x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
პიცა ქათმის ხორცით და სოკოთი
imageშემადგენლობა:
1.5 ჭიქა ფქვილი;

მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი;

ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი; 1 ჩ/კ სწრაფად ხსნადი საფუარი;

150 მლ წყალი;


400 გ. ქათმის ფილე;

ერთი ბულგარული წითელი
წიწაკა;

100 გ. სოკო;

მწვანე ხახვი და ნიახური;
150 გ. მოცარელა;

2 ს/კ ზეითუნის ზეთი.
მომზადება:

მოამზადეთ ცომი. დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი,
დაამატეთ შაქარი, მარილი და საფუარი. კარგად აურიეთ და ჩააღრმავეთ შუაში, რაშიც დაამატეთ 150 მლ წყალი და აურიეთ. ცომი გადაიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ 10 წთ. დააფარეთ თავზე და დატოვეთ თბილ ადგილზე 1სთ.

აფუებული ცომი ამოზილეთ, გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაზე.

მოამზადეთ შიგთავსი: დაჭერით ქათმის ფილე და წიწაკა რგოლებად, სოკო და დაანაწევრეთ.

შეწვით ზეთში ქათამი, სოკო და წიწაკა, გამუდმებით მოურიეთ.

მომზადებულ ქათამს მოაყარეთ მარილი და პილპილი. გაცივების შემდეგ მოაყარეთ კამა და ოხრახუში. მიღებული მასა გაანაწილეთ მომზადებულ ცომზე და გამოაცხვეთ აერღუმელში 220 გრადუსზე 20 წთ.


0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0