x
მეტი
  • 24.10.2018
  • სტატია:81956
  • ვიდეო:333942
  • სურათი:439238
,,ჩემში არაფერი აღარ დარჩა"-5 არასრულწლოვანი ინდოელი გოგონას სულისშემძვრელი ისტორია

2012 წელს მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინდოეთში მომხდარი საშინელი ამბავი, როცა 23 წლის სტუდენტი გოგო ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინდოეთი კი ქალებისთვის საშიში ქვეყნების სიაში შეიყვანეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ინდოეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო ჩინეთის მედია-საშუალებებმა ინდოეთის დედაქალაქი დელი “ძალადობის მსოფლიო დედაქალაქად" შერაცხეს.

ამ ფაქტის შემდეგ, ინდოეთში მომხდარი გენდერული დანაშაულებები ხშირად და ფართოდ შუქდება, მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობა სამწუხაროდ სათანადოდ ვერ იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან არა მარტო მოზრდილი ქალები, არამედ მცირეწლოვანი ბავშვებიც.


image

ამჟამად დიპტი 7 წლისაა. როცა ის მეზობელმა გააუპატიურა, მხოლოდ 4 წლის იყო. დიპტის დედა ამ დროს ბაზარში იყო, მამა კი სააბაზანოში. დიპტი სახლის სახურავზე თამაშობდა, როცა 20 წლის მოძალადე მეზობელი თავს დაესხა.imageimageგოგონას მშობლებმა მაშინვე პოლიციას მიმართეს და სამედიცინო გამოკვლევაც მოითხოვეს. ოფიცრებმა კი უპასუხეს, რომ გოგონა ნორმალურად გამოიყურებოდა და ნივთმტკიცებად მხოლოდ მისი შარვალი წაიღეს.

imageდანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, უამრავმა ადამიანმა მოძალადის მხარე დაიჭირა, იმ მოსაზრებით, რომ ის ერთადერთი მარჩენალი იყო თავის ოჯახში და მისი დაპატიმრების შედეგად ოჯახის წევრები უსახსროდ დარჩებოდნენ.

დამნაშავემ ციხეში მხოლოდ 18 თვე გაატარა და გირაოთი გაათავისუფლეს. დიპტის ოჯახს მან დაახლოებით 900 დოლარი შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციიდან საჩივარი გამოეტანათ.

image

გიჯანტალი 9 წლისაა. მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი მამა ძალადობდა. მამა გოგონას ემუქრებოდა, რომ მას და დედამისს რკინის ჯოხით სცემდა, თუ მომხდარის შესახებ გოგონა ვინმეს მოუყვებოდა.

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ გახმაურდა, გიჯანტალის დედამ აღიარა, რომ ბევრჯერ იატაკზე უწევდა დაძინება, რადგან ამ დროს მისი მეუღლე მათ პატარა გოგონას იწვენდა ლოგინში.

პოლიციაში მომხდარის შესახებ გიჯანტალის პაპამ განაცხადა. მას შემდეგ მას მთელი ოჯახი აუმხედრდა და საჩივრის გამოტანას სთხოვენ.image “სოფელში ყველა ჩემს წინააღმდეგაა"-ამბობს გიჯანტალის პაპა-“მათ არ ესმით, რომ ის, რაც ჩემმა შვილმა ჩაიდინა, საშინელება და უსამართლობაა. ჩემი ცოლი და გიჯანტალის დედაც კი ჩემს წინააღმდეგ არიან, მაგრამ თუ დავნებდები, ის ამას კიდევ გააკეთებს, ვიცი."

imageსოფელში გიჯანტალის დასცინიან. თავად გოგონა ამბობს, რომ ციხეში მყოფი მამა ეცოდება. ყოველ დღე გიჯანტალის საკუთარი დედა მეძავს უწოდებს და მას ადანაშაულებს იმაში, რომ მისი ქმარი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

image

8 წლის სადაფი მისი სოფლის ექიმმა გააუპატიურა. გოგონა ბაზარში მიდიოდა ტკბილეულის საყიდლად, როცა მოძალადე თავს დაესხა, კლინიკაში შეათრია და გააუპატიურა. გარეთ გამოსულმა სადაფიმ გონება დაკარგა.imageმშობლებმა გოგონა სისხლში ამოსვრილი იპოვეს და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდნენ. ადგილობრივმა პოლიციელებმა უარი თქვეს საჩივრის მიღებაზე და მშობლებს არწმუნებდნენ საქმე მიეჩქმალათ, რადგან მოძალადე ექიმი მდიდარი ოჯახიდან იყო და პოლიციელები მოქრთამული ყავდა.

მომხდარიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გოგონა საწოლიდან ვერ დგებოდა. მას რთული პერიოდის გავლა მოუხდა. გოგონა სახლიდან აღარ გადის და აღარც სკოლაში დადის, არადა, სულ ცოტა ხნის წინ სიხარულით დადიოდა სკოლაში და ოცნებობდა, რომ ინგლისურის მასწავლებელი გამხდარიყო.


imageimageimage

5 წლის ნირმალა დედამისის უფროსმა გააუპატიურა. გოგონა მაღაზიაში მიდიოდა, როცა მამაკაცს შეხვდა. ამ უკანასკნელმა გოგონას ტკბილეულის ყიდვა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. მოძალადემ ნირმალა ტყეში გაიტყუა, იქ გააუპატიურა და იქვე მიატოვა სრულიად შიშველი. გოგონას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. მან ორი ოპერაცია გადაიტანა და სამი თვე გაატარა სტაციონარში. დამნაშავე მომხდარიდან 2 კვირის შემდეგ დაიჭირეს. ამჟამად ის ციხეშია, მისი ოჯახი კი გამუდმებით ატერორებდა ნირმალას ოჯახს, ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ, რომ სხვა ქალაქში გადასულიყვნენ.imageimage

პრიანკა ახლა 15 წლისაა.გასულ წელს ისიც ძალადობის მსხვერპლი გახდა. მოძალადე მისი მეზობელი იყო. მამაკაცი დიდხანს უთვალთვალებდა გოგონას, ბოლოს კი თავისი მეგობრების დახმარებით დაიჭირა და მოკვლით დაემუქრა, თუ გოგონა წინააღმდეგობას გაუწევდა.

image10 დღის განმავლობაში პოლიცია უარს აცხადებდა საქმის აღძვრაზე და როცა საჩივრის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს, პრიანკა განყოფილებაში რამდენიმე დღით გააჩერეს და სახლში მანამ არ გაუშვეს, სანამ გოგონა არ დათანხმა მათ მოთხოვნას-ეღიარებინა, რომ მოძალადესთან თავისი ნებით მივიდა.

imageსოფლის მაცხოვრებლები თვლიან, რომ მოხდარში გოგონაა დამნაშავე. მოძალადე კი კვლავ აგრძელებდა მის თვალთვალს და მისი ოჯახის წევრებსაც ემუქრებოდა. თავის მეგობრებთან ერთად მან პრიანკას მამაც უმოწყალოდ სცემა.

ცოტა ხნის წინ პრიანკას მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პრიანკა გაათხოვონ. თვლიან, რომ გათხოვებისა და სხვა სოფელში გადასვლის შემდეგ გოგონა უფრო უსაფრთხოდ იქნება.

image“ჩემში ბრაზის მეტი არაფერი აღარ დარჩა"-ამბობს პრიანკა.image















0
163
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0