x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოში შესაძლოა აიკრძალოს ჩადრის, ნიქაბის და ბურკის ტარება მუსლიმი ქალებისათვის

image საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიის დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოვიდა პარლამენტში ინიციატივით -საქართველოში ქუჩებში აიკრძალოს მუსლიმი ქალებისათვის ჩადრის, ბურკისა და ნიქაბის ტარება, რათა ადვილად მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება და თავიდან იქნას არიდებული ტერორისტული აქტები.
როგორც ტელეკომპანია "იმედი" იუწყება "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით, ოპოზიციური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა და აღნიშნული პარტიის დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, პარლამენტში გამოსვლისას გაახმოვანა ინიციატივა, საქართველოსთან მიმართებით "ისლამური ხალიფატის" ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გამოთქმული მუქარების კვალდაკვალ გატარებულ იქნას სასწრაფოდ ზომები, რათა მოხდეს ტერორისტული აქტების პრევენცია.
ამისათვის კი აუცილებელია მუსლიმი ქალების ტრადიციული ტანსაცმლის აკრძალვა, რაც სათანადო უწყებებს მისცემს საშუალებას მოახდინონ პირის ან პირთა ჯგუფის ინდენტიფიცირება.
ემზარ კვიციანის თქმით ის უახლოეს პარლამენტის სხდომებისას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც-სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩადრის, ბურკისა და ნიქაბის ტარებისათვის პირი დაჯარიმდება 500 ლარით. განმეორებით შემთხვევაში კი იგივე პირი დაჯარიმდება 1500 ლარით.
აღნიშნული ტანსაცმლის ტარებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ქალ წარმომადგენლებზე, ასევე დიპლომატიური კორპუსის ოჯახის წევრებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

7
38
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
2019, 3 აპრილი, 6:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 21 სექტემბერი, 10:17
არ ვიცი ლალი რა ხდება, მაგრამ ვხედავ სულ ტყუილად გააზიარა ვინც გააზიარა. :(
2018, 21 სექტემბერი, 9:30
გაზიარებებში ეს რეკორდია თუ აქვს ვინმეს მეტიც?) ისე, რატომ მოხდა ასე?)
2018, 20 სექტემბერი, 13:48
მადლობა ლალი კეთილი სურვილისათვის, მაგრამ არა მგონია ასე მოხდეს.
29 ნახვაა და 147 გაზიარება :)))
2018, 20 სექტემბერი, 9:19
მასე განაგრძონ) აზიარიონ და ნახვებსაც ემატოს შენს სტატიებზე)
2018, 19 სექტემბერი, 12:52
:)))
მე სხვა რამემ გამაცინა ლალი, 13 ნახვაა და 16 გაზიარება-გამოდის გამზიარებელს არ უნახავს სტატია და ისე გააზიარა ალბათ...
2018, 19 სექტემბერი, 12:23
ამ დალოცვილებს ფერადი ნიქაბები მაინც ეცვათ, რა უბედურებაა, ყორნებივით რომ დადიან, ბურქა და ჯანდაბა, ის ხომ საშინელებაა საერთოდ.
0 1 7