x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
აუდი-მ პირველი ელექტრომობილი Audi e-tron -ი დაამზადა
imageAudi e-tron-პირველი ელექტროკროსოვერი გერმანულმა ბრენდმა სან-ფრანცისკოში წარადგინა.



პირველ რიგში სიახლე ის არის, რომ ელექტრო Audi-ი პირველი მსუბუქი ავტომობილია მსოფლიოში, რომელმაც ჩვეულებრივი გაბარიტული სარკეები ვიდეოკამერებით ჩაანაცვლა(მანამდე ეს ტექნოლოგია პირველად გამოიყენა დაიმლერ-ბენცმა Mercedes-Benz Actros-ის სატვირთოზე).

image

რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს:ორი ელექტროძრავი 360 ც/ძ, მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ში. 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა-6 წამში.


image

სრულად დატენილი ბატარეით დასაფარი მანძილი - 400 კილომეტრი, 95 კილოვატიანი ბატარეის 80%-ით დატენვა შესაძლებელია 30 წუთში.

image

ამის გარდა, ავტომობილი აღჭურვილია "ჭკვიანი" სისტემით, Audi e-tron-ს მხოლოდ ერთი სატერფული აქვს, საკმარისია, აქსელერატორიდან ფეხის აშვება და მანქანა იწყებს შენელებას. ნავიგაციურ სისტემაში e-tron route planner სიახლე ისაა, რომ ავტომობილს მიანიშნებს ოპტიმალურ გზას უახლოეს დასატენ სადგურამდე. აგრეთვე სმარტფონით შესაძლებელია ელექტროკარის დისტანციური მართვა. მედიასისტემა MMI navigation plus -ის ბაზა მხარდაჭერილია LTE Advanced და Wi-Fi-ით.

image

"ეფექტურობის ასისტენტი"მძღოლს ეკრანის საშუალებით სთავაზობს წინასწარი პროგნოზით მართვის ეკონომიურ სტილს.


Audi e-tron-ის სერიული წარმოება ბელგიაში დაიწყო ამა წლის სექტემბერში. მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებში მისი ყიდვა 80 000 ევროდ იქნება შესაძლებელი.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

image

როგორი იქნება და რა ტექნიკური მახასიათებლები ექნება "მერსედეს–ბენცის" პირველ ელექტრომობილს

image
"კალაშნიკოვმა" წარმოადგინა TESLA-ს კონკურენტი "იჟ-კომბის"ბაზაზე

image
2019 წელს გერმანია მზის ბატარეაზე მომუშავე ავტომობილს სერიულად გამოუშვებს

image

0
60
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0