x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საცურაო კოსტიუმის წაღება დაგავიწყდათ ზღვაზე? საიზოლაციო ლენტი გიშველით
image

დიზაინერმა ჯოელ ალვარესმა ნიუ-იორკში, მოდის კვირეულზე წარმოადგინა ბიკინების კოლექცია, რომელიც კანზე დაკრული საიზოლაციო ლენტით იყო გაწყობილი, შესანიშნავი ცხოვრებისეული ხრიკი იმათთვის, ვინც ზღვაზე საბანაოდ წავიდა და საცურაო კოსტიუმი დაავიწყდა(თუმცა თუ საცურაო კოსტიუმი დაავიწყდა, საიზოლაციო ლენტი საიდანღა უნდა გამოჩხრიკოს?)

image

საკუთარ პროვოკაციულ პროექტს მოდელიორმა "შავი ლენტი" უწოდა.


image

ალბათ მთლიანად შიშველი, დედიშობილა გოგონები უფრო მოკრძალებულად გამოყურებიან, ვიდრე ამ სახის საცურაო კოსტიუმში "ჩაცმულები".

image


ჯოელ ალვერესს "დახურული" მოდელებიც აქვს - უფრო მორცხვებისთვის.

image

სხვათა შორის, დიზაინერის პროექტს მართალია "შავი ლენტი" ჰქვია, თუმცა სხვა ფერის(მწვანე, წითელი) საიზოლაციო ლენტიც აქვს გამოყენებული. შედეგად მიღებულია ქმნილება ტანსაცმელსა და ბოდიარტს შორის.

imageimage


"ზოგიერთი მიწოდებს ჟანრის - "ბოდი-ლენტი-არტის" დამაარსებელს ან პიონერს" - აღნიშნა ჯოელ ალვარესმა.

image

image

image

1
6857
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
6857
  
2020, 8 მაისი, 14:11
თვითიზოლაცია იზოლენტების შემოხვევაში გადაიზარდა???
0 1 1