x
რა არის ბიბლიომანია?

ბიბლიომანია (ბერძ. bɪblɪə(ʊ)ˈmeɪnɪə - bɪblɪə-წიგნი, meɪnɪə-გატაცება, სიგიჟე) შეიძლება განვიხილოთ, როგორც ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც გულისხმობს ძვირფასი, იშვიათი წიგნების შეგროვებით გატაცებას. ბიბლიომანიის მქონე ინდივიდებს ხშირად პრობლემები ექმნებათ სოციალურ ურთიერთობებში და მათი ამგვარი გატაცება შეიძლება უარყოფითადაც აისახოს მათ ჯანმრთელობაზე.

imageროდესაც ადამიანს უყვარს წიგნები, როგორც ფიზიკური ობიექტები და აკვიატებულად აგროვებს მათ, საქმე სწორედ ბიბლიომანიასთან გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბიბლიომანია და ბილბიოფილია ერთმანეთისგან განვასხვავოთ. ბიბლიოფილია წიგნებისადმი ისეთ სიყვარულს აღნიშნავს, რომელიც კლინიკურად ფსიქოლოგიურ დარღვევად არ მიიჩნევა.

image ერთ-ერთი უცნაური ქცევა რითაც ბიბლიომანია ხასიათდება არის ის, რომ კოლექციონერს რეალურად არ სჭირდება და არც ინტერესი არ აქვს იმ წიგნების რომლებსაც აგროვებს. ერთი და იმავე წიგნის რამდენიმე ასლის ან გამოცემის შეძენა (რაც რეალურად მოხმარებისთვის არ არის გამიზნული) ბიბლიომანიის ერთერთი ხშირი სიმპტომია. ბიბლიომანიას ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (American Psychiatric Association) ფსიქიკურ დარღვევად არ მიიჩნევს. ტერმინი ბიბლიომანია შემოიღო მანჩესტერის სამეფო ლაზარეთის (საავადმყოფო) ექიმმა ჯონ ფერიარმა (John Ferriar). ბიბლიომანია მან 1809 წელს თავისი ბიბლიომანი მეგობრის რიჩარდ ჰებერის (Richard Heber) მიმართ მიძღვნილ ლექსში გამოიყენა. ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში ტერმინი "ბიბლიომანი" იმდროინდელ ნაშრომებში გამოიყენებოდა ობსესიური წიგნის შემგროვებლის აღსაწერად.
1809 წელს, მეუფე თომას ფროგნალ დიბდინმა (Thomas Frognall Dibdin) გამოაქვეყნა "ბიბლიომანია", რომელიც ლიტერატურის კრიტიკოსმა ფილიპ კონელმა (Philip Connell) შემდეგნაირად დაახასიათა: "უცნაური და ჩახლართული, დრამატული დიალოგების სერია, ილუსტრირებული და ფართო დანართებით გაფორმებული ბიბლიოგრაფიისა და წიგნის შეგროვების ისტორიის შესახებ ". დიბდინის ნაშრომის მიხედვით ბიბლიომანიაკები ინტერესდებიან ისეთი ნაშრომების შეგროვებით, როგორიცაა: უნიკალური გამოცემები, პირველი გამოცემები, ძვირფასი ქაღალდისგან დამზადებული წიგნები, ილუსტრიტებული გამოცემები და ასევე აკრძალული გამოცემები.

image სტივენ ბლუმბერგი ცნობილი ბიბლიომანიაკი იყო, რომელმაც სახელი წიგნების ქურდობით გაითქვა. იგი 1990 წლის 20 მარტს დააკავეს 23 600 იშვიათი და რარიტეტული წიგნის ქურდობისთვის აშშ–ს 45 შტატის 268–ზე მეტი ბიბლიოთეკიდან, უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდან თუ საცავიდან. მათი ღირებულება პირველად 20 მლნ $ შეფასდა, თუმცა შემდეგ ღირებულება 5.3 მლნ-მდე შემცირდა. სტივენ ბლუმბერგის მიერ ჩადენილი ქურდობა ყველაზე მასშტაბურ წიგნის ქურდობად იქნა მიჩნეული აშშ–ს ისტორიაში. 1991 წელს ბლუმბერგი დამნაშავედ ცნეს და 71 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და ჯარიმის სახით 200 000 $-ის გადახდა დააკისრეს. მას შემდეგ რაც ბლუმბერგის მიერ მოპარული წიგნები აღნუსხეს, ისინი “ბლუმბერგის კოლექციის“ სახელით სპეციალურად შექმნილ საიტზე გამოფინეს, რათა წიგნის მეპატრონეებს ადვილად შეძლებოდათ დაკარგული ნივთების იდენტიფიცირება. ბლუმბერგის მიერ ამერიკისა და კანადის ბიბლიოთეკებიდან მოპარული წიგნები ითვლიდა ისეთ ცნობილ წიგნებს, როგორიცაა "ბიძია თომას ქოხის" პირველი გამოცემა, მე-16 საუკუნის ბიშოპის ბიბლია, სრულად შეაგროვა "სამორინო 80"-ის კოლექცია და სხვა წიგნები. ის იყო ყველაზე წარმატებული "წიგნის ქურდი" მთელი ამერიკის ისტორიაში.
კიდევ ერთი ცნობილი ბიბლიომანიაკი სირ ტომას ფილიპსი იყო, რომლის მიერ შეგროვებული წიგნებისა და იშვიათი ხელნაწერების რაოდენობა 160 000-ს შეადგენდა. ტომასის მიერ შეგროვებული წიგნები აუქციონზე მისი სიკვიდლიდან 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოჰქონდათ.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გასვიანი
მარიამ გასვიანი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0