x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
45 წლის ჰაიდი კლუმი 29 წლის Tokio Hotel-ის გიტარისტზე თხოვდება?
image

45 წლის სუპერმოდელი "ემის" პრემიის 70-ე დაჯილდოებაზე 29 წლის ჯგუფ Tokio Hotel-ის გიტარისტთან ტომ კაულიცთან ერთად გამოცხადდა.არათითზე მოდელს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა, რამაც მყისვე გააჩინა ეჭვები მსახიობის დანიშვნის შესახებ.

image

პირველად კლუმის და კაულიცის რომანის შესახებ ამ გაზაფხულზე გახდა ცნობილი, როგორც ჩანს წყვილი მზადაა ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ყოველ შემთხვევაში ასეთი დასკვნა გამოიტანეს თაყვანისმცემლებმა.



თავად ჰაიდი კლუმმა უარყო ჭორები და აღნიშნა, რომ ბეჭედი იჯარით აიღო: "ბეჭედი შესანიშნავად ერწყმოდა ყელსაბამს-სულ ეს არის"-აღნიშნა გერმანელმა სუპერმოდელმა და მსახიობმა.

image

თუმცა მისმა სიტყვებმა თითქმის ვერავინ დაარწმუნა, სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა განაცხადა, რომ "მოხიბლულია ტომით და თავი ასე ბედნიერად არასდროს უგრძვნია."


ჰაიდი კლუმი ორჯერ იყო გათხოვილი, პირველი ქმარი პარიკმახერი იყო, რომელსაც 2002 წელს დაშორდა, შემდეგ 2005 წელს დაქორწინდა მომღერალ Seal-ზე, ვისთანაც ერთად ოთხ შვილს ზრდიდა(სამი მომღერლისგან გააჩინა, ხოლო მეოთხე-უფროსი ჰელენი იტალიელ ბიზნესმენ ფლავიო ბრიატორესგან 2004 წელს), 2012 წლიდან ჰაიდი თავის პირად მცველს ყვარობდა, 2014 წელს მასზე 13 წლით უმცროს არტ -დილერთან, ვიტო შნაბელთან გააბა რომანი, რომელიც 2017 წელს დასრულდა.


რაც შეეხება ტომ კაულიცს, 2011 წლიდან მას ურთიერთობა ჰქონდა მოდელ რია ზომერფელდთან, 2015 წელს წყვილი დაქორწინდა, თუმცა 6 თვეში გაიყარნენ, 2017 წელს კაულიცი ირანული წარმოშობის გერმანელ მოდელს, - შერმენ შაჰრივარს ხვდებოდა.




0
130
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0