x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
''ფერადკანიან გოგოს შეიყვარებდი?'' - გამოკითხვა თურქეთში

ნიგერიელმა გოგონებმა, Ayo-მ და Ebun-მა ანკარაში ბიჭებს შემდეგი კითხვით მიმართეს:image- როგორც თურქი ბიჭი, რას ფიქრობ ფერადკანიან ქალებზე?

- ჩვეულებრივი ხალხია, როგორც ჩვენ. არ არიან განსხვავებულები და ეს ვინმემ თუ გაგრძნობინათ, თუნდაც მზერით, მხოლოდ ინტერესის გამო. ჩვენს კულტურაში იშვიათია ფერადკანიანი, მაგრამ არ ვართ წინააღმდეგი, გვყავდეს მულატი შვილი. ყველა თანასწორია!

- ულამაზესი ფერადკანიანი არტისტები მახსენდება - ბიონსე, ნიკი მინაჟი..

- პირადად ჩემთვის, კანის ფერი პრობლემას არ წარმოადგენს.

- არ ვყოფ ადამიანს, როგორც თეთრს და შავს. ქალი ქალია!

- კარგი ხალხია - კეთილი და მეგობრული. ვფიქრობ, ლამაზიც. ხუთიოდე გულთბილი აფრიკელი მეგობარი მყავს.

- არ ვთვლი, რომ სხვებისგან განსხვავდებიან. კანის ფერი ადამიანობაზე გავლენას არ ახდენს.

- ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ლამაზია.

- ვნებიანები და ბუნებრივები არიან. მათდამი არ ვარ გულგრილი.

- კანის ფერით ხალხის გამოყოფა უადგილოა. ჩემთვის ყველა ადამიანია. ამიტომ, არ ვანსხვავებ ფერადკანიან ქალს.

- შეგიძლია, ფერადკანიან გოგოს პაემანი დაუნიშნო?

- რა თქმა უნდა. თუ მისდამი გრძნობები მაქვს, სიამოვნებით!image- მეც ასე ვფიქრობ. ფერადკანიანი ქალის წინააღმდეგი არ ვარ. შარმი არ აკლიათ. აქ ასეთებს იშვიათად ვხედავთ და ჩვენთვის ეგზოტიკაა. ასე რომ, კი.

- თუ შემიყვარდა, ყველგან შევხვდები.

- ჰო, ალბათ. რატომ არა?

- ჰაჰ.. საინტერესო კითხვაა. ფერადკანიან გოგოს შეუძლია მის სამყაროც გახდეს. მე როგორც ქერა ბიჭს, ძალიან მხიბლავენ. სიარულის მანერაც უკეთესი აქვთ. ფერადკანიანი მომღერლების ხმა განსაკუთრებულია. მშვენიერები არიან!

- შეყვარებული მყავს და არ მსურს, გიპასუხოთ... მაგრამ რა თქმა უნდა, შემიძლია.

- თუ ერთმანეთს გავუგეთ, დავუკავშირებ ბედს.

- რა თქმა უნდა.. პაემანი შეიძლება ყველასთან! ფერადკანიანებს რა გამოარჩევთ? მათაც შევხვდები, ბუნებრივია.

- დაქორწინებული ვარ და ჩემი ცოლი ახლაც მიყურებს!image- მათდამი სიმპათიით ვარ განწყობილი. თურქეთში ფერადკანიან გოგოს რომ ხედავენ, აშტერდებიან. თუმცა, ლამაზ გოგოს ვინ არ შეხედავს :) კარგი სხეული აქვთ, მშვენიერი ტუჩები, ხუჭუჭა თმა... სხვების აზრი არ მაინტერესებს.

- რთული კითხვაა. ისე, ინდონეზიიდან მეგობრები მყავს. კი.. არ გამოვარჩევდი. გაგიმხელთ და, ექვსი თვე მყავდა ფერადკანიანი შეყვარებული. ახლა ავსტრალიაში ექთნად მუშაობს. ხანდახან ვეხმიანები. სამი თვის წინ შევხვდი და.. უკვე გათხოვილა, ბედნიერია. მოკლედ, არ ვარ რასისტი.

- ხომ არ მეთამაშებით? რა მიზანი გამოძრავებთ? ვფიქრობ, რომელიმე თქვენგანს ჩვენთან პაემანი გსურთ და ასე გვიტყუებთ. კითხვაზე პასუხია კი, შემიძლია. საინტერესო იქნება.. ვნახავ, რა გამოვა.image''ინტერვიუ დაგარწმუნებდა, რომ ბევრი ადამიანი ფერადკანიანთან ურთიერთობის მომხრეა. დაიმახსოვრე, სიყვარულს საზღვრები არ აქვს! სიყვარული არ ცნობს ფერს! სიყვარული შენს კანის ფერს კი არა, გულის ნამდვილ პიგმენტს ხედავს! არ დაუშვა რასიზმი და ისწრაფე ბედნიერებისკენ. რამდენიმე ბიჭისგან მოვისმინე, რომ ცნობისმოყვარეობის გამო სურთ ფერადკანიანთან დროის გატარება.. ეს არასწორი მიდგომაა! თუ სხვა რასის წარმომადგენელს ხვდები, ამას გულწრფელი სიყვარულით უნდა აკეთებდე. ყველა იმსახურებს ადამიანურად მოპყრობას. ურთიერთობა სიყვარულზე უნდა დაამყარო. ისიც მნიშვნელოვანია, რას გამოხატავ რასათშორისი წყვილის დანახვისას. ზიზღი გიჩნდება? გულს იცრუებ? ყველას მგრძნობიარე ბუნება გვაქვს და პატივი ეცი სხვათა გადაწყვეტილებას, არ ჩადგე მათ შორის'' - ამბობს Ayo.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

“ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან?'' - ბიბლიური სტანდარტით, მეუღლის არჩევისას მთავარი ქრისტეს რწმენა და არა კანის ფერი.

1
132
1-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
132
  
2018, 18 სექტემბერი, 1:11
მეუღლის არჩევისას მთავარი ქრისტეს რწმენაა და არა კანის ფერი. <<<<< :დ :დ ეგაა
0 1 1