x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ადამიანი, რომელსაც სასწაულების არ სჯერა, რეალისტი არაა"-ოდრი ჰეპბერნის გამონათქვამები
1. ყველაზე მნიშვნელოვანია ისიამოვნო ცხოვრებით, იყო ბედნიერი – სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

2.რას ამბობს ადამიანი სხვებზე, ბევრად უკეთესი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მისი პიროვნების შესახებ, ვიდრე ის, თუ რას ამბობენ მასზე სხვები. image

3.ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არც მის უნაკლო ფიგურაში და არც ვარცხნილობაში. ეს სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს.და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება.

4. ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო და შევხედო სამყაროს. განა უბრალოდ განზე გავდგები და ვუყურებ – არასოდეს გავექცევი ცხოვრებას, არც სიყვარულს, არც არაფერს.


5.მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა, რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, რომ ბედნიერი გოგონები ყველაზე მშვენიერები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მჯერა სასწაულების.

6. ერთხელ მოვისმინე, რომ ბედნიერება არის კარგი ჯანრმთელობა და ცუდი მეხსიერება. კარგი იქნებოდა, რომ მე აღმომეჩინა ეს, რადგანაც მართებული განსაზღვრებაა.

7.იმისათვის, რომ ტუჩები ლამაზი იყოს – თქვი მხოლოდ ლამაზი სიტყვები. იმისათვის, რომ თვალები იყოს ლამაზი – ეძებე ადამიანებში მხოლოდ კარგი. იმისათვის, რომ ლამაზი ფიგურა გქონდეს – გაუნაწილე საჭმელი მშივრებს. თუ ლამაზი თმა გსურთ – მოაფერებინეთ ყოველდღე ის ბავშვს.image

8. მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონებო ყველაზე ლამაზები არიან, კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება – სიცილია. მჯერა, რომ ხვალ ახალი დღე იქნება… და მე მჯერა სასწაულების. მე ვარ ქალი, რომელსაც გაუმართლა.

9. ადამიანებს საგნებზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, პატიება, გაფრთხილება. არასოდეს არავინ არ გადააგდოთ!

10. თუ დახმარების ხელი გჭირდება, იცოდე: შენ ის უკვე გაქვს – საკუთარი. როდესაც გაიზრდები, მიხვდები, რომ ორი ხელი გაქვს: ერთი – საკუთარი თავის, ხოლო მეორე, სხვების დასახმარებლად.

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0