x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
დროის მანქანის შემქმნელი მეცნიერი დღემდე ვერ უპოვიათ
image
სიდ გურვიჩმა შეძლო გადაადგილება დროში, ასევე, დროის გაჩერება და დაჩქარება. ამის შესახებ იტყობინებოდა პრესა 1977 წელს.

დროის მანქანა ყველა დროისთვის ფანტაზიის არსებობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ჰიპოტეტულად, დროში გადაადგილება შესაძლებელია, ამას განიხილავდნენ ისეთი უდიდესი ფიზიკოსები, როგორიცაა მაგალითად, სტივენ ჰოკინგი. ჯერჯერობით, თანამედროვე ტექნოლოგია ამისთვის კატასტროფულად არახელსაყრელია.

1977 წელს ვანკუვერის გაზეთი Sun Times-ი იტყობინებოდა, რომ 1969 წელს მეცნიერმა სიდ გურვიჩმა რეალურ დროში გადაადგილების მანქანა გამოიგონა. მან სავარაუდოდ შეძლო დროის გაყინვა, მომავალში გადასვლა და წარსულში დაბრუნება, ასევე სხვადასხვა ოპერაციების შესრულება. პუბლიკაციას თან დართული ქონდა ფოტოებიც.

იმ დროისთვის გურვიჩზე, როგორც მეცნიერზე თითქმის არაფერი არ იყო ცნობილი ავტორიტეტულ სამეცნიერო პუბლიკაციებში და ენციკლოპედიებში. გურვიჩი 1918 წელს ისრაელში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში მშობლებთან ერთად ის ტორონტოში გადავიდა.1934 წელს ის უკვე ცნობილი იყო, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლო თითქმის ნებისმიერი ტექნიკის შეკეთება.


ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ კომპანიებს გურვიჩი ჯარიდანაც კი მიყავდათ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. მეცნიერმა მოახერხა ფულის დაგროვება, რამდენიმე კომპანია შექმნა, მაგრამ 36 წლის ასაკში ჯანმრთელობის გამო პენსიაში გავიდა.

1969 წელს ტორონტოში დაიწყო ბანკების გაძარცვა. ერთ მომენტში პოლიციაში თვითონ თავად მივიდა გურვიჩი და თქვა, რომ მას შეუძლია დროის გაყინვა, რათა გაერკვიათ გარემოება. ოფიცერმა ბოლტონმა გაიხსენა, რომ მეცნიერმა პატარა მოწყობილობა ამოიღო და იქ პოლიციელის იარაღი ჩადო, მაგრამ პოლიციელმა ვერ შეეძლო ადგილიდან გადაადგილება.

გაზეთი იტყობინება, რომ გურვიჩის მოწყობილობა მარტივია და ბუნების ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული. დროის მანქანა გამოიმუშავებს სხივებს, რომლებიც ცვლიან დროის კომპოზიციას. ტორონტოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის ისრაელის სამხედროებმა წაიყვანეს. მეცნიერმა ნებაყოფლობით დატოვა კანადა და წავიდა სამშობლოში.

აქ გურვიჩის ამბავიც მთავრდება. მსოფლიოს მკვლევარები ეძებდნენ მეცნიერს და მის მანქანას, მაგრამ მისი პოვნა დღემდე ვერ შეძლეს.




0
661
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0