x
image
Guns N Roses
ექსპერიმენტები, რომლებსაც შეეძლოთ დედამიწა გაენადგურებინა

ექსპერიმენტები, რომლებსაც შეეძლოთ დედამიწა გაენადგურებინა

image
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ექსპერიმენტებს, რომლებსაც შეეძლოთ დედამიწის განადგურება..


1. 1961 წლის "მეფე-ბომბი"..

image

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ატომური იარაღი, რომელიც ოდესმე შექმნილა.. შედეგი - მრავალწლიანი ცივი ომი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირს შორის. დაახლოებით შვიდი წლის მანძილზე იქმნებოდა ეს იარაღი - 1954 წლიდან 1961 წლამდე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 100 მეგატონიანი ბომბის შექმნა. "АН602" ( სახელი "მეფე-ბომბის" ) შედგებოდა სამი ფაზისგან: პირველი საფეხური იყო ბირთვული აფეთქება ( აფეთქების სიმძლავრე იყო 1, 5 მეგატონი ), რომელიც მეორე საფეხურზე იწყებდა თერმობირთვულ რეაქციას ( სიმძლავრით 50 მეგატონი ), რომელსაც მოჰყვებოდა მესამე საფეხური, "ჯეკელ-ჰედის" ბირთვული რეაქცია ( სიმძლავრით 50 მეგატონი). საერთო ჯამში "АН602" გამოვიდა 101, 5 მეგატონის სიმძლავრის.
თავდაპირველად, ეს ბომბი უარყოფილი იქნა მისი სიძლიერის გამო, რომელსაც შეეძლო დედამიწისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. გამოსავალი ასეთი იყო, არ გამოეყენებინათ მესამე ფაზა, რომელიც ბომბის სიმძლავრეს საგრძნობლად შეამცირებდა. საბოლოო ჯამში კი ბომბის სიმძლავრემ დაიწია 51, 5 მეგატონამდე..

image




2. "ძაღლი-ზომბები"..

image

გაცოცხლების და სიცოცხლის ხელოვნურად შენარჩუნების თემა მეცნიერებისთვის ყოველთვის საინტერესო იყო. ჯერ კიდევ 1940-იან წლებში არსებობდა ვიდეო, სადაც რუსი მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებდნენ ძაღლებზე. მათი მოჭრილი თავები რამოდენიმე საათი აგრძელებდნენ სიცოცხლეს. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.. უკვე 2005 წელს ამერიკელების მიერ შექმნილი იყო ჯგუფი "ძაღლი-ზომბი". ექსპერიმენტი ძაღლების მოკვლით დაიწყო, შემდეგ კი მისი სხეულიდან სისხლი მთლიანად დაცალეს. შემდეგ სხეულში სისხლის მაგივრად სპეციალური ხსნარი იქნა შეყვანილი. სამი საათის შემდეგ კი მათ სხეულში მოხდა სისხლის გადასხმა, რის შემდეგადაც ძაღლებს აცოცხლებდნენ ელექტროშოკით. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ძაღლმა მიიღო გამოუსწორებელი დაზიანებები, მათი უმრავლესობა მაინც დაუბრუნდა სიცოცხლეს. ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ მომავალში მედიცინა შეძლებდა ადამიანის სიცოცხლის დაბრუნებას, თუმცა ეს ფაქტი არ გამორიცხავდა იმას, რომ "ზომბი-აპოკალიფსი" დაწყებულიყო ძაღლებიდან, ვირუსი კი ადამიანზეც გავრცელებულიყო..



იხილეთ ასევე:


ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდა და იწყება "სამყაროს აღსასრული" - ებრაელი ფუნდამენტალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ წინასწარმეტყველება, რომელიც იუწყებოდა...

image

შეშინებულმა მოსახლეობამ "არამიწიერი" არსება სცემა ( ფოტოები ) - სოფლის მოსახლეობის რამოდენიმე წევრი სოფლის ტერიტორიაზე სასეირნოდ იყო გამოსული, როდესაც მათ დაინახეს არსება, რომელიც არასდროს არ ჰყავდათ ნანახი. შეშინებულებმა სასტიკად სცემეს ეს "არსება" ჯოხებით...

image

"ფოტოები სტუდენტური საერთო საცხოვრებლიდან" - მეტი პოზიტივი - ამ ფოტოებს ყველაზე კარგად გაუგებენ ისინი ვინც ცხოვრობდნენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში სწავლის დროს. თითქმის ყველა ძალიან კარგად, თბილად და პოზიტიურად იხსენებენ ამ დღეებს. გთავაზობთ ფოტოებს:


image

0
355
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0