x
image
_K_
ვინ არიან ცნობილი ადამიანების შვილები და რატომ არ მიჰყვებიან ისინი მშობლების გზას
image

საერთო ჯამში, მსოფლიოში 36 მილიონი მილიონერია, რაც დედამიწის მოსახლეობის 1 %-ს შეადგენს. მათ საკუთრებაში მსოფლიო სიმდიდრის ნახევარზე მეტი შედის. ეს ის 1 %-ია, რომელზეც მაშინ გავიფიქრებთ ხოლმე, როცა 20 წლის ახალგაზრდა დიზაინერის ან მსახიობის დიდი წარმატების შესახებ გავიგებთ და გვგონია, რომ, ალბათ, "ფულიანი" ოჯახი დაეხმარებოდა. სინამდვილეში, უმეტესად, მართლაც ასეა.


სტატიაში წარმოგიდგენთ შვილებს, რომელთა მშობლები მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანებს შორის არიან და გაგაცნობთ, როგორ იყენებენ ისინი მშობლების ქონებას.








ბენ ფორდი

მშობლები: ჰარისონ ფორდი და მერი მარკარდტი


ჰარისონ ფორდის შვილს არასდროს უოცნებია დიდებაზე - მისი მიზანი რესტორან Red Michelin Guide-ის გახსნა იყო. როგორც კი წამოიზარდა, მან ლოს ანჯელესში საკუთარი რესტორანი გახსნა და რეცეპტების წიგნი დაწერა. ბენს მამამისიც უჭერს მხარს საქველმოქმედო საქმეში - მაგალითად, უსახლკაროებისთვის საჭმელს ამზადებს ხოლმე.



ბენს საჭმლის მომზადებისადმი ინტერესი მამამისის წყალობით გაუჩნდა. ერთხელ, მთელი ოჯახი ჰავაიზე იყო დასასვენებლად წასული, სადაც მათ შამფურზე აცმული შემწვარი გოჭი ნახეს. ეს ბენისთვის უჩვეულო რამ იყო. ამიტომ როცა წამოიზარდა, საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც მომხმარებელს შემწვარი ცხოველები შესთავაზა. იმ დროისთვის ეს პირველი რესტორანი იყო კალიფორნიაში, რომელიც მსგავს რამეს აკეთებდა.

image








იზაბელა კრუზი

მშობლები: ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი


იზაბელამ, ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის აყვანილმა ქალიშვილმა, მშობლების განქორწინების შემდეგ აშშ დატოვა და ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. Vidal Sassoon Academy-ში სწავლის დამთავრების შემდეგ იზაბელა სტილისტი გახდა, თუმცა, ყოველთვის ცდილობდა, სამსახურში ცნობილი მშობლების სახელები არ გამოეყენებინა.


ამის შემდეგ იზაბელამ გადაწყვიტა, თავისი მაისურების ხაზი გამოეშვა, რომლებსაც თვითონ ხატავს და 85 დოლარად ყიდის. იზაბელას გეგმაში აქვს ტანსაცმლის ხაზის გაზრდა და გამრავალფეროვნება.

image








ჩაზ ბონო

მშობლები: შერი და სონი ბონო


ჩაზ ბონო გოგოდ დაიბადა, მშობლებმა მას ჩასტიტი დაარქვეს. 2008 წელს მან სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ჩაზმა სცადა მუსიკოსობა და ალბომის ჩაწერაც, მაგრამ გააცნობიერა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და ადვოკატი გახდა. აზრი, რომ სხვა გოგოებისნაირი არ იყო, 13 წლის ასაკში გაუჩნდა. მოგვიანებით გამოაქვეყნა წიგნი Family Outing, სადაც თავის გამოცდილებაზე საუბრობს.


დღეს ის აქტიურადაა ჩართული სოციალურ აქტივობებში, იცავს LGBT საზოგადოების უფლებებს და აქვეყნებს წიგნებს ამ საკითხზე. ამას გარდა, ჩაზი მსახიობობასაც ცდილობს. მაგალითად, 2017 წელს ის American Horror Story-ის მეშვიდე სეზონში გამოჩნდა.

image







ჯეიდენ სმიტი

მშობლები: უილ სმიტი და ჯადა სმიტი


სმიტების ოჯახის უფროსმა ვაჟიშვილმაა, ჯეიდენმა, მამის მსგავსად, სცადა, სამსახიობო კარიერას გაჰყოლოდა. უილთან ერთად ის გამოჩნდა ფილმებში The Pursuit of Happyness და The Day the Earth Stood Still. მამამისის გარეშე კი 5 მილიონი დოლარი თავად გამოიმუშავა ფილმ The Karate Kid-ში მონაწილეობით.


20 წლის ასაკში ჯეიდენი უკვე როგორც მსახიობობით, ასევე თავისი ბრენდის აქსესუარების გაყიდვითაც შოულობდა ფულს. ოჯახის წევრების მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ისიც ქველმოქმედებას ახმარს.


ჯეიდენს შეიძლება უკვე დამოუკიდებელი ყმაწვილი ვუწოდოთ, რომელიც თვითონ გამოიმუშავებს ფულს. 2017 წელს მან სოლო-ალბომი SYRE ჩაწერა, 2018 წელს კი ფილმ Life in a Year-ში მიიღო მონაწილეობა კარა დელევინთან ერთად.

image








დენ ბილზერიანი

მშობლები: პოლ ბილზერიანი და ტერი სტივენი


დენი, ცნობილი ბროკერის შვილი, მემკვიდრეობით 40 მილიონი დოლარის მფლობელი, სიმდიდრეს პოკერსა და სხვა აზარტულ თამაშებზე ხარჯავს. მაგალითად, მან 100 000 დოლარი დახარჯა Power Ball-ის ლატარიის ბილეთების ყიდვაში (თითო ბილეთი 2 დოლარი ღირდა), მაგრამ ვერაფერი მოიგო.


დენმა ორგანიზება გაუკეთა “Victory Poker” -ის თამაშს, 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში The Salvation, 2016 წელს კი ფილმში - War Dogs.

image








პეტრა ეკლესტონი

მშობლები: ბერნარდ ჩარლზ ეკლესტონი და სლავიკა ეკლესტონი


ბიზნესმენის, FOM-ის და FOA-ის პრეზიდენტისა და ყოფილი Formula 1 -ის მრბოლელის, ბერნი ეკლესტონის ქალიშვილს, პეტრას, მშობლები ფულის გამოყენებას არ უზღუდავენ. მან ლოს ანჯელესში 85 მილიონ დოლარად მდიდრული სახლი იყიდა მამის ფულით.


პეტრას აქვს საკუთარი ბრენდი Stark და აწარმოებს ხელის ჩანთებს პითონისა და ნიანგის ტყავისგან, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ის მშობლების ფულზე არაა დამოკიდებული. პეტრა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე და Central Saint Martins-ში, ლონდონში მდებარე ცნობილ მოდის კოლეჯში სწავლაზე ოცნებობს.

image








კენდალ ჯენერი

მშობლები: კეტლინ (უილიამ ბრუს) ჯენერი და კრის ჯენერი


სტატია კარდაშიანების გარეშე ვერ დამთავრდებოდა. კენდალი კიმის უმცროსი დაა. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის კარდაშიანებთან ერთად მონაწილეობდა რეალითი შოუ Keeping Up-ში, დღეს კი უამრავი ტელე, ფოტო და მოდური გადაღება აქვს. კენდალი ცდილობს, ოჯახის ფულზე არ იყოს დამოკიდებული და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს.


სხვათა შორის, კენდალი თავის ტანსაცმელს ყიდის eBay-ზე და შემოსულ თანხას ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში რიცხავს.

image

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი ადამიანების შთამომავლები - ვინ არიან ისინი და რას აკეთებენ

image


2. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image


3. სელებრითები, რომლებიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ

image


0
1193
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0