x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით - ირონიის ჩვენებით პუტინს უპირატესობის გამოხატვა სურდა

image

ბოლო ცხრა თვეა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემად სკრიპალების საქმე განიხილება. არა მხოლოდ პოლიტიკაში, ეს შემთხვევა მუდმივად საერთაშორისო პრესისა და მედიის ინტერესის საგანია, თუმცა წინა კვირაში მომხდარმა ამბავმა უკვე ყველაფერს საბოლოოდ მოჰფინა ნათელი. ბრიტანეთმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი რუსი აგენტი ჩანს. ისინი 3 მარტს ჩავიდნენ ლონდონში, ორჯერ იყვნენ სოლსბერიში და 4 მარტს ქვეყანა დატოვეს.

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა გაავრცელა მათი ფოტოები და ჩანაწერები, გაჩნდა კითხვა? - რას იზამდა რუსეთი, როცა მის ორ მოქალაქეს ადანაშაულებენ საერთაშორისო მნიშვნელობის მკვლელობაში?

ამის პასუხად ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, ეს ორი ადამიანი ეთერში დაესვა და სატელევიზიო ინტერვიუ ჩაეწერათ. რა თქმა უნდა, ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის სამთავრობო არხმა Russia Today-მ. ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ნამდვილი კარნავალი - დასავლური პრესა, როგორც ამერიკული, ისე ევროპული ნახევრად ირონიული ტონით აკრიტიკებენ რუსეთს, მის პრეზიდენტს, რუსულ სპეცსამსახურებს, მათ აგენტებს. ინტერვიუს დეტალები ქართულ პრესაშიც ბევრჯერ განიხილეს, ამიტომ აქ ამ ყველაფერს მცირე დოზით შევეხებით. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია: რაში დასჭრიდა КГБ-ს ყოფილ აგენტს, ვლადიმირ პუტინს ასეთი კარნავალის გამართვა და ამ ორი აგენტის კლოუნად წარმოჩენა?


კითხვაზე პასუხი რამდენიმეა - ერთია ის, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, ამ ორ ადამიანს ხელს ვეღარ დააფარებდნენ, მათი სახელები ჰოლივუდის მეგავარსკვლავების სახელებივით უკვე ყველამ იცოდა - რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი. მეორე არის ის, რომ მათი გამოჩენა და ასე სააშკარაოზე გამოყვანა არ უნდა ყოფილიყო ისე, თითქოს ამ ორ აგენტს ვინმე აფარებს ხელს. ეს უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება კომიკური და ირონიულიც კი. რაც შეეხება მესამე ვარიანტს. ეს ვარიანტი ბრიტანულ პრესაში გავრცელდა, თითქოს ეს იყო ბოშიროვისა და პეტროვის სასჯელი იმის გამო, რომ დავალებას თავი ვერ გაართვეს, სკრიპალები გადარჩნენ და ოპერაცია ჩავარდა. განაგრძეთ კითხვა

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0