x
მეტი
  • 16.12.2018
  • სტატია:83778
  • ვიდეო:334520
  • სურათი:441879
ქალების 10 კატეგორია, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

image

მამაკაცისთვის "იმ ერთადერთამდე" გასავლელი გზა სხვადასხვა კატეგორიის ქალებთან შეხვედრას მოიცავს. ფსიქოლოგ სამანტა როდმენის თქმით, ქალების კლასიფიცირება შესაძლებელია რამდენიმე ტიპად. ის ეცადა, რომ არავისთვის ეწყენინებინა და გოგონები, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან, 10 კატეგორიად დაჰყო.








1. მამიკოს გოგო


ასეთი გოგონები მზად არ არიან, სხვა მამაკაცი შეუშვან საკუთარ ცხოვრებაში და სათანადო ყურადღება დაუთმონ მას. ასაკის მიუხედავად, ნებისმიერ რამეში დასახმარებლად კვლავ მამებს ურეკავენ.


ასეთ სიტუაციაში, მამამისთან შეხვედრაც კი არ დაგეხმარებათ. რაც არ უნდა გააკეთოთ, ამ ტიპის გოგოსთვის ვერასდროს იქნებით მამაზე უკეთესი. სამანტას თქმით, ასეთი ურთიერთობები იმით მთავრდება, რომ ბიჭები უფრო ცუდად გრძნობენ თავს.

image







2. წვეულებებზე გაგიჟებული


ასეთმა გოგოებმა ზუსტად იციან, რომელ დღეს სად ტარდება კარგი წვეულება და რომელი ღამის კლუბია საუკეთესო. თუ ბიჭსაც მოუნდება მასთან ერთად წასვლა, მთელი საღამოს გატარება ისეთ ადამიანებთან მოუწევს, ვისაც არ იცნობს და ვერ გაერთობა, თუ, რა თქმა უნდა, თავადაც წვეულებებზე გაგიჟებული არაა.


ამ ტიპის გოგოსთან არასდროს მოიწყენთ, რადგან ყოველთვის იცის, სად შეიძლება გართობა. თუმცა, თუ საღამოს სახლში გატარება მოგინდათ, არ ელოდოთ, რომ ისიც თქვენთან ერთად დარჩება.

image








3. კარგი სტუდენტი


ამ გოგოსთან შეგიძლიათ სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გქონდეთ. თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ დროს გამონახავს თქვენთვის, რადგან მთლიანად სწავლაშია ჩართული და დამატებით სასწავლო პროგრამებსაც კი იღებს.


ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ სწავლაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან იშვითად თუ გამონახავს დროს სხვა რამისთვის. ურთიერთობის გაწყვეტა კი მისთვის ნამდვილად არ იქნება სერიოზული პრობლემა, რადგან ყოველთვის ექნება რაღაც, რაზეც შეძლებს ყურადღების გადატანას.

image








4. უზომოდ ეჭვიანი


ეჭვიანობა ურთიერთობაში ჩვეულებრივი რამაა, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. გოგო, რომელიც ცდილობს, "დაფარული ტექსტები" გაშიფროს და მუდამ ეძებს მიზეზს საჩხუბრად, ცოტა უცნაურია. ამ ტიპის გოგონებს მარტო ყოფნის ეშინიათ; ეშინიათ, რომ ბიჭი სხვას აირჩევს ან უღალატებს.


სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია, ასეთ გოგოს დაუმტკიცოთ, რომ მასთან ყოფნა გინდათ და სხვა გოგოები, უბრალოდ, კოლეგები ან მეგობრები არიან. თუ დაშორდებით, ის აუცილებლად იფიქრებს, რომ ვიღაც სხვა იპოვეთ.

image








5. ჭორიკანა


უმეტესად, ასეთ გოგოებს უყვართ ბევრი ლაპარაკი, რადგან უნდათ, პარტნიორს ყველაფერი უთხრან, რაც სხვა ადამიანების ცხოვრებაზე იციან. ეს კი ყოველთვის კარგი არ არის. ეს გოგოები ცუდს არ უსურვებენ სხვებს, უბრალოდ, გაუთავებელი ლაპარაკი მოსწონთ.


ასეთ გოგოსთან ურთიერთობის დროს ბიჭი ფიქრობს, რომ "უზომოდ ეჭვიანი" უკეთესი ვარიანტია, რადგან, სულ ცოტა, მასზე მაინც ფიქრობს სხვა ადამიანების ცხოვრების განხილვის მაგივრად.

image








6. გოგო, რომელიც დედას ძალიან მოეწონება


როგორც წესი, ბიჭები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ ასეთ გოგოსთან და იმასაც ფიქრობენ, რომ ისაა "ის ერთადერთი". ყველაფერი კარგად მიდის, სანამ მას დედას გააცნობენ. ბიჭი აღმოაჩენს, რომ მისმა შეყვარებულმა და დედამ საერთო სასაუბრო თემები იპოვეს და მისი იქ ყოფნაც კი დაავიწყდათ.


სავარაუდოა, რომ ბიჭი მალე იგრძნობს, თითქოს გოგოს ორივესთან - მასთან და დედამისთანაც აქვს ურთიერთობა, ეს კი კარგი სიტუაცია არცერთი მამაკაცისთვის არაა.

image








7. გოგო, რომელიც ყველაფერზე ნერვიულობს


ურთიერთობაში ზომიერად ნერვიულობა, ისევე როგორც ზომიერად ეჭვიანობა, ნორმალური რამეა, მაგრამ როცა გოგო ყველაფერზე ნერვიულობს, ეს უკვე გამაღიზიანებელი ხდება. მან შეიძლება შეყვარებულს დღეში ათასჯერ დაურეკოს უბრალოდ იმის დასადგენად, რომ კარგადაა. და ამას ის ეჭვიანობის გამო კი არ აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ მართლა ნერვიულობს.


ერთი მხრივ, ამ ტიპის გოგონები მართლაც მზრუნველები და ყურადღებიანები არიან, მაგრამ, როგორც წესი, მამაკაცები გაურბიან მათ, რადგან თავს ზედმეტად გაკონტროლებულებად გრძნობენ.image








8. დრამის დედოფალი


ამ ტიპის გოგონები ძალიან ემოციურები არიან და მათთან ურთიერთობა არასდროსაა მარტივი. ისინი ყველაფრისგან დრამას ქმნიან, უმიზეზოდაც კი. ასეთ გოგოს შეიძლება რამდენჯერმე დაშორდეთ და ისევ შეურიგდეთ.


კი, მართალია, რომ მასთან არ მოიწყენთ, მაგრამ მისი გაუთავებელი დრამები, ბოლოს და ბოლოს, დაგღლით.

image








9. ახირებული გოგო


ამ ტიპის გოგონები ტრენდულები არიან და ყველაფერი იციან მოდის შესახებ. იციან, რა უნდა ჩაიცვან ხალხის ყურადღების მისაპყრობად და ყოველთვის კარგად გამოიყურებიან.


ერთადერთი ცუდი რამ, რაც ასეთ ურთიერთობაში შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ გოგომ პარტნიორის კარადის "გამოსწორება" სცადოს, რათა ისიც მიაჩვიოს მოდურად ჩაცმას. მამაკაცები კი ძნელად ეგუებიან ასეთ სიტუაციებს.

image








10. სილამაზის დედოფალი


ამ ტიპის გოგონები, "ახირებულების" მსგავსად, ლამაზები არიან და მამაკაცებისგან დიდ ყურადღებას გრძნობენ. უმეტეს შემთხვევაში, ბიჭს, რომელიც მას ხვდება, ისიც კი არ ესმის, რატომ აირჩია გოგომ ის.


სასიამოვნო გარეგნობა კარგია, მაგრამ შეიძლება მალე გააცნობიეროთ, რომ ერთმანეთში სასაუბრო თემა არ გაქვთ. ასეთი ურთიერთობა კი დასანგრევად განწირულია.

image








"ის ერთადერთი"


როგორც ყველა ქალი, ასევე ყველა კაციც განსხვავებულია და ყველას "იმ ერთადერთის" განსხვავებული ვერსია აქვს. შეიძლება, ვიღაცისთვის ერთი გოგო "ის ერთადერთი" აღმოჩნდეს, ვიღაცისთვის კი ჩვეულებრივი, ზევით აღწერილი, მორიგი გოგო.


თუმცა, "ის ერთადერთი" არის გოგო, რომელიც შეყვარებულის ხუმრობებზე გულწრფელად იცინის და მასაც აცინებს. შეიძლება, სრულიად განსხვავებული გემოვნება ჰქონდეს კინოში, ხელოვნებაში ან მუსიკაში, მაგრამ მაინც ბევრ საერთოს პოულობდეთ მასთან. ის მოსაწონია შეყვარებულის მეგობრებისთვის და მშობლებისთვის, არ არის ზედმეტად ეჭვიანი ან ემოციური. ის არის "ის ერთადერთი", რომელიც თქვენთან ერთად შეძლებს ცხოვრებაში დარჩენილი ბილიკის საინტერესოდ გავლას.

image


გისურვებთ ბედნიერებას და "იმ ერთადერთის" პოვნას!







ასევე დაგაინტერესებთ:


ბიჭების 13 კატეგორია, რომლებსაც შეიძლება პირველ პაემანზე შეხვდეთ - სახალისო ილუსტრაციები

image

0
498
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0