x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კანაფის საერთაშორისო ასოციაცია კანაფის შესახებ ფაქტებსა და სტატისტიკას აქვეყნებს! კანაფის კულტივაცია მსოფლიოში

წარმოგიდგენთ კანაფის ეროვნული ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებსა და სტატისტიკას კანაფის შესახებ.



image

ქვეყნები, სადაც მხოლოდ სამედიცინო კანაფის კულტივაციაა ლეგალური:


არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია(მხოლოდ წამლების დასამზადებლად), კანადა, ჩილე, კოლუმბია, ხორვატია, კვიპროსი(მხოლოდ კიბოთი დაავადებული ადამიანებისათვის), ჩეხეთი, დანია, ფინეთი(სპეც. ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში), გერმანია(სამედიცინო კანაფი, რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში), საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, იამაიკა, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო( გეგმის შესაბამისად 2018 წლის შემოდგომაზე უნდა გახდეს ლეგალური), ურუგვაი, ზიმბაბვე.


image


1) კანაფის შემცველი პროდუქტები ამჟამად ლეგალურია ამერიკის შეერთებულ შტატებში (წინათ, აშშს მთავრობა კრძალავდა კანაფის კულტივაციას, მაშინ, როცა მარიხუანა დასაშვები იყო), ხოლო მთავარი ინგრედიენტები(კანაფი...) და საბოლოო პროდუქტები უმეტესწილად იმპორტირებულია - განსაკუთრებით კანადიდან.



2) კანაფი, პირველად, 8000 წლის წინ თურქეთში აღმოაჩინეს.



3) პირველი კანონი მარიხუანას შესახებ ჯეიმსთაუნის კოლონიაში(ვირჯინიაში) 1619 წელს მიიღეს და იქაური ფერმერებისთვის სავალდებულოც კი იყო კანაფის მოყვანა.



4) ბენჟამინ ფრანკლინმა კანაფი გამოიყენა თავის ქაღალდის ფაბრიკაში და პირველად, დამოუკიდებლობის დეკლარაცია კანაფის ქაღალდზე დაიწერა.


კანაფის ქაღალდი ბევრად უფრო გამძლე იყო, ვიდრე ხისგან დამზადებული და ამავდროულად წლების განმავლობაში არ ყვითლდებოდა.



5) ამერიკის ზოგიერთ ნაწილში, იგი ლეგალური იყო და მოსახლეობას შეეძლო კანაფით გადასახადების გადახდა.



6) კანაფის მოყვანა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ნიადაგის არსებობის შემთხვევაში, გვალვიან და მშრალ რეგიონებშიც კი.




7) კანაფი ასუფთავებს ნიადაგს სარეველებისგან და უხვმოსავლიანია პესტიციდების გარეშეც.



8)1800 წელს კენტუკის სახელმწიფომ აწარმოა კანაფი აშშ-ში, რომელიც სამრეწველო პროდუქციის ნახევარს შეადგენდა.



9)1941 წელს ჰერნი ფორდმა დაამზადა პლასტმასის მანქანა, რომელიც კანაფიან საწვავს მოიხმარდა.



image

ამ თემაზე:

რა შემოსავალს მიიღებს საქართველოს ბიუჯეტი კანაფის ექსპორტისგან?



მართმადიდებელი ეკლესია ქართულ ოცნებას უპირისპირდება და ერის ღალატში ღიად ადანაშაულებს - განხეთქილება იწყება!






0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0