x
image
Guns N Roses
ფილმები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ( +ვიდეო )


image



ხშირად ხდება, როდესაც სახლში ვართ, საქმე არ გვაქვს და გვინდა რამით გავერთოთ, მაგალითად, ვუყუროთ ფილმს.. ხშირ შემთხვევაში ფილმის ძებნაში ვატარებთ რამოდენიმე საათს.. ეს სტატია დაგეხმარებათ მარტივად აარჩიოთ ფილმი.. ( გაითვალისწინეთ, რომ უამრავი ძალიან კარგი ფილმი დააკლდება ამ სიას.. ყველას ერთი სტატია არ ეყოფა ) დავიწყოთ:




დავიწყოთ ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმით: დასაწყისი inception -


ფილმს გააჩნია გენიალური "ქასთი".. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო, კენ ვატანაბე, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, ელენ პეიჯი, ტომ ჰარდი, კილიან მერფი, მაიკლ კეინი. ფილმმა მოიპოვა 8 ნომინაცია. ფილმის საუნდტრეკები კი დაწერილია ლეგენრადული ჰანს ციმერის მიერ.


ფილმი მოგვითხრობს დომ კობის წარმოუდგენელ თავგადასავალს, მან დაკარგა ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასი იყო და ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს - თავისი ოჯახი. კრისტოფერ ნოლანის ფილმები ჩვეულებრივ გამოირჩევა არაორდინალური დასასრულით, რა თქმა უნდა, ამ ფილმსაც არ აკლია ასეთი დასასრული.





გავაგრძელოთ. ლეგენდარული რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს უკვდავი ფილმი – მაკულატურა - pulp fiction - 1994 წლის ამერიკული კომედიის ჟანრის ფილმი. ფილმი ცნობილია ეკლექტიკური დიალოგებით, იუმორისა და ძალადობის ირონიული აღრევით, მთელი რიგი კინემატოგრაფიული ალუზიებითა და პოპ-კულტურის ელემენტებზე მინიშნებებით. იგი ნომინირებული იყო შვიდ ჯილდოზე.


მაკულატურის თხრობა არაქრონოლოგიურად მიმდინარეობს. მასში ასახულია სამი, ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი. პირველის წამყვანი პერსონაჟია დაქირავებული მკვლელი ვინსენტ ვეგა. მეორე ამბის მთავარი გმირია ბუჩ კულიჯი, ხოლო მესამეში ყურადღება გამახვილებულია ჯულს უინფილდზე. სამივე ამბავი სხვადასხვა გზით იკვეთება ერთმანეთთან. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ: ჯონ ტრავოლტა, სამუელ ჯექსონი, უმა თურმანი, ბრიუს უილისი, ჰარვი კეიტლი, ტიმ როთი, ვინგ რეიმსი.





გადავიდეთ რენდალ უოლესის ფილმზე - ჩვენ ვიყავით ჯარისკაცები - we were soldiers - მელ გიბსონის იდეალური შესრულება.. აშშს და ვიეტნამის ომის პირველი ფაზის ჯარისკაცების ისტორია. ფილმს საფუძვლად დაედო ვიეტნამის ომში მომხდარი რეალური ამბავი. 400 ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი, 2000 ვიეტნამელის ალყაში - ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა შეერთებული შტატების ისტორიაში.


შემდეგი სიაში არის სამწუხაროდ, ნაკლებად ცნობილი, თუმცა იდეალური ფილმი - კაკუნი სამოთხის კარზე - knocking on heavens door - ფილმის ისტორია მოგვითხრობს კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. მათ არ აქვთ ნანახი ზღვა და გადაწყვეტენ, უკანასკნელი რამოდენიმე დღე ზღვაზე გაატარონ. ფილმს არ აკლია იუმორი, თუმცა ეს არის ფილმი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აატირებს.. ფილმს თან ახლავს იდეალური "საუნდტრეკი" და იდეალური შესრულება.







შეუძლებელია ასეთ სიაში მინიმუმ ერთი ფილმი, რომელიც გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის შესახებ, არ შედიოდეს. იმის გამო, რომ უმეტესობას ასეთი ფილმი ნანახი გაქვთ "შინდლერის სია", "პიანისტი" და სხვანი, შემოგთავაზებთ ახალ ასეთ ფილმს, რომელიც ბევრს არ გექნებათ ნანახი.. იმიტაციის თამაში - the imitation game - ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი შეცვალა, და არა მარტო მეორე მსოფლიო ომი.. ფილმი მრავალ შთაბეჭდილებას და დადებით ემოციებს დატოვებს თქვენზე. ფილმში დაინახავთ ომის სრულიად სხვა მხარეს.. ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი კი შეასრულებს მთავარ როლს კირა ნაიტლთან ერთად..




დავუბრუნდეთ ისევ კრისტოფერ ნოლანს.. მისი გენიალური ფილმი - შავი რაინდი - the dark knight - იდეალური ქასთი, იდეალური მუსიკა, ჰანს ციმერის დახმარებით, იდეალური სცენარი, და ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება ჰიტ ლეჯერის მიერ. ფილმი არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის ნაწილი და ბეტმენი: დასაწყისის გაგრძელება. რეჟისორი - კრისტოფერ ნოლანი, კომპოზიტორი - ჰანს ციმერი და მსახიობების სია - კრისტიან ბეილი, ჰიტ ლეჯერი, გარი ოლდმენი, მორგან ფრიმენი, კილიან მერფი, აარონ ეკჰარტი, მაიკლ კეინი ნათლად საუბრობენ ამ ფილმის გენიალურო ბის შესახებ..





რადგან "სუპერგმირულ ფილმს" შევეხეთ, აქვე დავასახელოთ 2018 წლის საუკეთესო ფილმი. ფილმი, რომელსაც ფანები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ და ფილმი, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ძმები რუსოების - უსასრულობის ომი - infinity war - შურისმაძიებლები კვლავ ერთიანდებიან, რათა სამყარო ძლევამოსილი ტიტანი თანოსისგან დაიცვან. შეშლილი თანოსი არაფერზე იხევს უკან, მისი მთავარი მიზანია – ხელში ჩაიგდოს უსასრულობის ექვსივე ქვა, რომელთა გაერთიანებით უძლიერესი არტეფაქტის – უსასრულობის ხელთათმნის მართვას შეძლებს და ყველაზე ძლიერი არსება გახდება. სამყაროს საშინელი საფრთხე ემუქრება და ახლა მხოლოდ შურისმაძიებლებს შეუძლიათ მისი შეჩერება… ფილმი გამოირჩევა იუმორით, ემოციურობით და მოულოდნელობით...


ფილმში ერთიანდება Marvel-ის ყველაზე პოპულარული გმირები, მათ შორის: თორი, კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი, ჰალკი, შავი პანტერა, ადამიანი ობობა, დოქტორი სტრეინჯი, შავი ქვრივი, ზამთრის ჯარისკაცი და სხვა…



ეს სია დავასრულოთ ვიქტორ ჰიუგოს შედევრის მიხედვით, 1998 წელს გადაღებული გენიალური ფილმი - საბრალონი - les miserables - ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენას ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე. სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის ირგვლივ. მოპარული პური და კატორღაში გატარებული 19 წელი საშინელი სასჯელია, თუმცა სასჯელი მისი გათავისუფლების დღიდან იწყება. გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი ბენვენიუ, რომელმაც იგი კარგად მიიღო, ვახშამით გაუმასპინძლდა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან ვალჟანი ნაქურდლით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან ვალჟანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა..





იხილეთ ასევე:


მთავრობის წევრებმა გადაწყვიტეს, ღამე უსახლკაროებთან ერთად გაათენონ - ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს აქცია, რომლის თანახმადაც მათ გადაწყვიტეს, ღამე გაეთენებინათ უსახლკაროებთან ერთად. ამ აქციის მიზანია - ყურადღება მიიქციოს იმ ფაქტმა, რომ ქუჩებში უამრავი უსახლკარო იყინება ღამით და მიღებული იქნეს გარკვეული ზომები.

image

ეკლესიის მხრიდან სექსუალური ძალადობა ბავშვების მიმართ - როგორც ცნობილია, დაახლოებით 300–ს მღვდელს ედება ბრალი "სექსუალურ ძალადობაში" ათასამდე ბავშვის მიმართ, ხოლო ეკლესიის "წინამძღვრებმა" კი ეს ფაქტები დამალეს...

0
774
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0