x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
§25. დედამიწის შინაგანი აგებულება. თავი – V. დედამიწის გარსები და გეოგრაფიული გარემო. ზოგადი გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო აბიტურიენტებისთვის

image


უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანი აკვირდება და სწავლობს დედამიწას და უკეთესად შესწავლის მიზნით, ის სფეროებად დაყვეს. XX საუკუნემდე, სულ სამი სფერო არსებობდა: მყარი – ლითოსფერო, თხევადი – ჰიდროსფერო და აიროვანი – ატმოსფერო. გასული საუკუნის დასაწყისში, გამოყვეს კრიოსფერო – დედამიწის ყინულოვანი საფარი, ბიოსფერო – ცოცხალი ორგანიზმების გავრცელების სფერო და ნოოსფერო – აზროვნების სფერო. ხოლო, მეოთხედი საუკუნის შემდეგ, გამოიყო სფერო, რომელშიც ყველა ზემოთ ხსენებული სფერო ურთიერთობს და მას გეოგრაფიული გარემო ეწოდა.

გეოგრაფიულ გარემოში შედის:

ლითოსფეროს ზედა ნაწილი;

ატმოსფეროს ქვედა ნაწილი;

ჰუდროსფერო მთლიანად;

ბიოსფერო მთლიანად.

საუკუნეების მანძილზე, დედამიწის ზედაპირზე დაკვირვების გარდა, მეცნიერები დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებსაც აკვირდებოდნენ. მათ განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის მიწისძვრები იწვევდა, რადგან ყოველწლიურად, დედამიწაზე 300 000-მდე მიწისძვრა ხდება. მათგან, საშუალოდ, 100 000 სპეციალური ხელსაწყოებით ფიქსირდება და მხოლოდ 10 000-ს გრძნობს ადამიანი. აქედან, 100-მდე დამანგრეველია და საშუალოდ, 10 წელიწადში ერთხელ, კატასტროფულიც შეიძლება იყოს.

მიწისძვრას ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.


image


imageმეცნიერებას, რომელიც მიწისძვრებს აკვირდება და სწავლობს, სეისმოლოგია ეწოდება. ხოლო მოწყობილობას, რომლითაც მისი სიძლიერე იზომება, სეისმოგრაფი (ბერძ. მიწისძვრის წერა) ჰქვია.

სეისმოგრაფი თანამედროვე ხელსაწყოა. მისი წინამორბედი სეისმოსკოპი იყო, რომელიც ჩინელმა გეოგრაფმა ჩან ხენმა, ძვ. წ. აღ. II ს-ში გამოიგონა. ხელსაწყოს მუშაობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ წრეზე განლაგებული დრაკონის თავებში ჩამაგრებული ბურთულებიდან, რომელიმეს ჩამოვარდნის შემთხვევაში, ფიქსირდებოდა მიწისძვრა და მისი გამომწვევი ტალღების მიმართულება. სწორედ ამ ტალღებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დადგინეს, რომ დედამიწა ერთგვაროვანი მყარი სხეული არ არის და ის შრეებისგან შედგება.

image

სეისმოსკოპისგან განსხვავებით, სეისმოგრაფი მიწისძვრის დროს წარმოქმნილი ტალღების მიმართულების გარდა, დედამიწის სიღრმეში, მათი გადაადგილების სიჩქარესაც აფიქსირებს.

დედამიწა ერთგვაროვანი სხეული რომ იყოს, ტალღების სიჩქარე, ყველა მიმართულებით, ერთნაირი იქნებოდა. მაგრა ეს ასე არ არის.

ხანგრძლივი კვლევის და დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ ჩვენი პლანეტა სამი ძირითადი ფენისგან შედგება:

I. პლანეტის ცენტრში მდებარეობს ბირთვი;

II. ბირთვს მოსდევს მანტია;

III. ყველაზე ზემოთ განთავსებულია დედამიწის ქერქი.

imageდედამიწის შინაგანი აგებულება

image

დედამიწის შინაგანი აგებულების შესწავლა XX საუკუნეში დაიწყო. 1909 წ. იუგოსლაველმა სეისმოლოგმა ანდრია მოხოროვიჩმა პირველმა გაავლო ხაზი დედამიწის ქერქსა და დანარჩენ სფეროებს შორის და მის საპატივცემულოდ, ამ საზღვარს მოხოროვიჩის ზედაპირი ეწოდება.


image

imageმოხოროვიჩის ზედაპირის ქვემოთ მდებარეობს მანტია (ბერძ. Mantion – ზედა სამოსი). მისი შემადგენლობა ერთგვაროვანი არ არის. მანტიის ზედა ნაწილი მყარია და ქერქთან ერთად, ლითოსფეროს (ბერძ. Lthos – ქვა + Sphaira – სფერო) ქმნის. ლითოსფეროს ქვემოთ მოთავსებულია ასტენოსფერო (ბერძ. susti sfero), რომელიც თხევად მდგომარეობაშია და მიწისძვრების და ვულკანების კერებს ქმნის. ამ სფეროს ქვემოთ, მანტია შედარებით მყარ, პლასტიკურ მდგომარეობაშია. მას მოჰყვება მყარი მანტიის სფერო და ბირთვი, რომელიც თავის მხრივ, ორი სფეროსგან შედგება – დედამიწის ცენტრში მდებარეობს მყარი ბირთვი, ხოლო მასას და მყარ მანტიას შორის, თხევადი ბირთვია მოთავსებული.

აგრეგატული მდგომარეობის და სიღრმის მიხედვით, დედამიწის შინაგან აგებულებაში შემდეგი სფეროები გამოიყოფა:image

I. დედამიწის ქერქი (ლითოსფეროს ზედა ნაწილი)

ოკეანური ქერქი – 5 - 10 კმ. (მყარი)

კონტინენტური ქერქი – 70 - 80 კმ. (მყარი)image

II. მანტია

ზედა მანტია (80 - 900 კმ.):

ლითოსფეროს ქვედა ნაწილი – 80 - 200 კმ. (მყარი)

ასტენოსფერო – 200 - 350 კმ. (თხევადი)

პლასტიკური – 350 - 900 კმ.

ქვედა მანტია – 900 - 2 900 კმ (მყარი). image

III. ბირთვი (გული):

გარე ბირთვი – 2 900 - 5 120 კმ. (თხევადი);

შიგა ბირთვი – 5 120 – 6 378 კმ. (მყარი)

ბირთვის რადიუსი 3 470 კმ-ია, ხოლო შიგა ბირთვის რადიუსი – 1 250 კმ. imageრაც შეეხება ტემპერატურის რეჟიმს და სიმკვრივეს, ის სიღრმის მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება: image

ქერქი:

დედამიწის ქერქის ტემპერატურა, ზედაპირიდან – 5 მ. სიღრმემდე, სეზონზე და მზის აქტიურობაზე არის დამოკიდებული. 5 – 150 მ. სიღრმის დიაპაზონში, ყოველ 35 მ-ზე, საშუალოდ, – 1 °C-ით იზრდება. ხოლო, 150 მ-დან – 20 კმ-ის სიღრმეზე, ტემპერატურის მატება, ყოველ 100 მ-ზე, 3 °C -ის ტოლია.imageქერქის სიმკვრივე, საშუალოდ – 2, 4 გ/სმ³ -ია.image

მანტია:

150 კმ – 1 000 °C / სიმკვრივე – 3, 5 გ/სმ³;

500 კმ – 2 200 °C / სიმკვრივე – 4 გ/სმ³;

1 000 კმ. – 2 800 °C / სიმკვრივე – 4, 3 გ/სმ³;

2 000 კმ. – 3 600 °C / სიმკვრივე – 5 გ/სმ³;image

ბირთვი:

4 000 კმ – 3 800 °C / სიმკვრივე – 8 გ/სმ³;

5 000 კმ – 4 000 °C / სიმკვრივე – 11 გ/სმ³;

6 000 კმ – 5 500 °C / სიმკვრივე – 12, 6 გ/სმ³;

image
imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageზოგადი გეოგრაფია (§ 1-24)

image

და

ტესტ-ვიქტორინა გეოგრაფიაში, აბიტურიენტებისთვის


ტესტში მოცემულია 35 კითხვა. მათ შორის, 6-ს დანართი ერთვის, რომლებიც ტესტის ქვემოთ არის მოცემული. შეგიძლიათ დანართებს ტესტის დაწყებამდე გაეცნოთ და პასუხები წინასწარ მოიფიქროთ.

კითხვების 30%-ზე ან უფრო ნაკლებზე, სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეფასება იქნება – «ცუდი».

30% -დან – 80%-მდე – «კარგი».

80-დან – 100%-მდე სწორად გაცემული პასუხები – «საუკეთესოდ» შეფასდება.


ტესტის გავლა


ტესტი გეოგრაფიაში


ტესტში მოცემულია 20 კითხვა. მათ შორის, 4-ს დანართი ერთვის, რომლებიც ტესტის ქვემოთ არის მოცემული. შეგიძლიათ დანართებს ტესტის დაწყებამდე გაეცნოთ და პასუხები წინასწარ მოიფიქროთ.

კითხვების 30%-ზე ან უფრო ნაკლებზე, სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეფასება იქნება – «ცუდი».

30% -დან – 80%-მდე – «კერგი».

80-დან – 100%-მდე სწორედ გაცემული პასუხები – «საუკეთესოდ» შეფასდება.


ტესტის გავლა



ტესტ-ვიქტორინა: რამდენად კარგად იცნობთ დედამიწას?


ზოგისთვის სახლი საკუთარი ბინის კარის ზღურბლთან ან ეზოს ჭიშკართან მთავრდება. ზოგისთვის სახლი – სოფელი, ქალაქი ან სამშობლოა, ხოლო ზოგისთვის – მთელი მსოფლიო.

ქვემოთ მოცემული ტესტიის გავლის შემდეგ, შეძლებთ გაიგოთ, თუ რამდენად კარგად იცნობთ პლანეტა დედამიწას, – უკიდეგანო კოსმოსურ სივრცეში მოძრავ ობიექტს, რომელიც ზოგისთვის სახლია, ზოგისთვის კი ადგილი, სადაც მისი სახლი მდებარეობს.


ტესტის გავლა



0
651
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0