამაზის დესერტი, რომელიც აჯანსაღებს ორგანიზმს, ხოლო მოქმედების ვიზუალური შედეგი ფრჩხილების, კანის და თმის მდგომარეობაზე აისახება – ფრჩხილები გამაგრდება, კანი გასუფთავდება, ხოლო თმა – გაპრიალდება.imageდესერტის მომზადება: მინის ჭყრჭელში, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი, მანქანაში გატარებული ნიგოზი, კურკუმა, ქიშმიში, ლიმონი და მიიღეთ დღეში 3 ს. კ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageწარმოუდგენელი ფაქტები სტაფილოს შესახებ (+ სტაფილოს დიეტური სალათი)
9 პროდუქტი, რომელიც ცხიმს წვავს! ჭარბი წონის მოშორება მარტივად
ორგანიზმის სრული გაწმენდა და უჯრედების განახლება ნივრით. სინჯეთ, არ ინანებთ!

თუ წონაში დაკლებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!




0
505
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0