x
image
alex999
Mediator image
"გთხოვთ გაავრცელოთ, იქნებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი ხმა რუსთავი 2-ს" - ელისაბედ ბერიძე
მივესალმები rustavi2-ს. გუშინ გავრცელდა ასეთი სიუჟეტი, სადაც აღნიშნავს ნინო ლომჯარია, რომ ბავშვთა სახლში ხდება ისეთი ფაქტები, როგორიც არის დასჯა და ცემა ბავშვების, ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რაც იქ ხდება, სახიფათოა.


image


მინდა მოგახსენოთ ჩემი ისტორია - მე ეკლესიურად გავიზარდე და ყოველთვის ეკლესიის სახე ვიქნები, არა ნარკომანი და გარყვნილი ქალი, რომელიც საქართველოს არ შეეფერება, მე ყოველთვის ვიდგები ეკლესიის მხარეს და თქვენი წესები ვერაფერს დამაკლებს.



მე დავიბადე 2000 წლის 21აპრილს, დედაჩემი ავადმყოფობდა, გაჭირვებული იყო, ამიტომ როგორც დავიბადე, მეცხრე დღეს ჩამაბარა ბავშვთა სახლში, საკუთარმა მამამ არ მიმიღო, არ ჩამიხუტა.... მეუფე სპირიდონმა კი მთელი 18 წელი მზარდა, დედაჩემი, 12 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა, მამას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ასე ვერ ვიტყვი, მამაჩემი მეუფეა, მე არ მაკლდა სითბო, სიყვარული, ჩაცმა, ლუკმაპური, საწოლი და სხვა. მე არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ ჩემთვის ვინმეს ხელი დაერტყას ან სხვისთვის, მახსოვს, პატარებს რომ ლამაზად გვეცვა, მეუფეს ბათინკებში ალუმინის სინები ჰქონდა გაყრილი და დახეული ჩექმები ეცვა, მახსოვს, სამი დღე გატყავებულ შენობაში როგორ ვცხოვრობდით, როგორ გვეძინა იმ ოთახებში, სადაც ჩამოღებული იყო ფანჯრები, ეს ყველაფერი, რასაც ვიდეოში ხედავთ, ყველაფერი შემოწირულობით არის გაკეთებული, დღეში 6-ჯერ ვჭამთ, ცხელი წყალი აბანოში ყოველთვისაა. ბავშვებს ყოველდღე შეგვიძლია მოწესრიგება, მე 18 წლის გოგო ვარ, რომელიც იქ გავიზარდე და დღემდე იქ ვარ, ბევრი ამბობს, გაყიდონ ეპისკოპოსებმა მერსედესები და ასეთი ძვირიანი მანქანებით გაჭირვებულებს დაეხმარონო, rustavi2-ის წამყვანებო, თქვენ, რომ ასე გაცვიათ, კოშკები რომ გაქვთ ნაყიდი და აღარ იცით, ფული სად წაიღოთ, სხვაზე რომ საუბრობთ, თავად გაყიდეთ სახლი, მანქანა და ეგ ჩასაცმელი, რაც გაცვიათ და გაჭირვებულებს დაეხმარეთ, ეკლესია ვალდებული არ არის ფულით ვინმეს დაეხმაროს, ეკლესიამ ადამიანის სული უნდა გადაარჩინოს და ასეც აკეთებს, თქვენ შემოტევა გაქვთ ეკლესიისადმი, თქვენ ვერც პანსიონატს და ვერც მეუფეს ვერაფერს დააკლებთ, რადგან დედაჩემის სული ლოცულობს მისთვის, რომ ორივე და და 200 ბავშვი ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენა.



image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. იემენის ცნობილი ფეხბურთელი - მუჰამედ ალ ვადი სამხედრო კონფლიქტში დაიღუპა

2. ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალია - 9 რეალური ფაქტი ანგელა მერკელის შესახებ!

3. "ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისი არასწორი სულიერი მდგომარეობის ბრალია..." - პეტრე კოლხი

4. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

5. გემიდან გადავარდნილი 46 წლის ქალბატონი 10 საათის განმავლობაში ცურავდა...

6. ამაზონის ტყეებში ახალი არაცივილიზებული ტომი აღმოაჩინეს!

7. 17 მიზეზი იმისა, თუ რატომ წვება ქალი მამაკაცთან

8. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი?

9. მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები - საშინელი სასწაულებიც არსებობს!

10. "ბინები დღიურად" და სამარცხვინო სიმართლე!




0
1040
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0