x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი კალიბრის და რომელი იარაღიდან გასროლილ ტყვიას შეუძლია გახვრიტოს "БТР-70"-ის ჯავშანი

image მოარული მითი, რომ საბჭოთა წარმოების "БТР-70"-ის ეკიპაჟის ჩაცხრილვა კალაშნიკოვის ავტომატითაც კი შესაძლებელია- მტკნარი სიცრუეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანტრანსპორტიორის ჯავშნის სისქე არ და ვერ იქნება ტანკის ჯავშნის სისქის, მისი ჯავშნის სისქე საკმარისია იმისათვის, რომ კალაშნიკოვის ავტომატის ჯავშანგამტან ტყვიასაც გაუძლოს.
ჭურვის და ჯავშნის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოჩნდა მძიმე ტექნიკა. იზრდებოდა ჭურვის თუ ტყვიის კალიბრი და გამტარუნარიანობა, პარალელურად იზრდებოდა ჯავშნის მედეგობა და სისქეც ჭურვის და ტყვიის მიმართ.
ეს წინააღმდეგობა გრძელდება დღესაც. და ის ვრცელდება ყველა სახის ცეცხლსასროლ იარაღზე და მძიმე ტექნიკაზე, რომლებსაც ფლობენ მსოფლიოს ქვეყნების არმიები. არც ჯავშანტრანსპორტიორსა და ტყვიებს შორის დაპირისპირებაა ახალი. ჯავშანტრანსპორტიორი, რომლის დანიშნულებაა საბრძოლო მოქმედების ზონაში გადაიყვანოს დესანტი და მას გაუწიოს საცეცხლე დახმარება.
სადღეისოდ არსებობს ცეცხლსასროლი იარაღებისათვის შექმნილი ფართო სპექტრის ტყვიები, რომლებსაც სხვადასხვა ფუნქცია აკისრია, მათ შორის ჯავშანგამტანი ფუნქცია.
მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო, სადაც სამხედრო კორესპონდენტი სემიონ პეგოვი (ეს პიროვნება სულ ახლახან არ შემოუშვეს საქართველოში, რადგან საქართველოს გვერდის ავლით იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ექსპერიმენტის გზით ადგენს, სადღეისოდ არსებული რომელი რუსული ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიით (მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტყიებით) შეიძლება "БТР-70"-ის ჯავშნის გარღვევა.
ექსპერიმენტში ავტორმა გამოიყენა როგორც ჯავშანტრანსპორტიორის "შუბლის" ჯავშნის გამობრძმედილი ფოლადის ნაჭერი, ასევე აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორის გვერდითა ჯავშნის ფოლადის ნაჭერი.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტში გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და მათი სპეციალური დანიშნულების ტყვიები, მათ შორის ჯავშანგამტანი, ჯავშანტრანსპორტიორის "შუბლის" ჯავშნის გარღვევა ვერცერთმა ტყვიამ ვერ შეძლო, ხოლო გვერდითა ჯავშნის გარღვევა მხოლოდ სემიონოვის კარაბინმა (СКС) შეძლო სპეციალური ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ტყვიით.
ასე, რომ როგორც სტატიის თავში ავღნიშნე მითი მითადვე დარჩა და ჯავშანტრანსპორტიორის თუნდაც ისეთი მოძველებულის, როგორიც "БТР-70"-ია, "შუბლის" ჯავშნის გარღვევა შეუძლებელია კალაშნიკოვის ავტომატისათვის.








2
272
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
2019, 1 იანვარი, 19:52
ძველი, მაგრამ საინტერესო იარაღია...
2019, 1 იანვარი, 4:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2