x
image
თორ ნიკე
Mediator image
"ინგლისელი ჰიტლერი" - სერ ოსუალდ მოსლი

"ინგლისელი ჰიტლერი" - სერ ოსუალდ მოსლი

სერ ოსუალდ მოსლი ჰიტლერის გერმანიაში აღზევების პერიოდში სათავეში ედგა ბრიტანეთში ნაციონალ-სოციალისტებს. შემოგთავაზებთ მის რამდენიმე გამონათქვამს:


"მე არ ვარ ანტისემიტი ანტი-სემიტიზმი არის ყველა ებრაელის სიძულვილი მათი რასის გამო. მე ვუტევ ზოგიერთ ებრაელს იმის გამო, რასაც აკეთებენ, მაგრამ მე არასოდეს ვუტევ არცერთ ებრაელს მხოლოდ იმის გამო, რომ დაიბადნენ. მე არასოდეს ვესხმი თავს კაცს მისი რასის ან რელიგიის გამო. თუ ებრაელი გააკეთებს ბრიტანეთისთვის ან ევროპისთვის რაიმე საწინააღმდეგოს, მაშინ მასზე უნდა იქნას მიტანილი იერიში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვაზე. იგი იმის გამო კი არ უნდა იყოს თავდასხმის ობიექტი რომ არის ებრაელი, არამედ იმის გამო, რასაც აკეთებს. და ამავე დროს ის არ უნდა იყოს კრიტიკისადმი იმუნური მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელია."


"ინგლისელი ჰიტლერი" - სერ ოსუალდ მოსლი



"ჩვენ დავკარგეთ ძველი ბრიტანული სულისკვეთება. ამის ნაცვლად კი ახლა გვაქვს ამერიკული ჟუნალისტიკა და გვყავს შავ-პიჯაკიანი მასხარები, რომლებიც ნაყინის გამყიდველების იაფფასიან იმიტაციას აკეთებენ."


"ვინც იცის თუ რამდენად რთულია საიდუმლოს შენახვა სამ კაცს შორის, მით უმეტეს თუ ისინი დაქორწინებულნი არიან, იცის, როგორი დიდი აბსურდია მსოფლიო შეთქმულების იდეა, რომ თითქოს მთელი კაცობრიობა მართულია ფინანსური ძალაუფლების მეშვეობით, ამ დასკვნამდე მივალთ, თუკი ნათლად და საღად გავიაზრებთ ყოველივეს."


"არ შემიძლია" იქნება ბრიტანეთის იმპერიის ეპიტაფია, თუ დროულად არ გამოვფიხლდით!"


"მე არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ მემარჯვენე კაცი, ჩემი პოზიცია მარცხნივ იყო და ახლა პოლიტიკურ ცენტრშია."


"არავის არასდროს დაუჩივლია ჩემ მიერ ტყუილად წამოსროლილ სიტყვებზე. საქმემ უნდა გაამყაროს სიტყვა, თუ ასე არ მოხდა, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება სრულიად უაზროა."


"არსებობს პერიოდები ისტორიაში, როდესაც ცვლილებები აუცილებელია და ასევე არის პერიოდები, როდესაც უმჯობესია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. შენი ეპოქის რიტმის აყოლა უნდა შეგეძლოს - სიცოცხლის ხელოვნებაც ამაშია."


"ფაშიზმი აფეთქება იყო აუტანელი პირობების წინააღმდეგ, განსაკურნებელი შეცდომების წინააღმდეგ, რომლებიც ძველმა მსოფლიომ ვერ გამოასწორა. ეს იყო მოძრაობა, რათა უზრუნველეყო ეროვნული რენესანსი იმ ადამიანების მიერ, ვინც ნათლად გრძნობდა დაქვეითებას, დეკადანსსა და სიკვდილს და ამას სიცოცხლე არჩიეს, და არა მხოლოდ უბრალოდ სიცოცხლე არამედ დიდებული სიცოცხლეც!"



ასევე დაგაინტერესებთ:

1. სერ ოსუალდ მოსლი

2. ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებები

3. ჰიტლერის ნამდვილი დანაშაული

4. ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელი სიტყვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
233
3-ს მოსწონს
8-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
233
  
2020, 3 თებერვალი, 7:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1