x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
ID ბარათით მიმოსვლას თურქეთის გარდა უკვე უკრაინაშიც შეძლებთ

image


უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოსთან ID ბარათებით მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. კიევში საკითხი დღეს განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო РБК-Украина ავრცელებს.


შეთანხმების თანახმად, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ID ბარათებით შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ორმხრივია, ანუ იგივენაირად - საქართველოს მოქალაქეებსაც საზღვრის კვეთა და უკრაინაში შესვლა ბიომეტრული პასპორტის ნაცვლად მხოლოდ ID ბარათებით შეეძლებათ.


დღეის მდგომარეობით, უკრაინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება მოქმედებს.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0