x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დიდ ბრიტანეთში პოლიცია ეძებს მიგრანტებს,რომლებმაც სასტიკად სცემეს პარკინგის თანამშრომელი(ვიდეო)
image

მიგრანტები თავს დაესხნენ პარკინგის თანამშრომელს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მამაკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იუწყება Birmingham Mail-ი.


შავ ქურთუკებში გამოწყობილმა მიგრანტებმა ძირს წააქციეს მამაკაცი, რის შემდეგაც მიწაზე დაცემულს წიხლებით შესდგნენ, ამის შემდეგ მათ ხელში ჩაიგდეს პარკინგის თანამშრომლის მოპედი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



თავდასხმა დღისით-მზისით მოხდა, გარშემო ათეულობით მოწმის თვალწინ, ბრიტანეთის პოლიცია ოთხი დღეა ეძებს დამნაშავეებს, თუმცა უშედეგოდ.


ბირმინგემის პოლიციის პრეს-სამსახურის უფროსმა მოუწოდა მოწმეებს მიაკითხონ პოლიციას, ამის გარდა უკვე გამოქვეყნდა სამი სავარაუდო ეჭვმიტანილის პორტრეტი.



0
101
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0