x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი ცივილიზაციების წარმოქმნის საიდუმლო

მსოფლიოს მთელი ისტორია დიდი მიღწევებით და დაუვიწყარი თარიღებით არის წარმოდგენილი. თუმცა, ყველაფერი ასე არ დაწყებულა – იყო გარდატეხების და ცვლილებების პერიოდები, რომლის დროს, ერთი ცივილიზაცია მეორეს ცვლიდა: ვითარდებოდა რელიგია, არქიტექტურა, ყალიბდებოდა სოციალური კლასები...


image


საერთოდ, «ცივილიზაცია» ლათინური ტერმინია და «სამოქალაქოს» ან «სახელმწიდოს» ნიშნავს. ეპოქა რომელშიც ძველი ცივილიზაციები არსებობდნენ არაერთ ათასწლეულს ითვლის. ხოლო, ცივილიზაციის ნიშნებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ნებისმიერი მეცნიერი, კვლევის ობიექტს, ყოველთვის საკუთარი სუბიექტური თვალსაზრისით აფასებს.

imageუკანასკნელი რამდენიმე მლნ. წლის მანძილზე, მსოფლიო რუკამ არაერთი ცვლილება გამიცადა. გეოლოგების აზრით, თავდაპირველად დედამიწაზე მხოლოდ ერთი კონტინენტი – პანგეა იყო, რომელსაც გარს, ასევე ერთადერთი ოკეანე – პანტალასი ეკრა.

200 მილიონი წლის წინ, პანგეამ დაშლა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში წარმოიქმნა ლავრაზიის კონტინენტი, ხოლო სამხრეთში - გონდვანა. ხოლო, კონტინენტებს შორის გაჩნდა თეტისის ოკეანე.

150 მილიონი წლის წინ, ორ ნაწილად გაიყო გონდვანც. პირველ ნაწილში შედიოდა დღევანდელი სამხ. ამერიკა და აფრიკა, ხოლო მეორე ნაწილში - ავსტრალია, ანტარქტიდა და ინდოსტარის ნახევარკუნძული.

ორ ნაწილად გაიყო ლავრაზიაც. 135 მლნ. წლის წინ, დაშლილ კონტინენტებს შორის, გაჩნდა ატლანტის ოკეანე.

ცარსული პერიოდის დასაწყისამდე (144 მლნ. წლის წინ) კლიმატი დედამიწაზე ერთნაირად ნოტიო და თბილი იყო და ხმელითი მთლიანად ტყით იყო დაფარული. მაგრამ, მოგვიანებით, კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ რეგიონები თოვლით და ყინულით დაიფარა.

მაგრამ, ეს ყველაფერი იყო შემდეგ... უძველესი წყაროების მიხედვით, ყველაზე ადრეული ცივილიზაცია დედამიწაზე, ჯერ კიდევ პალეოზოურ ერაში (551 - 245 მლნ. წწ.) გაჩნდა. ხოლო, კონკრეტულად ჩვენი ცივილიზაციის წინამორბედი, პლანეტაზე 3 მზის შემდეგ (ეს იშვიათი მოვლენა, – როდესაც მზის და მის მახლობლად მდებარე ორი ვარსკვლავის ორბიტა იკვეთება და დედემიწიდან ერთდროულად 3 ვარსკვლავი, ანუ 3 მზე ჩანს. უკანასკნელად ეს, დაახლოებით, 600 000 წლის წინ მოხდა) გამოჩნდა.

ძველი წყაროს მიხედვით, 458 508 წლის წინ — ჩრდილოეთის მატერიკის დასახლება დაიწყო და სწორედ ეს კონტინენტი იყო მთელი კაცობრიობის პირველი სამშობლო. გადმოცემით, იქ ღმერთების სამეფო მდებარეობდა.

ჩინელების აზრით, ამ სამეფოს იმპერატორმა ძალაუფლება გველეშაპისგან მიიღო, რომელიც ზეციურ ჩრდილოეთში იმყოფებოდა და კოსმოსის მეფესთან იყო გაიგივებული. ხოლო, კოსმოსის სამეფო, სავარაუდოდ, ჩრდ. ვარსკვლავზე მდებარეობდა.

imageძველი ეგვიპტელები თაყვანს მანათობელ არსებებს სცემდნენ, რომლებიც ოსირისის წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე და რომლებმაც პირამიდების ორიენტირება, გველეშაპის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავზე მოახდინეს. იმ დროს, ეს პოლარული ვარსკვლავი იყო.

ინდური ლეგენდების თანახმად, «მაჰაბჰარატა» და «ვედები» შეიცავს ასტრონომიულ ინფორმაციას, რომლის გაგება მხოლოდ ჩრდილოეთ პოლუსზე ყოფნის შემთხვევაშ შეიძლება.

ესკიმოსების მეხსიერებაში კი, ჩრდილოეთის მანათობელი სულებია შემორჩენილი. ხოლო, სიუს ინდიელთა ტომში შემორჩენილია ლეგენდა, ჩრდილოეთის კუნძულის შესახებ, რომელიც მათი წინაპრების სამშობლო იყო.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ უძველეს დროში, ჩრდილოეთის პოლუსი და მიმდებარე ტერიტორიები ტროპიკულ ზონაში მდებარეობდა და იქ ნამდვილ სამოთხე იყო დედამიწაზე. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოექცა ეს რეგიონი და პლანეტა დედამიწა, უცხოპლანეტელების ყურადღების ქვეშ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი – ჩრდ. პოლუსზე იყო აგარტის (მიწისქვეშა ქვეყანა) შესასვლელი.


image


მეორე უძველესი ცივილიზაცია – ზღაპრული ჰიპერბორეაა, რომელიც ჩრდ. პოლუსზე, მდინარეებით 4 ნაწილად გაყოფილ კონტინენტზე – არქტიდაზე ჩაისახა. ძველი წყაროების ცნობით, ჰიპერბორიელები ძალიან მაღლები იყვნენ, ჰქონდათ ცისფერი თმა და ღია ფერის თვალები. ლეგენდების მიხედვით, ისინი კოსმოსიდან იყვნენ მოსულები და მათ დედამიწის ჩრდ. ნაწილის კოლონიზება იმიტომ მოახდინეს, რომ იქ არსებული პირობები ძალიან ჰგავდა მათი პლანეტის პირობებს. სწორედ ჰიპერბორიელები იყვნენ ჩვენი ცივილიზაციის წინაპრები.

სხვადასხვა ხალხების ლეგენდებში შემორჩენილია ინფორმაცია საშინელი კატაკლიზმის შესახებ, რომლის დროსაც, მზემ ორბიტა შეიცვალა, ხოლო დედამიწას კომეტა დაეჯახა და მისი წარმოსახვითი ღერძის მიმართულება შეცვალა. შედეგად – დედამიწაზე გამყინვარება, ხოლო ჩრდ. კონტინენტმა ჩაძირვა დაიწყო. ჰიპერბორიელები იძულებულები გახდნენ, სამხრეთისკენ წამოსულიყვნენ. imageახალი ცივილიზაციის ფორმირება კონტინენტზე მოხდა, რომელიც ჩვენთვის ლემურიის სახელით არის ცნობილი. ტერიტორიულად ის წყნარ ოკეანეში მდებარეობდა და ჰიმალაის მთებიდან – ანტარქტიდამდე იყო გადაჭიმული. რამოდენიმე მლნ. წლის განვითარების შედეგად, ლემურების სიმაღლის შემცირება 365 – 215 სმ-მდე მოხდა. მათი განსაკუთრებული ნიშანი კი, გამოწეულ შუბლზე, კაკლის ხელა კოპი იყო, რომელიც ე. წ. III თვალს წარმოადგენდა.

გადმოცემის თანახმად, ლემურელებთან სწავლულები პლანეტა ვენერიდან ჩამოდიოდნენ და მათ ქურუმებს კოსმოსურ საიდუმლოებებს უზიარებდნენ.

ლემურები დიდ ქალაქებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალად კი გრანიტს და მარმარილოს იყენებდნენ. მათ სახლებს ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, ხოლო თეთრი ქვით ნაშენი ტაძრები და სასახლეები დიდებულად გამოიყურებოდა.

მათ ბევრი ოქრო-ვერცხლი ჰქონდათ, მაგრამ ძვირფას მეტალებს მონეტების დასამზადებლად არ იყენებდნენ და მისგან, ძირითადად, სამკაულს და დეკორატიულ ნივთებს ამზადებდნენ. ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ალმასიც და ამიტომ, ის ჩვეულებრივ შუშაზე მეტი არ ღირდა. ცნობილია, რომ ყველაზე ფასეული ლემურელებისთვის, ფერადად შეღებილი იშვიათი ბუმბული იყო.

მეცნიერი-ლემურელები დაკავებულები იყვნენ კოსმოსურ და მზის ენერგიაზე დაფუნძებული რადიონიკის შესწავლით, რომელსაც მათ სახლებში სითბო და სინათლე შეჰქონდა.


image


სიკვდილი ლემურელებისთვის უფრო დიდ სამყაროში გადასვლად ითვლებოდა. ამიტომ, მათ შეეძლოთ ნებისმიერ დროს მომკვდარიყვნენ. და ცნობილია, რომ ამას ისინი ძალიან ხშირად აკეთებდნენ. რადგან თვლიდნენ, რომ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ, სრულყოფილი არ იყო. ისინი შეწუხებულები იყვნენ ბუნებრივი კატაკლიზმებით. ბოლოს კი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ლემურია დაიშალა და მისი დიდი ნაწილი ოკეანემ შთანთქა. რაც შეეხება მოსახლეობას, სავსებით შესაძლებელია, რომ მათი ნაწილი სხვა პლანეტებზე წასულიყო, ვინც დარჩა, ჯერ კონტინენტის დას. ნაწილს შეაფარა თავი, რომელიც ჯერ ჩაძირული არ იყო, ხოლო შემდეგ, ატლანტიდამდე მიაღწიეს. ზოგი მათგანი ამერიკაში, ჩინეთში და ინდოეთში დასახლდა, სადაც საკუთარი ქვეყნის კულტურის აღორძინება დაიწყო.

imageაზიის ხალხების ლეგენდებში შემორჩენილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენერადან და მარსიდან კოსმოსური ხომალდები ჩამოვიდნენ და რჩეულები გადაარჩინეს, ხოლო ლემურიის ჩაძირვის შემდეგ, მის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე კუნძული დარჩა – მათ შორის, კაროლინის კუნძულები და აღდგომის კუნძული.

ლემურელების შემდეგ, გაჩნდნენ ცივილიზაციები, რომლებიც ჩვენთვის უფრო მეტად არის ცნობილი: ოლმეკები, რომლებმაც კალენდარი, იეროგლიფები, ვაჭრობის და კომუნიკაციის ქსელი შექმნეს; მაია – ააშენეს პირამიდები და ქალაქები, რომლებიც მნახველებს დღემდე აოცებს, შექმნეს მზის კალენდარი და შეეძლოთ მზის და მთვარის დაბნელების ციკლის გამოთვალა; პარაკასი; ნასკა; ატლანტიდა; კელტები; ფინიკიელები, ხეთები... თითოეულმა მათგანმა წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს უკვე, სულ სხვა ისტორიაა…

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

imageimageimageimage







0
317
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0