x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
გორის #1 სკოლაში მოსწავლეები მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ
image


შიდა ქართლში მოქმედი ტელეკომპანია “თრიალეთი”-ს ცნობით, გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.


შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც, თუმცა ახალი კანონის გამო სამართალდამცველებმა შესაბამისი ღონისძიებები ვერ გაატარეს და უკან გაბრუნდნენ.


სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, ნახა თუ არა მან სკოლის ტერიტორიაზე მისული სამართალდამცველები, დირექტორი ასევე ამბობს, რომ არ დაუნახავს და არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.



ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი პრესსამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ სკოლაში საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული.

0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0