x
image
თორ ნიკე
Mediator image
მესამე რაიხის ეკონომიკური სასწაული
მესამე რაიხის ეკონომიკური სასწაული


სწორედ ომმა, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებამ, სახელმწიფოს დაქუცმაცებამ და დღევანდელი კურსითაც კი უზარმაზარმა კონტრიბუციამ (ვერსალის ხელშეკრულებით 1919 წელს გერმანიას შეაწერეს 132 მილიარდი ოქროს მარკა!) მიიყვანა გერმანია კატასტროფულ მდგომარეობამდე და არნახულ ინფლაციამდე, როდესაც 1 კილოგრამი პურისთვის, 1 ურიკა ფულიც კი არ კმაროდა. თუ პური დღის 1 საათზე 200 მილიარდი მარკა ღირდა, 4 საათზე მისი ფასი 500 მილიარდი მარკა იყო.

განადგურებულმა გერმანიამ 6 წელიწადში ისე მოახერხა გაძლიერება, რომ მთელ ევროპას და რუსეთსაც, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ყოველმხრივ გადააჭარბა და რომ არა ამერიკის ჩარევა, ძნელი სათქმელია თუ ვისი გამარჯვებით დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი.


ჰიტლერის და ნაციონალ-სოციალისტების სიძულვილით ისტორიას ისე ასწავლიან, რომ ძალიან ცოტამ თუ იცის იმ ეკონომიკური აღმავლობის შესახებ, რაც გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის სათავეში მოსვლის შემდეგ მოხდა. ამაზე საუბარი არათუ ომის შემდგომ პერიოდში, არამედ ომის დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგ - დღესაც კი მიღებული არ არის. აქცენტი ყოველთვის მხოლოდ ნაციონალ-სოციალისტების უარყოფით მხარეებზე კეთდება, ხოლო იმ დადებითზე საუბარი, რაც მათ მიერ განხორციელდა, რატომღაც ცუდ ტონად ითვლება. ამიტომაა რომ ფაქტობრივად დღემდე არ იცის უმეტესობამ თუ რა ხდებოდა გერმანიაში მანამ, სანამ იგი შეიარაღებას დაიწყებდა და ომისთვის მოემზადებოდა.



მესამე რაიხის ეკონომიკური სასწაული


ყველა ისტორიკოსი, პოლიტიკოსი და ეკონომისტი აღიარებს იმ ჭეშმარიტებას, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში შექმნილი იყო უაღრესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. იყო წარმოუდგენელი ჰიპერინფლაციის და ტოტალური უმუშევრობის სახით, უკიურესად დამძიმებული, გაუგონარი რეპარაციებით. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ასევე არ არსებობს ორი აზრი იმაზე, რომ გერმანიაში 1933 წლიდან, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ დაიწყო ეკონომიკური სასწაული და სულ რაღაც ხუთ წელიწადში (ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით კი 4 წელიწადში) მოხდა დაუჯერებელი რამ - დაქუცმაცებული და წელში გატეხილი გერმანია სასწაულებრივად აღდგა ფერფლიდან და არათუ აღდგა, არამედ კონტინენტზე უძლიერესი სახელმწიფო გახდა. (1936 წელს, 3 წელიწადში, ოლიმპიადის მასპინძლობაც კი მოახერხა!)


ჰარვარდის, კოლუმბიის და ლოს ანჯელესის უნივერსიტეტების პროფესორი ჰენრი ლიუ თავისი წიგნის - "მსოფლიო წესრიგი, წარმატებული სახელმწიფოები და ტერორიზმი" (2004 წ.) მე-10 თავში "ნაციზმი და გერმანული ეკონომიკური სასწაული" წერს:

"ნაცისტები ხელისუფლებაში 1933 წელს მოვიდნენ, როცა გერმანიის ეკონომიკა ტოტალურ კოლაფსში იყო. ომისშემდგომი გამაჩანაგებელი რეპარაციების ვალდებულებით და უცხოური კრედიტებისა და ინვესტიციების ნულოვანი პერსპექტივებით. სუვერენული კრედიტორების დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკით და საზოგადოებრივ სამუშაოებზე სრული დასაქმების პროგრამით მესამე რაიხმა შეძლო ბანკროტი, კოლონიებწართმეული გერმანია გადაექცია ევროპაში უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნად 4 წელიწადში, მანამდე, სანამ იგი შეიარაღებაზე ხარჯებს გაიღებდა."


მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოკვლევა, მკვლევარი და მისი წიგნი არ არის ნაცისტების ფილოსოფიის მხარდაჭერა, გერმანული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა ამ პერიოდში უდავოა. გერმანიის მთავრობა მთლიანად აფინანსებდა თავის ხარჯებს 1935-1945 წლებში ოქროსა და ვალების გარეშე. ფაქტობრივად აღმოიფხვრა უმუშევრობა და სიღარიბე.

ამერიკის ფედერალური რეზერვების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეთრი სახლის ეკონომიკის მრჩეველთა საკონსულტაციო თავმჯდომარე ბენ შალომ ბერნანკეც მსგავს აზრზეა. მისი განცხადებით - "მოგვწონს თუ არა, ჰიტლერმა 1930-იანი წლების გერმანიაში ეკონომიკური სასწაული მოახდინა".




ასევე დაგაინტერესებთ:

1. ადოლფ ჰიტლერის მოსაზრებები

2. ჰიტლერის ნამდვილი დანაშაული

3. ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელი სიტყვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
704
2-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
704
  
2020, 21 თებერვალი, 6:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 თებერვალი, 7:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 10 აპრილი, 8:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 დეკემბერი, 5:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4