x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ადამიანი და გარემო

მეორე ათასწლეულის ბოლოსთვის ადამიანმა შეიძინა
პრინციპულად ახალი ცოდნა გარემომცველი სამყაროს შესახებ. ეს
ცოდნა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგნაირად: ვერც ერთმა
ბიოლოგიურმა სახეობამ, ადამიანის გარდა, ვერ შეძლო გამოსვლა
ევოლუციის პროცესში, ბიოსფეროში მისთვის განკუთვნილი
ნიშადან, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული სახეობის მიერ
ბიოტის პროდუქციისა და დედამიწის სხვა მატერიალური თუ
ენერგეტიკული რესურსების მოხმარებულ რაოდენობას. XX
საუკუნის დასასრულს ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა,
ფართოდ გასცდა ბიოსფეროში მისთვის განკუთვნილ საზღვრებს,
რამაც მიგვიყვანა სწორედ ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების
წონასწორობის დარღვევამდე.
მოიპოვა რა ადამიანმა განუსაზღვრელი ძალაუფლება ბუნე-
ბაზე, ბარბაროსულად დაიწყო მისი გამოყენება, რის გამოც გადარ-
ჩენის საშიშროება ამჟამად გამოწვეულია გარემოს მდგომარეობით.
პლანეტის ბუნებრივი რესურსები განიცდის დეგრადირებას,
22
კატასტროფულად იზრდება ჰაერისა და წყლის დაბინძურება,
მცირდება ტყის ფართობები, ნაყოფიერი მიწები განიცდის გაუ-
დაბნოებას, იზრდება ნარჩენების რაოდენობა. ადამიანი ახდენს
ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირებას. ტემპერატურის მომა-
ტება, ოზონის შრის შემცირება, მჟავე წვიმები, რადიაქტიური და
ტოქსიკური ნარჩენების დაგროვება – ყველა ჩამოთვლილი
წარმოადგენს საფრთხეს ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის.
ეს პრობლემა გლობალური ხასიათისაა და ეხება მთელ კაცობ-
რიობას.
განარჩევენ ბიოსფეროზე ანთროპოგენური ზემოქმედების ორ
ფორმას:
1. ბიომოხმარება – ბიოტის ნაწილის გამოყენება საკვების სახით
და მერქნის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისათვის; 2.
ენერგომოხმარება – ენერგიის გამოყენება სათბობი წიაღისეულის
სახით და ყველა სამეურნეო საქმიანობის სფეროში სამრეწველო,
სასოფლო–სამეურნეო თუ ტრანსპორტის წარმოებაში.
თანამედროვეობის ძირითად ეკოლოგიურ პრობლემებს
მიეკუთვნება:
1. ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. ადამიანი წარმოად-
გენს ბიოსფეროს ნაწილს, მისი ევოლუციის პროდუქტს, მაგრამ მისი
დამოკიდებულება ბუნებასთან ყოველთვის იყო პრობლემური.
უძველესი ადამიანის სამონადირეო საქმიანობამ დააჩქარა მრავალი
მსხვილფეხა რქოსანი ბალახისმჭამელი ცხოველის ამოწყდომა.
მცენარეთა გამოყენებამ განაპირობა ტერიტორიათა გაუდაბნოება.
შემდეგ ადამიანმა დაიწყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება,
რამაც გამოიწვია თანასაზოგადოებების შეცვლა.
ბოლო 100 წლის განმავლობაში მოხდა ორი მნიშვნელოვანი
ცვლილება:
ა) მკვეთრად გაიზარდა დედამიწის მოსახლეობის რიცხვი; ბ)
გაიზარდა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება;
ყოველივე ამის შედეგად, კაცობრიობამ მოახდინა მნიშვნე-
ლოვანი ზეგავლენა ბიოსფეროს ფუნქციონირებაზე. მე-20 საუკუნისხბოლოს კრიტიკული სიტუაცია წარმოიშვა შემდეგი ნეგატიური
ტენდენციების შედეგად: ა) ბუნებრივი რესურსების მოხმარების
ტემპი ბევრად აღემატებოდა მისი აღდგენის ტემპს, რამაც უდიდესი
გავლენა მოახდინა, როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო ეკონომი-
კაზე და გამოიწვია შეუქცევადი ცვლილებები ლითოსფეროსა და
ბიოსფეროში; ბ) წარმოების მეორადი პროდუქტებითა და ნარჩენე-
ბით ბიოსფეროს დაბინძურება იწვევს ეკოსისტემის დეფორმაციას,
არღვევს ნივთიერებათა წრებრუნვას და საფრთხეს უქმნის
ადამიანის ჯანმრთელობას;
2. მოსახლეობის რიცხვის გაზრდა. ცოცხალი ბუნების წო-
ნასწორობის კანონზომიერებიდან გადახრა გამოიწვია დედამიწის
მოსახლეობის რიცხვის გაზრდამ. თავის მხრივ, მოსახლეობის
რიცხვის ზრდა იწვევს საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილების
გაზრდას. XX საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის მოსახლეობას
ყოველდღიურად ესაჭიროებოდა 2 მლნ ტონა საკვები, 10 მლნ მ3
წყალი, 2 მლრდ მ3 ჟანგბადი. სამეურნეო დარგები კი ყოვედღიურად
მოიხმარენ 300 მლნ. ტ სათბობს, 2 მლრდ მ3 წყალს და 65 მლრდ მ3
ჟანგბადს. ყოველივე ამას თან ახლავს ბუნებრივი რესურსების
ხარჯვა და გარემოს დაბინძურება.
3. ატმოსფეროს შედგენილობისა და კლიმატის ცვლილება.
თანასაზოგადოებებზე ადამიანის საქმიანობა ყველაზე უარყოფით
ზეგავლენას ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფით.
დამაბინძურებლად ითვლება ყველა ის ნივთიერება, რომელიც
ხვდება ატმოსფეროში, ნიადაგში, ბუნებრივ წყლებში და იწვევს იქ
მიმდინარე ბიოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური პროცესების
რღვევას. დამაბინძურებელია აგრეთვე რადიაქტიური და სითბური
გამოსხივება. ადამიანის საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში
ხვდება ნახშირორჟანგი (CO2), მხუთავი გაზი (CO), გოგირდის
დიოქსიდი (SO2), მეთანი (CH4), აზოტის ოქსიდები NO2, NO, N2O.
აეროზოლის გამოყენების შედეგად ატმოსფეროში ხვდება
ქლორფტორნახშირბადი, ხოლო ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან –
ნახშირწყალბადები.
24
ანთროპოგენური წარმოშობის ნალექებისაგან წარმოიშობა
მჟავური ნალექები და კვამლი. მჟავური ნალექები ტბაში მოხვედ-
რისას იწვევენ თევზების დაღუპვას, გარდა ამისა, აზიანებენ მცე-
ნარეთა ფოთლებს, ზოგჯერ კი მთლიანად მცენარეს, აჩქარებენ
მეტალთა კოროზიას და შენობების დანგრევას. მჟავური წვიმები
ხშირია იმ რაიონებში, სადაც განვითარებულია მრეწველობა.
ცოცხალი ორგანიზმებისათვის განსაკუთრებით მავნეა კვამლი,
რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ოზონი (O3) და რომელიც
უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფილტვებსა და ლორწოვანზე.
ატმოსფეროზე ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგს
წარმოადგენს ოზონის შრის დარღვევა, რომელიც დამცავი ეკრანია
ულტრაიისფერი სხივებისაგან. მეცნიერები თვლიან, რომ ოზონის
შრის გაქრობის ძირითადი მიზეზი არის ადამიანების მიერ ქლორფ-
ტორნახშირბადის (ფრეონის) ფართო გამოყენება წარმოებასა და
ყოფა-ცხოვრებაში აეროზოლების, ხსნარების, დორეაგენტების და
სხვათა სახით. 1990 წლისათვის ოზონის შრის დამრღვევი
ნივთიერებების წარმოება 1300 ტონას უდრიდა.
4. ბუნებრივი წყლების დაბინძურება. კაცობრიობა მთლიანად
დამოკიდებულია მიწისზედა წყლებზე – მდინარეებსა და ტბებზე. ეს
არის წყლის რესურსების ის მცირე ნაწილი (0, 016%), რომელიც
ინტენსიური ზეგავლენის ქვეშაა. წყლის მოხმარება მუდმივად
იზრდება და ერთ-ერთი საფრთხე არის მისი მარაგის ამოწურვა.
წელიწადში ყველა სახეობის წყალი მოიხმარება 2200 მ3 რაოდენო-
ბით. განსაკუთრებით საგანგაშოა მოხმარებული სამეურნეო
წყლების რაოდენობის გაზრდა. წყალსატევების დაბინძურება ხდება
არა მარტო სამრეწველო წარმოების ნარჩენებით, არამედ მინდვრე-
ბიდან ორგანული და მინერალური სასუქებით და პესტიციდებით,
რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ასეთივე გზით
მიმდინარეობს ზღვის წყლის დაბინძურებაც. მდინარეებს ყოველ-
წლიურად ზღვაში ჩააქვთ მილიონობით ტონა ქიმიური ნარჩენები.
ტანკერებისა და ნავთობმომპოვებელი დანადგარების ავარიის
შედეგად წელიწადში ოკეანეებში ხვდება 5 მლნ ტონა ნავთობი, რაციწვევს ზღვის ცხოველების დაღუპვას. საფრთხეს ქმნის აგრეთვე
ზღვის ფსკერზე ბირთვული ნარჩენების დამარხვა, ბირთვული
რეაქტორებითა და იარაღებით ჩაძირული გემები.
5. ტყის მდგომარეობა – თანამედროვეობის ერთ-ერთი გლო-
ბალური პრობლემა. ტყე შთანთქავს ანთროპოგენური წარმოშობის
ატმოსფეროს დაბინძურებას, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან,
არეგულირებს მიწისზედა წყლების ჩადინებას, ეწინააღმდგება
გრუნტის წყლის დონის შემცირებას. ბიოსფეროში ტყის ფართობის
შემცირება იწვევს ჟანგბადისა და ნახშირბადის წრებრუნვის დარღ-
ვევას. საყოველთაოდ ცნობილია ტყის განადგურების კატასტრო-
ფული შედეგები, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება
მისი განადგურება, რასაც მოყვება ფლორისა და ფაუნის დაღუპვა.
6. ნიადაგის დაბინძურება და გამოფიტვა. ნიადაგი
წარმოადგენს იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის
ექსპლუატაციას და დაბინძურებას. სასოფლო-სამეურნეო წარმოების
შემცირება დაკავშირებულია ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას-
თან. XX საუკუნეში ნიადაგის ეროზია გახდა მსოფლიო პრობლემა.
დადგენილია, რომ წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის შედეგად
უკანასკნელ პერიოდში დედამიწაზე დაიკარგა 2 მლრდ ჰა
ნაყოფიერი ნიადაგი.
ცხელი კლიმატის პირობებში ჭარბი მორწყვა იწვევს ნიადაგის
მარილიანობას. დიდ საშიშროებას ქმნის ნიადაგის რადიაქტიური
დაბინძურება, რადგანაც რადიაქტიური ნივთიერებები ნიადაგიდან
ხვდება მცენარეში, ხოლო იქიდან – ადამიანისა და ცხოველის
ორგანიზმში, სადაც გროვდება და იწვევს სხვადასხვა დაავადებას.
განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებები.
კერძოდ, ორგანული ნაერთები, რომლებიც გამოიყენება სოფლის
მეურნეობაში სარეველების, მავნებლების და დაავადებების
წინააღმდეგ საბრძოლვეწლის განმავლობაში დედამიწაზე განადგურდა ძუძუმწოვართა და
ფრინველთა უფრო მეტი სახეობა, ვიდრე წინა 10 000 წლის
მანძილზე. ძირითადი ზარალი ამ სახეობების ამოწყდომა არ არის,
არამედ ის, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის ახალი
ტერიტორიების ათვისება, წარმოების განვითარება და გარემოს
დაბინძურება იწვევს ეკოსისტემის რღვევას. ეს, ე.წ. “ირიბი ზემოქ-
მედება” განაპირობებს ასეულობით მცენარეთა და ცხოველთა
სახეობების განადგურებას.
ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს ბუნების დაცვაში,
რაზედაც დამოკიდებულია ჩვენი მომავალი თაობის და მთლიანად
ჩვენი პლანეტის არსებობა მომავალში. იმისათვის, რომ ჩვენი
მომავალი იყოს მწვანე და ნათელი, საჭიროა მეტი ყურადღების
მიქცევა და დახმარება გარემოსთვის. კერძოდ, ჩვენი ვალია: არ
დავანაგვიანოთ და არ მივცეთ უფლება სხვას, დაანაგვიანოს გარემო;
მოვაწყოთ აქციები იმ ქარხნებისა და წარმოებების წინააღმდეგ,
რომლებიც აბინძურებენ გარემოს; დავიცვათ ცხოველები და
მცენარეები.
გარემოს ანთროპოგენური დაბინძურების მიზეზებსა და
წყაროებს მიეკუთვნება: გოგირდის დიოქსიდი (SO2), სათბობის წვა,
მეტალურგია, აზოტის ოქსიდები (NO; NO2), ავტოტრანსპორტი,
ავიაცია, აზოტის შემცველი სასუქების გამოყენება, ნახშირბადის
მონოქსიდი (CO), ნახშირბადის დიოქსიდი (CO2), აზოტის სუბოქ-
სიდი (N2O), ბიომასის წვა, მეთანი CH4 და სხვა ნახშირწყალბადები.
წიაღისეული სათბობის მოპოვება, ნაგავსაყრელები, პესტიციდები
(სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებული
ქიმიური ნივთიერებები), ქიმიური მრეწველობა, პესტიციდებისლად.
7. ბუნებრივი მრავალფეროვნების შემცირება. ბუნებრივი
რესურსების ინტენსიურ გამოყენებას და დაბინძურებას მოჰყვება
ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნების შემცირება. ბოლო 300წლის განმავლობაში დედამიწაზე განადგურდა ძუძუმწოვართა და
ფრინველთა უფრო მეტი სახეობა, ვიდრე წინა 10 000 წლის
მანძილზე. ძირითადი ზარალი ამ სახეობების ამოწყდომა არ არის,
არამედ ის, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის ახალი
ტერიტორიების ათვისება, წარმოების განვითარება და გარემოს
დაბინძურება იწვევს ეკოსისტემის რღვევას. ეს, ე.წ. “ირიბი ზემოქ-
მედება” განაპირობებს ასეულობით მცენარეთა და ცხოველთა
სახეობების განადგურებას.
ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს ბუნების დაცვაში,
რაზედაც დამოკიდებულია ჩვენი მომავალი თაობის და მთლიანად
ჩვენი პლანეტის არსებობა მომავალში. იმისათვის, რომ ჩვენი
მომავალი იყოს მწვანე და ნათელი, საჭიროა მეტი ყურადღების
მიქცევა და დახმარება გარემოსთვის. კერძოდ, ჩვენი ვალია: არ
დავანაგვიანოთ და არ მივცეთ უფლება სხვას, დაანაგვიანოს გარემო;
მოვაწყოთ აქციები იმ ქარხნებისა და წარმოებების წინააღმდეგ,
რომლებიც აბინძურებენ გარემოს; დავიცვათ ცხოველები და
მცენარეები.

0
672
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
672
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0