x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო "Ил-20"-ის ჩამოგდების მიზეზები

image

მოგეხსენებათ, სირიაში ჩამოგდებულ იქნა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ეკიპაჟთან ერთად რუსეთის შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. "Ил-20"- ჩამოგდებულ იქნა სირიის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან "С-200" გაშვებული რაკეტით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული თვითმფრინავი სირიული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის სამიზნე გახადეს ებრაელმა მფრინავებმა - იუწყება «РИА Новости».
"წუხელ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ოთხმა გამანდაგურებელმა "F-16" -მა, შევიდნენ რა ხმელთაშუა ზღვიდან, სარაკეტო იერიში მიიტანეს სირიის ქალაქ ლატაკიას შემოგარენში სტრატეგიულ ობიექტებზე. მათ შეგნებულად გააკეთეს ისე, რომ საფრთხე შეჰქმნოდა აღნიშნულ ზონაში მფრენ თვითმფრინავებს" - განმარტეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ებრაულმა გამანადგურებლებმა ახლოს ჩაუფრინეს ფრანგულ ფრეგატს "Auvergne"-ს და რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების, დასაფრენ ბილიკზე დაშვებულ "Ил-20"-ს.
"ებრაელი პილოტები აუცილებლად შეამჩნევდნენ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს და შეგნებულად "დაასხდნენ კუდზე" უსაფრთხოების მიზნით, რათა ამ ხერხით დაეცვათ თავი სირიული საზენიტო-სარაკეტო კომლექსების რაკეტებისაგან. ებრაელმა პილოტებმა ზეთანამედროვე რადარების წყალობით დროულად დააფიქსირეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტის სტარტი და დროულად გაეცალნენ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელიც მოხვდა სირიული "С-200"-იდან გაშვებული რაკეტის მოქმედების ზონაში და აღნიშნული რაკეტის მიერ იქნა კიდეც ჩამოგდებული, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი"-განუმარტეს «Интерфакс"-ის კორესპონდენტს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
მოსკოვში ისრაელის მოქმედებას უწოდეს მტრული მოქმედება. მათი განცხადებით, ისრაელმა დროზე არ ჩააყენა საქმის კურსში რუსეთის შეიარაღებული ძალების სირიაში მოქმედი კონტიგენტის სარდლობა, ისრაელის გამანადგურებლების მიერ ლატაკიის დაბომბვაზე.
"ისრაელმა საქმის კურში ჩაგვაყენა მხოლოდ ავია დარტყმების დაწყებამდე ერთი წუთით ადრე, ეს დრო კი საკმარისი არ აღმოჩნდა, საზენიტო რაკეტების მოქმედების ზონიდან გაეყვანათ რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ ისრაელს ადეკვატური პასუხი"-განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა.


2
436
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2019, 18 თებერვალი, 16:06
:)))
2019, 18 თებერვალი, 5:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2