x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ანეკდოტები 2018

image
ინტერვიუ ქალთან, რომელმაც ქმართან ერთად 50 წელი იცხოვრა და ერთხელაც არ უჩხუბიათ:
— ქალბატონო, როგორ შეძელით ამდენი ხნის თანაცხოვრების მანძილზე სიმშვიდის და ჰარმონიულობის შენარჩუნება?
— ძალიან მარტივად (იღიმის). როდესაც ვიქორწინეთ, ჩემმა მეუღლემ ოთხთვალაზე დამსვა და რანჩოზე წავედით. ვიდრე მივდიოდით, ერთ-ერთმა ცხენმა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და წაიბორძიკა... და ჩემმა მეუღლემ მშვიდად თქვა: «ერთი».
15 წუთის შემდეგ, ისევ იმ ცხენმა წაიბორძიკა და მან მშვიდად თქვა: «ორი».

და უკვე რანჩოს სიახლოვეს, იგივე ცხენმა მესამედ წაიბორძიკა.

მეუღლემ თქვა: «სამი» — ცხენს თოფი ესროლა და ადგილზე მოკლა.
მე, რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყე კივილი და ისტერიკა მოვაწყვე, ძალიან შემეცოდა საწყალი ცხოველი…
— მერე?
— მერე? მან თქვა «ერთი». imageimageimageიჯდა მაიმუნი ხეზე, მდინარის თავზე. მდინარეში კი, 2 ნიანგი ცურავდა. დაინახეს მაიმუნი ნიანგებმა და მისი გამასხარავება გადაწყვიტეს:

მოდი ვკითხოთ – უთხრა ერთმა ნიანგმა მეორეს – «მაიმუნო, გათხოვილი ხარ?». თუ იტყვის, რომ გათხოვილია, ვეტყვით: «ეგეთი მაიმუნი ცოლად ვინ წაგიყვანაო». მაგრამ, თუ იტყვის, რომ გათხოვილი არ არის, ვეტყვით: «ეგეთ მაიმუნს, ვინ წაგიყვანსო?!»

მიცურდნენ ნიანგები მაიმუნთან და ეკითხებიან:

- მაიმუნო, გათხოვილი ხარ?

- გათხოვილი? როგორ უნდა გავთხოვდე, როდესაც ირგვლივ მხოლოდ ნიანგები არიან?... imageimage

imageმეგობრობა ქალებს შორის:


ცოლი მთელი ღამე სახლში არ ყოფილა და დილით, როდესაც მივიდა, ქმარი ეკითხება:
- მთელი ღამე სად იყავი?

ცოლმა უპასუხა:
- მეგობართან ვიყავი და იქვე დავრჩი.
ქმარმა მის 10 საუკეთესო მეგობარს დაურეკა... და ყველამ უთხრა, რომ ის მასთან არ იყო.

მეგობრობა კაცებს შორის:


ქმარი სახლში დილით მივიდა და ცოლი ეკითხება:

- სად იყავი?
ის პასუხობს:
- მეგობრები შევიკრიბეთ და ერთ-ერთთან დავრჩი.
ცოლი რეკავს მის 10 საუკეთესო მეგობართან და 6-მა დაუდასტურა, რომ ღამე მასთან იყო, ხოლო 4-თან, – ჯერ კიდევ ეძინა.image

image

imageორი მეგობარი გოგონა საუბრობს:

– ახლა რა ვუთხრა?

– სიმართლე.

– რა სიმართლე?

– რა ვიცი... მოიგონე რამე...

imageimage
15 საუკეთესო ხუმრობა ქალებზე
ანეკდოტები ებრაელებზე

100-ჯერ რომ წაიკითხოთ, მაინც გაგეცინებათ



0
92
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0