x
image
გემი დალანდი
სსრკ-ში მომხდარი 5 საშინელი ტრაგედია, რომელსაც გულმოდგინედ მალავდნენ
ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, საბჭოთა კავშირში საინფორმაციო საშუალებები ყოველთვის კონტროლდებოდა. ამჟამად, როცა ინტერნეტი არსებობს, ძნელია ხალხისგან რამე დამალო, იმ დროს კი, თუ გაზეთებში არ დაიბეჭდებოდა, მომხდარის შესახებ შესაძლოა ხალხს ვერაფერი გაეგო. ამიტომ, მასშტაბური მოვლენების შესახებ ზოგჯერ ადამიანები წლების შემდეგ იგებდნენ.

image


მასობრივი ჭყლეტვა სტადიონზე

image1982 წლის 20 ოქტომბერს მოსკოვის “სპარტაკსა" და ჰოლანდიურ “ჰაარლემს" შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე. სწორედ ამ მატჩის მსვლელობის დროს მოხდა მასშტაბური ტრაგედია, რომლის შესახებ სპარტაკელებმა მეორე დღეს შეიტყვეს მწვრთნელისგან, სხვებმა კი მხოლოდ 7 წლის შემდეგ გაიგეს, რაც იმ დღეს მოხდა.

“სპარტაკი" 1:0 იგებდა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გულშემატკივრები გასასვლელისკენ დაიძრნენ. თვითმხილველთა ცნობებით, მომსახურე პერსონალმა ტრიბუნა С-ს ოთხი გასასვლელიდან მხოლოდ ერთი გააღო. რაღაც მომენტში კიბეზე გოგონა წაიქცა, ვიღაც მის დასახმარებლად შეჩერდა, ამ დროს კი ხალხი უკნიდან აწვებოდა და ჭყლეტვა დაიწყო.imageთითქოს ჯინაზე, ამ დროს სერგეი შვეცოვმა მეორე გოლიც გაიტანა და ხალხმა გასასვლელიდან ისევ უკან მობრუნება დაიწყო, ყველაფერი აირია და იქაურობა საშინელ კოშმარს დაემსგავსა. ჭყლეტვის შედეგად საბოლოოდ 66 ადამიანი დაიღუპა, მათუ უმრავლესობა კი მოზარდები იყვნენ.imageტრაგედიისადმი მიძღვნილი მემორიალი
გაზეთებში მატჩის შესახებ დაიწერა, მაგრამ მომხდარი ტრაგედიის შესახებ სიტყვაც კი არავის დასცდენია. მხოლოდ “Вечерняя Москва"-ში გამოქვეყნდა ორსტროფიანი ცნობა იმის შესახებ, რომ “უბედური შემთხვევა" მოხდა, რომლის დროსაც “ადამიანები დაშავდნენ".


ამ ტრაგედიის შესახებ ღიად უკვე გორბაჩოვის დროს ალაპარაკდნენ. დაღუპულთა ახლობლები კი ირწმუნებოდნენ, რომ მსხვერპლი ბევრად მეტი იყო, ვიდრე 66 ადამიანი.


ჩავარდნილი ესკალატორი მოსკოვის მეტროში

მანამდე, იმავე წლის 17 თებერვალს, სადგურ «Авиамоторная»-ში პიკის საათებში ესკალატორი ჩავარდა. არც მუშა და არც სათადარიგო მუხრუჭებმა სათანადოდ ვერ იმუშავა.imageპანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ და მაღლა ასვლას ცდილობდნენ. ვიღაცებმა მეზობელ ესკალატორზე გადაძრომა სცადეს, მაგრამ პლასტმასის საფარველმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. რამდენიმე ადამიანი ბალუსტრადის ქვეშ აღმოჩნდა. მექანიზმის გამორთვა მხოლოდ 2 წუთის შემდეგ შეძლეს.

ამ ტრაგედიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 30 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგედისს შესახებ ისევ «Вечерняя Москва»-ში დაიბეჭდა მოკლე ინფორმაცია:imageინფორმაციაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ესკალატორზე ავარია მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.


კატასტროფა ბაიკანურზე

image1960 წელს კოსმოდრომ ბაიკანურზე გამოსაცდელი ბალისტიკური რაკეტა Р-16 აფეთქდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ რაკეტა გამართული არ იყო. სხვადასხვა მონაცემებით, ცოცხლად დაიწვა 120-მდე ადამიანი, მათ შორის იყო მარშალი მიტროფან ნედელინიimageმარშალი მიტროფან ნედელინი

ტრაგედია მაშინვე გაასაიდუმლოეს. მარშალის დაღუპვა კი ავიაკატასტროფას დაუკავშირეს და დიდი პატივით დაკრძალეს კრემლის კედელთან. დანარჩენი დაღუპულები საიდუმლოდ დაასაფლავეს სხვადასხვა ქალაქებსა თუ ბაიკანურის ძმათა სასაფლაოზე.

ამ ტრაგედიის შესახებ ხალხმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიტყო.

image


ტარანი საცხოვრებელ სახლზე

image1976 წლის 26 სექტემბრის ადრიან დილას სამოქალაქო ავიაციის 23 წლის პილოტმა, ვლადიმერ სერკოვმა აეროდრომიდან Ан-2 გაიტაცა, ქალაქის თავზე მცირე სიმაღლეზე აფრინდა და მოულოდნელად თვითმფრინავი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მიმართა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ფსიქოპათი პილოტი მესამე სართულს უმიზნებდა, სადაც მისი ცოლის მშობლები ცხოვრობდნენ და სადაც ცოტა ხნის წინ მისი ცოლიც გადავიდა მათი 2 წლის შვილთან ერთად.

საბედნიეროდ, იმ დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.imageთვითმფრინავი 150 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა სახლს და მესამე და მეოთხე სართულებს შორის, კიბის უჯრედის ადგილას შევარდა. თავად სერკოვი შეჯახების დროს დაიღუპა, წარმოქნილ ხანძარს კი ქალი და სამი ბავშვი ემსხვერპლა.imageსახლი სასწრაფოდ აღადგინეს. თავად ინციდენტი კი გაასაიდუმლოეს. სამაგიეროდ, ქალაქში ჭორები გაჩნდა უჩინარი ტერორისტების შესახებ.


კოსმონავტ ბონდარენკოს დაღუპვა

image24 წლის ვალენტინ ბონდარენკო კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსში პირველი გაფრენის ერთ–ერთი კანდიდატი იყო. სხვა კოსმონავტებს შორის ის ყველაზე ახალგაზრდა იყო და მონაცემებით სიაში მეოთხე ადგილს იკავებდა.

ისტორიულ სტარტამდე სამი კვირით ადრე ბონდარენკო ტრაგიკულად დაიღუპა. მას 15 დღე უნდა გაეტარებინა სრულიად მარტოს გამოსაცდელ კამერაში, დაბალი წნევისა და ჟანგბადის მაღალი შემცველობის პირობებში. ტრაგედია მე-10 დღეს მოხდა.imageერთ–ერთი სამედიცინო ტესტის შემდეგ ბონდარენკოს შემთხვევით ხელიდან გაუვარდა სპირტიანი ტამპონი, რომელიც გავარვარებულ ფილაზე მოხვდა და მომენტალურად აალდა. ჟანგბადით გაჟერებულ სივრცეში კვამლი მყისიერად გავრცელდა. წნევის სხვაობის გამო კარის გაღება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შეძლეს. ვალენტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულის 80 %-ის დამწვრობა ჰქონდა. ექიმები 8 საათის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მათივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში იური გაგარინი მეგობარს არ მოსცილებია.imageყველაფერი, რაც კოსმოსს უკავშირდებოდა, გასაიდუმლოებული იყო. ბონდარენკოს სიკვდილი არ მარტო გაასაიდუმლოეს, მისი გამოსახულებაც კი გააქრეს ფოტოებიდან. კოსმონავტის დაღუპვის შესახებ მხოლოდ 1986 წელს გახდა ცნობილი.

0
425
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0