x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ექვსი ქართული ტელეარხის ინტერნეტში ტრანსლირება აიკრძალა
image


ცნობილი ხმაურის შემდეგ საკაბელო ტელევიზიების გარდა რუსთავი 2-ისა და იმედის ჰოლდინგში შემავალი ტელეარხების უფასო ტრანსლირება უკვე ინტერნეტ პორტალებსაც აეკრძალათ. ყველაზე პოპულარული ქართული ვიდეოპორტალი მაივიდეო.ჯი უკვე რამდენიმე დღეა მთავარი ქართული ტელეარხების ტრანსლირებას ვეღარ ახდენს.

.

ვიდეოპორტალი მაივიდეო.ჯი მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ წინააღმდეგია, მომხმარებელს გადასახადი დაუწესოს, ამის გამო იძულებულნი გახდნენ ხსენებული ტელეარხების სიგნალი გაეთიშათ.


.

„ძვირფასო მომხმარებლებო, როგორც იცით 6 ქართული ტელეარხი (რუსთავი 2, იმედი, GDS, მარაო, კომედი არხი, მაესტრო) გახდა ფასიანი. მათი მოთხოვნით ჩვენს მომხმარებლებს მათი ყურებისთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 1.5 ლარი, ან ჩვენ სრულად უნდა გაგვეთიშა 6-ვე არხის მაუწყებლობა. იქიდან გამომდინარე, რომ Myvideo-მ უარი თქვა მომხმარებლებისთვის გადასახადის დაწესებაზე, ჩვენ, 2018 წლის 12 სექტემბრიდან ტელეარხების მოთხოვნის საფუძველზე გავთიშეთ მათი მაუწყებლობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ჩვენმა მილიონობით მომხმარებელმა ვებგვერდ Myvideo.ge-ზე მიიღოს მისთვის სასურველი და საინტერესო კონტენტი მომავალშიც, “ - ნათქვამია მაივიდეოს განცხადებაში.

.

რამდენიმე თვის წინ ექვსმა ქართულმა ტელეარხმა მათი გადაცემების ტრანსლირებისთვის საკაბელოებისგან და ინტერნეტ პორტალებისგან თანხა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაუწყებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამის შესახებ კომპანიებს ოფიციალური წერილები დაეგზავნა. საკაბელო ტელევიზიების მფლობელები ამბობდნენ, რომ ეს მომხმარებლის დაკარგვას გამოიწვევდა, ან გადასახადის გაძვირების აუცილებლობა დადგებოდა. სხვა შემთხვევაში კი საკაბელო ტელევიზიები გაჩერდებოდნენ და ხარჯების დაფარვასაც ვეღარ შეძლებდნენ.

.

ექვსი ქართული არხის გაერთიანებამ უკან არ დაიხია. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სიგნალის გავრცელებაში სხვა კომპანიები აბონენტებისგან და დამკვეთებისგან ფულს იღებენ და თავად გადაცემების მწარმოებლებს არაფერს უხდიან, რაც არასწორია.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0