x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამრეწველო (ტექნიკური) კანაფი სოფლის მეურნეობის და მრეწველობის მომავალია!
image


კანაფის მოყვანა და გადამუშავება, XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, ძალიან საპატიო და შემოსავლიან საქმიანობად ითვლებოდა და უფრო მეტიც, მის მოყვანას ფერმერებს კანონი ავალდებულებდა.

ახალ ინგლისურ კოლონიაში, 1619 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ახალმოსახლეებს ყველა შესაძლებლობისთანავე, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, კანაფი უნდა მოეყვანათ და მიღებული მოსავალი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ, არმიის და ფლოტის საჭიროებისთვის. კანაფი, იმ დროს, უმთავრეს სტრატეგიულ ნედლეულად ითვლებოდა და ფერმერს, რომელიც საკუთარი ნაკვეთის 1/6-ს კანაფს არ დაუთმობდა, ციხე ემუქრებოდა.


image

imageკანაფი შეუცვლელი ნედლეული იყო გემთმშენებლობაში. მისი ბოჭკოდან ძაფს იღებდნენ, რომლითაც იალქნებისთვის ქსოვილს და თოკებს ამზადებდნენ.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კანაფის წარმოება ნაკლებად მომგებიანი გახდა. გარდა ამისა, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ხის გადმამუშავებელ მრეწველობას და ახლად გახსნილ, სინთეტიკური ბოჭკოს საამქროებს, რომლებსაც დაპატენტებული ლიცენზიები ჰქონდა.

ელექტროდენმა და ნავთმა იალქნები ჩაანაცვლა, ხოლო ბამბამ და იაფიანმა სინთეტიკამ, კანაფი გამოდევნა ბაზრიდან.

კანაფი აღარ აწყობდათ ქაღალდის მწარმოებლებსაც, რომლებიც ცელულოზის მისაღებად, ხე-მასალას იაფად ყიდულობდნენ (უფრო მარტივია 100 ჰექტარი ტყის ერთიანად გაკაფვა, ვიდრე ყოველწლიურად, იგივე ფართობზე, კანაფის მოყვანა).

1930 წელს, აშშ-ში კანაფთან ბრძოლა, ვაშინგტონში ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს — Drug Enforcement Agency (DEA), შეიქმით დაიწყო. ხოლო, «კანაფის ერის» დასასრულის თარიღად 1937 წ. ითვლება, როდესაც DEA-ს დაკვეთით და ძალისხმევით, «Marijuana Tax Act» კანონპროექტი შეიქმნა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, კანაფის გამოყენებას კრძალავდა. ხოლო, ტექნიკური კანაფის მოყვანაზე, ყოველ კვადრატულ მეტრზე, ფერმერებს გადასახადის სახით, 50 ცენტი დაუწესდათ, რაც კანაფის მოყვანას წამგებიანს ხდიდა. პროექტი მაშინვე მიიღეს: კანაფი სახიფათო ნარკოტიკი გახდა და მარიხუანის მილიონობით მომხმარებელი (მათ შორის ისინიც, ვინც სამედიცინო მიზეზით მოიხმარდა), კანონის მიღების წუთიდან, კრიმინალურ ელემენტად იქცა.

ეს ფაქტიურად შეთქმულება იყო მცენარის წინააღმდეგ, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბები მიიღო, არა მარტო აშშ-ში, არამედ, მთელს მსოფლიოში.


საზოგადოებისთვის ცნობილი, ე. წ. სამედიცინო კანაფი, იგივე ნარკოტიკი – მარიხუანა, 60-ზე მეტი დასახელების კანაბიონიდს შეიცავს. მათ შორის 2, – THC და CBD, 50 %-ზე მეტია. მაგრამ, არის კანაფის სახეობა, რომელიც ნარკოტიკული თრობის გამომწვევ ნივთიერებებს არ შეიცავს და ის ეკოლოგიურად სუფთა მცენარეა (არ სჭირდება პესტიციდები და სხვა სახის ქიმიური საშუალებები), რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბიომასას იძლევა.

დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მარიხუანა აკრძალულია, ტექნიკური კანაფის პლანტაციები აქვთ გაშენებული. დარგის ლიდერებს შორის არის ჩინეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ინდოეთი. კანაფი მოჰყავთ უკრაინაში და რუსეთში. კანაფის მოსაყვანად, ჩინეთმა მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა ყაზახეთის სოფლის მეურნეობაში.


imageრუკაზე მწვანე ფერით მოცემულია ქვეყნები (23), სადაც კომერციული კანაფის წარმოება დაშვებულია. ხოლო ცისფერით (3) – სადაც დაშვებულია და საპილოტე რეჟიმშია


კანაფის ღეროს 25 % კანაფის უხეში ბოჭკოა. ის ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე სელი, მაგრამ ნაკლებად ელასტიურია. მისგან, უკვე ხსენებული, იალქნებისა და თოკების გარდა, დღეს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთის და ნედლეულის მიღება შეიძლება. მათ შორის არის: imageსაწვავი


კანაფი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური ნედლეულია საწვავისთის. კანაფის გადამუშავების წესის მიხედვით, ორი სახის საწვავის მიღება შეიძლება – ბიოდიზელის და ეთანოლ/მეთანოლის. კანაფის საწვავი ბევრად უფრო იაფი ღირს, ვიდრე ნავთობიდან მიღებული დიზელი და ბენზინი და როგორც ამბობენ, მას წვისას, ისეთივე სუნი აქვს, როგორც პოპკორნს.

თხევადი საწვავის გარდა, კანაფისგან იღებენ მყარ საწვავსაც: კანაფს პრესავენ და მის გრანულებს და ბრიკეტებს, თბოგამძლე (დაახლოებით, 17 გჯ/ ტ.) ბიო-ქვაბებში, თბოენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ.


image

კანაფის ზეთი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის გამოყენება ძრავის ასამუშავებლად შეიძლება. უკვე არსებობს მოწყობილობები, რომლებშიც დიზელი, კანაფის ზეთმა ჩაანაცვლა. imageimage


სარემონტო და სამშენებლო მასალები


დაპრესილი კანაფის გამოყენება სამშენებლო და სარემონტო (ხსნარი და ბეტონი, თბო და ხმის იზოლატორები, იატაკის ფილები...) მასალების და ნედლეულის საწარმოებლად შეიძლება. ხოლო ქიმიური დამუშავების შემდეგ, ეთანოლის, მეთანის, ასფალტის, და სხვა ნივთიერებების მიღება შეიძლება.

ტრადიციულ სამშენებლო მასალასთან შედარებით, კანაფიდან წარმოებული მასალა, ბევრად უფრო მტკიცე, მსუბუქი, ტენიანობისადმი მდგრადი და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა არის.




imageეკოლოგიურად სუფთა სახლი, კანაფის სამშენებლო მასალებით


image

პლასტიკატი


კანაფის პლასტიკატი 5-ჯერ უფრო მაგარი და 2, 5-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე პოლიპროპილენი (PP). ამასთან, კანაფის პლასტიკატები ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, ისე როგორც სინთეტიკური მასალები. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არსებობს კანაფის როგორც მდგრადი სახეობები, ისე 100%-ით ბიოდეგრადირებადი.


imageეს მანქანა სამფენიანი კანაფის წნულით არის გაკეთებული და სამჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული მასალით გაკეთებული, ანალოგიური მოდელი და 10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ფოლადი.


image

ქაღალდი


1 ჰექტარზე მოყვანილი კანაფიდან 4-ჯერ მეტი ქაღალდის მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე ფართობზე, გაკაფილი ტყიდან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XIX ს. 80-იან წლებამდე, მსოფლიოში წარმოებული ქაღალდის 75-90% სწორედ კანაფით იყო დამზადებული.


imageკანაფის ქაღალდი ბუნებრივად თეთრია და ქიმური დამუშავება არ ესაჭიროება.


image

ტექსტილი


კანაფის ბოჭკო 10-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ბამბის და მისგან დამზადებული ქსოვილი, ბევრად უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ქიმიურად დამუშავებული ბამბის ქსოვილი. გარდა ამისა, კანაფის ქსოვილი არ შთანთქავს სუნს და არ იჭმუჭნება.



image

Levis-ის ჯინსი, მცენარის აკრძალვამდე, კანაფის ქსოვილით იკერებოდა.



image


და სხვა 1000 წვრილმანი: სერფინგის დაფა, მელანი, კოსმეტიკა, საღებავი და ფრჩხილის ლაქი, ჰიგიენის და თმის მოვლის საშუალებები, ფეხსაცმელი, პამპერსი ...

1 ჰექტარზე, კანაფის 0, 5 ტ. მარცვალი მოდის, რომელსაც კაკლის გემო და უნიკალური შემადგენლობა (უჯერი ცხიმოვანი მჟავების 9 სახეობა, ვიტამინები და მინერალები) გააჩნია.

კანაფი იგივე რაოდენობის ცილებს შეიცავს, რასაც სოია და მასში ყველა სახის ამინო და ცხიმის მჟავები შედის, რაც ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის: ფისი, ცხიმოვანი ზეთი, ვიტამინი К, А, Е, В12, D, ქოლინი, შაქარი, საპონინები, ალკალოიდები, ფიტოციდები, ეთერზეთი, კაროტინი და ა. შ.



image


კანაფი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად შთანთქავს ნახშირორჟანგს, ვიდრე ფოთლოვანი მცენარე!

სამრეწველო კანაფს ჩვენი პლანეტის შეცვლა შეუძლია. მას ეკონომიკის გარდაქმნის უდიდესი პოტენციალი გააჩნია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას შეუძლია გარემოზე ზეგავლენის მოხდენა და ეკოლოგიურად სუფთა პირობების შექმნა.

image

კანაფის მოყვანა რთული არ არის და მისი ზრდის ტემპების გათვალისწინებით, სეზონზე, რამდენიმე მოსავლის აღება შეიძლება. 110 დღეში მცენარე 2-3 -მდე იზრდება და 120 დღეში, ჰექტარზე, დაახლოებით, 12 ., სხვადასხვა სახის, ბიომასას იძლევა. ერთ ნაკვეთზე კანაფის მოყვანა 7 წლის მანძილზე შეიძლება. ის ორგანული მიწათმოქმედების მცენარეა, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ესაჭიროება პესტიციდები და უფრო მეტიც, – კანაფი მიწას სასოფლო-სამეურნეო ქიმიის მოხმარების შედეგებისგან ასუფთავებს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაით მიდიხარ საქართველო?
imageimage


8
348
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
348
  
2018, 28 სექტემბერი, 22:14
აუ იმენა ამის დაწერა მინდოდა და მაგრად მეზარებოდა და მადლობა რომ დაწერე... აი მადლობა ყველას ვაჩვენებ ამას :დდ
2018, 23 სექტემბერი, 16:08
გეთანხმები, ვისაც მოწევის სურვილი ჰქონდა, მას ციხეც არ აშინებდა. თან, სამრეწველო კანაფი ნარკოტიკს არ შეიცავს.
2018, 23 სექტემბერი, 8:43
ეკლესიას რომ არ ემუხრუჭებინა კაცობრიობა ახლა მინიმუმ 200 წლით წინ უნდა იყოს ტექნოლოგიურად მსოფლიო,,,ყველაფერს ეწინააღმდეგობოდა ორთქმავალით დაწყებული და "დაჩიპული ბარათებით" დამთავრებული..მერე კი თვითონ ეძრობოდნენ მღვდლები "ამ სატანის მოგონილი ტექნოლოგიებით"....,მეც დაწვრილებით გავეცანი კანაფზე ინფორმაციებს..ლალის სტატია კიდევ შესანიშნავი ნიმუშია...ასე რომ ახლა უკვე ამ აზრზე ვარ თუ ქვეყნას გამოადგება დაე დაიწყოს წამროება..ვისაც დაბოლება უნდა კიდე ის ისედაც დაბოლდება...იმისთვის სულ ერთია
2018, 19 სექტემბერი, 15:29
ესეც რეალურია, იქნებ კანაფმა უშველოს, ,,საზამთროზავრების" მოყვანის შემდეგ, ქიმიკატებით დაბინძურებულ ნიადაგს? :)
2018, 19 სექტემბერი, 12:20
ლალიკო, კანაფის სიკეთეებზე საუბარსა და პროპაგანდას, სოფლის მეურნეობის რეალური აღორძინება ჯობდეს იქნებოდეს-იქნება) და მერე ხომ არ დაგვეთვალა იქიდან შემოსული მილიარდები? არ ვაჭარბებ!
2018, 19 სექტემბერი, 11:45
პირიქით, უნდა წახვიდე და ხალხი დაამშვიდო :) უთხრა, რომ სინამდვილეში, ეს საცოდავი მცენარე უსამართლოდ არის რეპრესირებული და მისი აკრძალვა კი არა, რეაბილიტაცია არის საჭირო (რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ტექნიკურ კანაფზეა საუბარი!)
2018, 19 სექტემბერი, 10:13
ანუ საპროტესტო აქციებზე აღარ წევიდე და მშვიდად დევიძინო?))))))))))))
0 1 8