x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
„მინდა გთხოვოთ ფინანსური დახმარება, ყველანაირი დახმარება“ - მიხეილ სააკაშვილი
image


"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი შევაჩეროთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა, რომ მას მხარი ფინანსურადაც დაუჭიროს.

.

"მე მინდა გთხოვოთ ყველანაირი დახმარება, მინდა გთხოვოთ, დაელაპარაკოთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს საქართველოში და მინდა გთხოვოთ ასევე ფინანსური დახმარება, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია. ვისაც შეუძლია, შევეწიოთ ერთადერთ წარმატებულ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ზოგს 10 ევროთი შეუძლია, ზოგს, ვისაც ბიზნესი აქვს, 100 და უფრო მეტი. ივანიშვილს აქვს ბევრი ფული, სატელიტ ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ ბევრი ფული და ერთადერთი დახმარება ვისაც სჭირდება, არის ერთადერთი ნამდვილი სახალხო კანდიდატი.

.


ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს ჩემ და თქვენს დაბრუნებას საქართველოში" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეოგანცხადებაში.

0
525
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0