x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კიმ ჩენ ინი, როგორც ორმაგი აგენტი და ფხენიანის სამიტის შედეგები

image

კიმ ჩენ ინი, როგორც ორმაგი აგენტი და ფხენიანის სამიტის შედეგები
კიმ ჩენ ინი მსოფლიო ლიდერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი პროვნებაა და ამას მოწმობს მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება.
იტყვის თუ არა ის უარს ბირთვულ იარაღზე და დასრულდება თუ არა ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის?
უნდა აღინიშნოს, რომ 1950-1953 წლებში მომხდარი კორეის ომი ფორმალურად დასრულებული არ არის, ვინაიდან არ გაფორმებულა ზავი ორ სახელმწიფოს შორის. ახლა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს.

ყველაზე მეტად დაინტერესებული სახელმწიფო, რომელსაც კორეის ომის ფორმალურად დასრულება და კორეის
ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება აინტერესებს, სამხრეთ კორეაა. მისი ლიდერი მუნ ჩჟე ინი 18 სექტემბერს ეწვია ფხენიანს. 2007 წლის შემდეგ ეს სამხრეთ კორეის ლიდერი პირველი ვიზიტია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს ფხენიანში. უნდა აღინიშნოს, რომ ფხენიანის სამიტი ბევრად უფრო ცხადი და ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე სინგაპურის სამიტი.
ამ შეხვედრის ყველაზე მთავარი შედეგი არის ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ორმა ლიდერმა მოაწერეს ხელი და რომელზე დაყრდნობითაც სეულში აღნიშნეს, რომ კორეის ომი, ფაქტობრივად, დასრულდა.
კიდევ რა წერია დეკლარაციაში?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩრდილოეთ კორეამ თანხმობა გამოთქვა გაანადგუროს საკუთარი ბირთვული პოლიგონები. კიმ ჩენ ინმა ტონჩხანის სარაკეტო პოლიგონის დახურვისა და იონბენის ბირთვული ობიექტების სრული დემონტაჟის პირობა დადო. მიღწეულია შეთანხმება დემილიტარიზირებული ზონიდან ყველა სამხედროს გამოყვანის, ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტის განიარაღებისა და სადემარკაციო ხაზთან სამხედრო სწავლებების შეწყვეტის შესახებ. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო
0
42
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0