x
image
გემი დალანდი
ემიგრანტების 10 სულიანმა და უმუშევარმა ოჯახმა ახალ სახლზე უარი თქვა, მიზეზი კი ნამდვილად გაგაოცებთ
33 წლის არნოლდ სუბე და მისი ცოლი ჯინი 8 შვილთან ერთად ცხოვრობენ სამ საძინებლიან სახლში ქალაქ ლუტონში, ბედფორდშირის საგრაფოში და ამ ადგილს მოიხსენიებენ, როგორც “ყველაზე უარესს, სადაც კი ოდესმე უცხოვრიათ".

სუბეს ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან 6 საძინებლიან სახლს ითხოვს და მათ მიერ შემოთავაზებულ უკვე მესამე სახლზე თქვეს უარი, ისე, რომ ამ სამი შემთხვევიდან 2 სახლი არც კი უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდნენ თავისივე ბრალით.

გასულ წელს ოჯახმა 100 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო შემწეობის სახით და სანამ ადგილობრივი ხელისუფლება იმ სახლში გადაიყვანდა, სადაც ახლა ცხოვრობენ, 4 თვით სასტუმრო Hampton by Hilton-ში გადაიყვანეს.

image


imageსახლი, სადაც ამჟამად ოჯახი ცხოვრობს


მრავალშვილიან ოჯახს ამჟამად ულტიმატუმი წაუყენეს: ან ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდებიან და 4 ან 5 საძინებლიან სახლში გადავლენ, ან უსახლკაროდ დარჩებიან და თავად მოუწევთ ბინის ძებნა კერძო ბაზარზე.

imageერთერთი სახლი, რომელიც სუბეს ოჯახმა დაიწუნა


თავად ბატონი სუბე კამერუნში დაიბადა და გაიზარდა. 18 წლის იყო, როცა საფრანგეთში გადავიდა, 2012 წლიდან კი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და ბედფორდშირის უნივერსიტეტში სწავლობს.

ოჯახის თქმით, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები “საშინელია". ამის მიუხედავად, მათ მაინც უარი განაცხადეს ახალ სახლში გადასვლაზე და მიზეზად ის დაასახელეს, რომ იქ სასადილო ოთახი არ იყო.

“მე და ჩემს ოჯახს გვაიგნორებენ, ჩვენ სამ საძინებელში ვცხოვრობთ, არადა 10 ადამიანი ვართ"-ამბობს არნოლდ სუბე.

“ქალაქის ხელისუფლება ჩვენ ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.ჩემი მეუღლე დიასახლისია, მე- სტუდენტი. ისინი უბრალოდ მიზეზებს ეძებენ, ჩვენ კი ფართო სახლი გვჭირდება ოთახების საკმარისი რაოდენობით."

ლუტონის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ ოჯახს უკვე უპოვეს შესაფერისი სახლი, მაგრამ სუბეს ოჯახმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

3
535
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
535
  
2018, 17 სექტემბერი, 16:00
თხის ტყავ გადაკრულ ქოხებში არიან გაზრდილები და 5 საძინებლიანი სახლები ეპატარავებათ, დეპორტი და მისი ჯანი...
2018, 17 სექტემბერი, 13:43
უმადურობის მაგალითი. 5 საძინებლიანი სახლი პატარაა, ყველას ცალკე ოთახი გვინდაო. ემიგრანტები ეძახე და რა მოთხოვნები აქვთ )))
2018, 17 სექტემბერი, 13:01
სახლიდან, რომ გაყრიან მერე იწუწუნონ....
0 1 3