x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
''სიყვარულის გამო'' თვითმკვლელობით დაასრულებული სიცოცხლე მოდის სფეროში

სუიციდი - ერთი მხრივ ლაჩრობაა, მეორე მხრივ - სიმამამაცეა.
მას არ ჰყოფნის გამბედაობა ებრძოლოს დროს,
თუმცა არ ეშინია მარადიულობის. imageმოდის სამყარო შორიდან ზღაპრული და არაჩვეულებრივი ჩანს, თუმცა
ყველაფერი ამგავარად არ არის, მომხიბვლელ გოგონებსაც გამოუცდიათ
ის გრძნობები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გრძნობს: უიღბლო სიყვარული, ღალატი და წარუმატებლობა, მათთვის არ არის უცხო დეპრესია,
დაცემა სულიერად, ზოგიერთი ამასთან გამკლავებას ახერხებს, ზოგი კი - ვერა. imageფოტოზე ხედავთ - რაუდა ატიფს, 21 წლის მოდელს,
რომელიც 2017 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.
ატუფა მსოფლიომ ინდური Vogue-ს საშუალებით გაიცნო.
რაუდა ბანგლადეშის უნივერსიტეტის სამედიცინო კურსზე სწავლობდა,
პარალელურად, მოდელობდა. ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანი -
ასე მოიხსენიებდნენ მას მოდის სფეროში, ასევე მიენიჭა ''მოდის იმპერიაში ყველაზე ლამაზი თვალების პატრონის'' ტიტული.

სტუდენტური
საერთო სახცხოვრებლის ოთახში რაუდა ატიფი გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას სხეულზე არ აღენიშნებოდა ძალადობის კვალი,
რითაც დამტკიცდა, რომ რაუდამ თავი სიყვარულისთვის გაწირა. imageტომ ნიკონი - გარდაიცვალა 2010 წლის 18 ივნისს.
22 წლის ტომს მოდის სფეროში ყველა იცნობდა, სწორედ რომ ტომ ნიკონი იყო
დონატელა ვერსაჩეს ფავორიტი მოდელი, რომელიც მამაკაცის ხაზს წარადგენდა.
ახალგაზრდა ბიჭმა სიცოცხლესთან გამომშვიდობება ჩვენების წინ, მილანში
მოისურვა. სიკვდილის მიზეზი საყვარელი გოგონას დაკარგვა იყო. imageმარგო ჰემინგუეი - გარდაიცვალა 1996 წლის 1-ელ ივლისს.
ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილმა, 90-იანების ცნობილმა სუპერმოდელმა
ბაბუას თვითმკვლელობის 35 დღის თავზე, საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარგო იყო მოდელი, რომელმაც არა ცნობილი ბაბუის სახელით, არამედ თავისი მომნუსხველი გარეგნობით მოიპოვა წარმატება.
ორ სიყვარულში იმედგაცრუება, ანორექსია, ალკოჰოლზე დამოკიდებულება,
ფსიქიკური აშლილობა, შერყეული ჯანმრთელობა, კინოში წარუმატებლობა, - თითქოს ყველაფერი საშინელი თავს ერთად დაატყდა. მარგომ ბაბუის მზგავსად სუიციდი არჩია, მისი მეგობარი ჰყვება:
'' მარგოს არასდროს სჯეროდა რეინკარნაციის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც ჯუნგლებში

დაძრწის გეპარდი, რომელსაც მარგოს თვალები და გული აქვს '' imageნატაშა დუნკანი - გარდაიცვალა 2001 წლის 23 ივლისს.
პირველი პლუს ზომის მოდელი, მწვანეთვალება ნატაშა ემოციურად
გაუსწონასწორებელი ადამიანი იყო, იტანჯებოდა ფსიქიკური აშლილობით.
მოდის სამყაროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
გარდაცვლილის ძმის თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის მეგობარ ბიჭთან პრობლემებზე საუბრობდა.
image





0
246
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0