x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილი ადამიანების მიერ "ნახმარი" (გამოყენებული) ნივთები, რომლებიც აუქციონზე ძვირად გაიყიდა
თუ ხარ ცნობილი ადამიანი, შენი "ნახმარი" (გამოყენებული), ნებისმიერი ნივთი შეიძლება აუქციონზე ძვირად გაიყიდოს. ჰოდა, სწორედ ამ გზით, სრულიად ჩვეულებრივი ნივთი, შესაძლოა გადაიქცეს არაჩვეულებრივ ნივთად, გაოცებას მხოლოდ ის ფაქტი იწვევს - ვის და რატომ უნდა მოუნდეს ან დასჭირდეს თქვენს მიერ გამოყენებული ორსულობის ტესტი, უნიტაზი, საცვალი, კბილი და სხვა ნივთები?


image




წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო ნივთებს, რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა გამოიყენეს, შემდეგ კი ისინი აუქციონზე ძვირად გაიყიდა.






1. ბრიტნი სპირსის მიერ გამოყენებული ორსულობის ტესტი 5 100$-ად გაიყიდა.


image



ტესტი, რომელზეც გამოსახული იყო დადებითი შედეგი, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ოთახის სააბაზანოში იპოვეს, სწორედ იქ, სადაც მეუღლესთან ერთად ღამე გაათია მომღერალმა. მოგვიანებით, ეს ტესტი აუქციონზე გაიტანეს და 5 100$-ად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა 100%-ანი მტკიცებულება, ის ნამდვილად სპირსს ეკუთვნოდა თუ არა.







2. ოდრი ჰეპბერნის კაბა Givenchy-ს კოლექციიდან 270 000 £-დ გაიყიდა.


image


აუქციონის სახლმა Kerry Taylor Auctions-მა მოაწყო საკულტო ნივთების გაყიდვები, სადაც ოდრი ჰეპბერნის კაბა, რომელიც სპეციალურად შეკერა ჰუბერტ გივანჩიმ და მსახიობს ფილმებში "როგორ მოვიპაროთ მილიონი" და "საუზმე ტიფანისთან" ეცვა, 270 000 £-დ გაიყიდა.







3. ჯონ ლენონის კბილი 31 200 $-ად გაიყიდა.


image


შორეულ წარსულში, როდესაც ჯონ ლენონმა კბილი ამოიღო, პრაქტიკანტმა დანტისტმა მაიკლ ზუკმა, არ გადააგდო. მოგვიანებით, აუქციონზე, რომელსაც მართავდა Omega Auctions-ი, კბილი 31 200 $-ად გაიყიდა.







4. დოროთის წითელი ფეხსაცმელი, რომელიც ფილმში "ოზის ჯადოქარი" ეცვა, 660 000 $-ად გაიყიდა.


image


ფილმის გადაღების შემდეგ, ასეთი წითელი ფეხსაცმლის 4 წყვილი იყო შენახული, რომელიც დოროთის როლის შესრულებისას, ჯუდი გარლენდს ეცვა. ჰოლივუდის სუვენირების მაღაზიის მფლობელმა, სწორედ მათგან, ერთ-ერთი წყვილი 660 000 $-ად იყიდა.







5. კრისტოფერ რივას "კოსტიუმი", რომელიც ფილმში "სუპერ კაცი" (Superman) 1978 წელს ეცვა, 40 000 $-ად გაიყიდა.


image


ნეიტ სანდერსის აუქციონის სახლმა გაიტანა კრისტოფერის ყველასათვის კარგად ნაცნობი "კოსტიუმი", რომელიც 2017 წლის 26 იანვარს 40 000 $-ად გაიყიდა.







6. მაიკლ ჯექსონის თათმანი 350 000 $-ად გაიყიდა.


image


პოპ მეფის, თეთრი, ბრჭყვიალა ხელთათმანი, რომელიც 1983 წელს "lunar walk"-ის შესრულების დროს მარჯვენა ხელზე ეკეთა (ეცვა), ჰონგ-კონგის მოქალაქემ, ჰოფმან მა-მ 350 000 $-ად იყიდა.







7. პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ეცვა, აუქციონზე 510 000 £-დ გაიყიდა.


image


ლოტებიდან, რომელ აუქციონზეც პრინცესა დაიანას მუქი ლურჯი, ხავერდის კაბა გაიყიდა, ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა. კაბა, პრინცესას, თეთრ სახლში, ერთ-ერთი მიღების დროს ეცვა. სწორედ იმ დღეს იცეკვა მან მსახიობთან. ჯონ ტრავლოტამ აღიარა, რომ მისი კარიერული წარმატება პრინცესასთან ცეკვის შემდეგ უფრო მკვეთრად გაიზარდა. კაბა 510 000 £-დ გაიყიდა, იმედია მფლობელსაც მოუტანს ბევრ წარმატებას.







8. რეპერი კაენი უესტის ამონასუნთქი ჰაერით ავსებული ტომარა 60 100 $-ად გაიყიდა.


image


ერთ-ერთი კონცერტის დაწყებისას, რეპერის ამონასუნთქი ჰაერით გავსებული ტომარა eBay-მ ონლაინ აუქციონზე გაიტანა, საწყისი თანხა 5$ იყო, თუმცა, მსურველების სია მალე გაიზარდა და ბოლოს ჩხუბშიც გადაიზარდა. საბოლოოდ ის 60 100 $-ად გაიყიდა.







9. ჯენიფერ ლოურენსის სპორტული ბიუსტჰალტერი, რომელიც ფილმში "ჩემი ბიჭი ფსიქოპათია" ეცვა, აუქციონზე 3 175 $-ად გაიყიდა.


image


ამ ფილმისთვის ჯენიფერმა ოსკარიც კი მიიღო, მისი ნაცვამი, სპორტული ბიუსტჰალტერი კი აუქციონზე 3 175 $-ად გაიყიდა.







10. ელვის პრესლის საცვალი, 10 000 £-დ გაიყიდა.


image


როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის საცვალი, რომელიც 1977 წელს, ერთ-ერთ კონცერტზე ეცვა, აუქციონზე გაიტანეს, მისი ფასი 10 000 £ იყო. თავდაპირველად, ლაქების გამო დაიწუნეს, თუმცა, როგორც ამბობენ, მოგვიანებით, გაიყიდა.







11. ჯერომ სელენჯერის უნიტაზი 1 მილიონ $-ად.


image


ცნობილი მწერლის უნიტაზი, eBay- ზე აუქციონზე გამოიტანეს, მისი საწყისი ფასი 1 მილიონი $ იყო, ბოლოს, გაიყიდა თუ არა უნიტაზი, ცნობილი არ არის.






იხილეთ აგრეთვე:



ადოლფ ჰიტლერის "ნახმარი" საცვალი მისმა ერთმა "ფანმა" 5500 $–ად იყიდაimage






პაპარაცების მიერ გადაღებული, ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოებიimage






ყველაზე აბსურდული ნახატები, რომლებიც მილიონებად გაიყიდაimage

3
201
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
201
  
2018, 19 სექტემბერი, 14:51
აბა, აბა!
გამოხრულ კბილს, რომ გაიტან აუქციონზე და ამხელა ფულს აიღებ სასწაულია ))
2018, 19 სექტემბერი, 14:19
ლენონის კბილი კი უნდა გედოს სახლში ადამიანს:დ
2018, 19 სექტემბერი, 13:08
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა.
როგორი იდიოტი უნდა იყო ვიღაცის ნახმარი ტრუსი თუნდაც პრესლის, რომ იყიდო!?
0 1 3