x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პარასკევს და შაბათს თბილისში ღამის ავტობუსი იმოძრავებს - სიახლე მერიისგან
image ჩვენს დედაქალაქში საკმაოდ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს გადაადგილება იმ ადამიანებისთვის, ვისაც მანქანა არ ჰყავთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ მგზავრობა, ეს პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა მეტრო ასრულებს მუშაობას და თბილისში გადაადგილება პრობლემა ხდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში პარასკევს, შაბათს ღამით "ღამის ავტობუსი" იმოძრავებს. მათი თქმით ავტობუსი მგზავრებს 00:00 საათიდან 06:00 მდე მოემსახურება.

image

ქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის თბილისის "ღამის ეკონომიკის" ფარგლებში კეთდება. ავტობუსი ერთსაათიანი ინტერვალით იმოძრავებს და სტანდარტული 50 თეთრიანი ტარიფი ექნება.


ცნობილი გახდა გაჩერებები, რომლებსაც ავტობუსი გაივლის:

image

მეტროსადგური ახმეტელის თეატრი.

ფარნავაზ მეფის გამზირი. (ჰიპერმარკეტი გუდვილი)

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის პირველი გასასვლელის გადაკვეთა .

ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფიელ ერისთავის ქუჩების გადაკვეთა .

სტადიონი დინამო არენა.

დავით აღმაშენებლის გამზირი 106

პირველი რესპუბლიკის მოედანი.

მეტრო თავისუფლების მოედანი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, კონკა.

ევროპის მოედანი.

ვახტანგ გორგასლის ქუჩა 7. (გოგირდის აბანოებთან)

დოდაშვილის მოედანი.

მეტრო ისანი.

მეტრო ვარკეთილი.

ავტობუსს ექნება წარწერა: "ღამის ავტობუსი"


0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0