x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"სერიალები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ" ( + ვიდეო )

"სერიალები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ" ( + ვიდეო )

image


ეძებთ საინტერესო სერიალს, რომელიც "ჩაგითრევთ" და, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ? მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. აქ ნახავთ სიას იმ სერიალებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. დარწმუნებული ვარ არცერთი ჟანრის მოყვარული არ დარჩება გაწბილებული.. გთავაზობთ სიას:


დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპურალური ამერიკული სერიალით - მეგობრები/friends - ამერიკული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. მისი შემქმნელები იყვნენ დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი „ემი“ მიიღო. მისი ჩვენება დიდი წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შეიძლება აღწერა მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ სერიალი სავსეა ემოციურობით, გამორჩეული იუმორით და ყველაფერი იმით რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ. სერიალი თავიდანვე შეგაყვარებთ ექვსივე პერსონაჟს და უამრავ ემოციებს დატოვებს თქვენში..




შემდეგი იქნება არტურ კონან დოილის უკვდავ და გამორჩეულ პერსონაჟზე, შერლოკ ჰოლმსზე გადაღებული სერიალი - შერლოკი/sherlock - შერლოკ ჰოლმზის როლს ასრულებს ბენედიქტ კამბერბეჩი. შერლოკისა და მისი "თანაშემწეს" ჯონ უოტსონის თავდაუვიწყებელი თავგადასავალი. ბენედიქტისა და მარტინ ფრიმენის იდეალური შესრულებული როლი ცალკე ხიბლს მატებს სერიალს. დაუჯერებელი ამბები, დანაშაულები, რომლებსაცმხოლოდ ერთი ადამიანი თუ ამოხსნის, გამორჩეული იუმორი, სარკაზმი, გენიოსები ერთმანეთის წინააღმდეგ..





გადავიდეთ ყველასათვის ნაცნობ და ალბათ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სერიალზე - სამეფო კარის თამაშები/game of thrones - ჯ. რ. რ. მარტინის ფენტეზი საგის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია - სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით, ყინულის კედლის მიღმა მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება.. სერიალი, რომელიც მოულოდნელობით არის გამორჩეული, სერიალი სადაც უამრავი მთავარი გმირი იღუპება..






გადავიდეთ შემდეგ სერიალზე - ვიკინგები/vikings - სერიალი მოგვითხრობ ლეგენდარულ ვიკინგზე, რაგნარ ლოთბროკზე, ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინის (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.ირლანდიურ-კანადური ისტორიული ჟანრის სერიალი. სერიალი მოგვითხობს თუ როგორ ესხმიან თავს ჩრდილოეთიდან მოსული დამპყრობლები ინგლისსა და საფრანგეთს, მოგვიანებით მეოთხე სეზონში კი რაგნარის შვილების ისტორიას.


შემდეგი ჩვენს სიაში იქნება - გაქცევა/prison break - ამერიკული ტელესერიალი, რომლის გადაღება 2005 წელს დაიწყო და გაგრძელდა 2009 წლამდე. სერიალის სიუჟეტი ეხება ორი ძმის ამბავს. ლინკოლნ ბეროუზი სიკვდილმისჯილია მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, ხოლო მისი ძმა, მაიკლ სკოფილდი, საგულდაგულოდ ცდილობს მისი ციხიდან გაყვანას. ციხიდან გაქცევამ პირველი ნომინაცია 13 ეპიზოდის გამოშვების შემდეგ მიიღო, კატეგორიაში „ახალი რჩეული დრამა ტელესერიალი“.

ციხიდან გაქცევამ ერთადერთი ჯილდო 2006 წლის იანვარში მოიგო. ამავე წელს მან მიიღო ორი ნომინაცია ოქროს გლობუსის 63-ე დაჯილდოებაზე, კატეგორიებში „საუკეთესო დრამა ტელესერიალი“ და „საუკეთესო მსახიობი დრამა ტელესერიალში“, უენტორტ მილერის შესრულებისთვის. შოუს მთავარმა მსახიობმა, უენტორტ მილერმა ასევე მიიღო ნომინაცია სატურნის ჯილდოზე, კატეგორიაში საუკეთესო ტელესერიალის მსახიობი. ამავე დაჯილდოებაზე, 2005 წელს სერიალი იყო წარდგენილი, ნომინაციაზე „საუკეთესო ტელესერიალი“. 2006 წელს, სერიალი იყო ნომინირებული ტელევიზიის კრიტიკოსების ასოციაციის ჯილდოზე, კატეგორიაში საუკეთესო დრამა ტელესერიალი. ტექნიკური ჯილდოები შეიცავს ედის ჯილდოზე და პრაიმტაიმ ემისჯილდოს ნომინაციებს. 2006 წლის დეკემბერს, რობერტ კნეპერი იყო ნომინირებული სატელაიტის ჯილდოზე, კატეგორიაში „მეორეხარისხოვანი როლი სერიალში, მინისერიალსა ან ტელესერიალში“.




შემდეგი იქნება - ზებუნებრივი/supernatural - ძმების დაუვიწყარი ისტორია.. ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი. ისტორია მოგვითხობს სემისა და დინ ვინჩესტერების გამორჩეულ თავგადასავალს. ისინი არიან ძმები, რომლებიც ნადირობენ დემონებსა და სხვა პარანორმალურ ფიგურებზე. მათ ბავშვობაში მოხდა ტრაგიკული და ძალიან უცნაური შემთხვევა, რომელსაც მათი დედა შეეწირა, ოჯახის აზრი, მამის ჯონ ვინჩესტერის უფროსობით, ხდება ამ მოვლენის გამოკვლევა და დადგენა თუ რა მოხდა იმ დღეს.. ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველა საშინელება, რითაც ბავშვებს აშინებენ სიმართლეა.. დემონებიც კი..






ბოლოს დავასრულოთ მარველის ერთ-ერთი საკუეთესო სერიალით - თავქარიანი/daredevil - ბავშვობაში გადატანილმა მძიმე ავარიამ, იურისტი მეთ მერდოკი დააბრმავა. უსინათლობაში გატარებულმა მთელმა ცხოვრებამ მას სხვა შესაძლებლობები გაუძლიერა. ახლა ის სამართლიანობისთვის იბრძვის და კრიმინალს ამ უჩვეულო შესაძლებლობებით ამარცხებს. თავის ჟანრში საუკეთესო სერიალი, რომელიც ამ ჟანრის მოყვარულებს იმედგაცრუებულს არ დატოვებს..

0
742
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0