x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი?

image

"ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი?"თითქოსდა ეს კითხვა დღეს აღარ უნდა იდგეს დღის წესრიგში.


სოციალურ ქსელში თუ საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად განიხილება სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სადაც ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ომი საქართველომ(სააკაშვილმა) დაიწყო, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზებმა აქტიურად დაიწყეს კამპანია პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ, ინტერნეტში გავრცლედა პეტიცია, "მოხსნას სალომე ზურაბიშვილმა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევებიდან“, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაემუქრა ყველას "ვინც ქვეყნის მტერს, მოღალატეს უჭერთ მხარს, ნანუკას შოუს კარები თქვენთვის დახურულიაო."


კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ სასულიერო პირებიც, "ვინც ასეთ ადამიანს ხმას მიცემს, ის ერის მოღალატეა"-განაცხადა მეუფე საბამ ქადაგების დროს.

"ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას"-ეს უკვე მეუფე პეტრეს სიტყვებია.


"როგორ შეიძლება, ქართველმა ადამიანმა თქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი?", "არ არის ღირსი, რომ საქართველოს მხედართმთავარი გახდეს", "სად სალომე ზურაბიშვილი და სად პრეზიდენტობა?" "სალომეს უნდა ესროლო ტყვია... არ ვიცით ჩვენ, ვინ დაიწყო ომი? დაქცეულმა პუტინმა დაიწყო"-ეს უკვე იმკომენტარების ნაწილია, რომელიც რუსთავი-2-მა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერა.


მაგრამ ყველაზე მთავარი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, თუმცა, მოდით გადავხედოთ წარსულს, რას ამბობდნენ რამდენიმე წლის წინ ისინი ან უახლოეს წარსულში.....(შენიშვნა:მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი)


1) ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე"სააკაშვილმა დაიწყო ომი"



2)ჯონ მაკკეინი:სააკაშვილმა დაიწყო კონფლიქტი



3)ირაკლი ბათიაშვილი:სააკაშვილმა დაიწყო ომი




4)აქ უკვე ამერიკას აბრალებენ ომის დაწყებას



5) სოსო შატბერაშვილი-"“სააკაშვილმა თავად აღიარა რომ ომი დაიწყო”



ნინო ბურჯანაძე სააკაშვილს–"არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო რაიმე ტიპის საომარი მოქმედებები"


2
108
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
20 სექტემბერი, 15:45
ვეთანხმები ბათიაშვილს. ომის დაწყების გამო სააკაშვილისთვის, თავის დროზე, ბრალი რომ წაეყენებინათ, დღეს სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა!!! ე. წ. კოჰაბიტაციის გამო, ბევრი რამე ,,ჩაიფარცხა" (:
19 სექტემბერი, 20:52
მიშამ დაიწყო, რითი ვერ გაიგეთ
0 1 2