x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"..ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს. " - გურამ ქართველიშვილი


image

"დღევანდელობა --

რაც დღეს საქართველოში ხდება დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი მგონია. აშკარად მიმდინარეობს ერთი იმპერიის მიერ მეორე იმპერიისადმი კავკასიის გადაბარება. ამიტომაც ამ მტკივნეული პროცესისის დასაწყებად იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიან. რა სიბილწეს აღარ გვახვევენ თავს იმის გამო, რომ “ერთი“ იმპერია შეგვაძულონ და “მეორესთან“ დაცულად ვიგრძნოთ თავი. ყველა უბედურებასთან ერთად შვილების გახრწნა-განარკომანებას გვაყურებინებენ და ქვეყნის ნარკოკარტელად გადაკეთებასაც გვისახავენ პერსპექტივად. ისლამიზაციას გვახვევენ და თურქ-- ირანელს გვისახლებენ... მთავარი უბედურება მაინც ის არის, რომ ამ გეოპოლიტიკური ძვრების ავტორმა ძალებმა და სპეცსამსახურებმა ვერაფრით გააბრაზეს და ააჯანყეს ქართველები. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ერი საკუთარი სახელმწიფოს განადგურებაზე აღარ რეაგირებს.
როგორც ჩანს საქართველოს გეოპოლიტიკური გადაბარება მოხდება, მაგრამ ქართველობა შერჩენილმა ქართველებმა ახლა იმას უნდა ვუყუროთ, თუ რა დიდი მონდომებით მიყიდიან მეორე იმპერიას სამშობლოს უთავმოყვარეობაში გაწაფული თანამოძმეები...

P.S. გაივლის დრო და ეს რეალობა ისტორიის ფურცლებზე დაიდებს ბინას, ხოლო იმ ფურცლების წაკითხვა არავის მოუნდება, რადგან დღვანდელი საქართველო ერთი დიდი სირცხვილია და სხვა არაფერი..." - გურამქართველიშვილი


1
95
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
95
  
2018, 19 სექტემბერი, 19:04
ჩვენდა საუბედუროდ... სრული სიმართლეა! მე ვფიქრობ, ჩვენი მრავალნატანჯი ქვეყნის მიმართ, დიდი მზაკვრული გეგმა ხორციელდება, რომელიც მსოფლიო ელიტის (მასონების) მიერაა შემუშავებული. ამ გეგმის ნაწილია, სწორედ, ჩვენი დეგრადაცია,განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის გარყვნა - გადაგვარება, რაშიც აქტიურ როლს თამაშობენ ნარკოტიკები და მისი ლეგალიზაცია, კაზინო - ტოტალიზატორები, სექსუალური აღვირახსნილობა და ა. შ. ეს ყველაფერი კი ჩვენივე სულწაწყმედილი მთავრობის ხელშეწყობით ხდება, ალბათ დიდი ფულის სანაცვლოდ! ასევე, ყოველდღე ვხედავთ, როგორ ართმევენ ლუკმა - პურს საკუთარ დაუცველ მოსახლეობას, (თუნდაც ხორბლის გადამზიდი ტრაილერის მძღოლები ავიღოთ), როგორ შეუბრალებლად გვძარცვავენ ბანკები, როგორ გარბიან ქართველები ქვეყნის გარეთ,მათ ადგილ - მამულს კი გადამთიელი მუსულმანები ეპატრონებიან და ვაი, რომ ამაზე რეაგირების თავიც კი აღარა გვაქვს...
0 1 1