x
მეტი
  • 21.10.2018
  • სტატია:81853
  • ვიდეო:333853
  • სურათი:439124
"...ისინი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?..."ცოტნე გამსახურდია

image
"არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი წლის წინანდელი მოგონება ამოტივტივდა...

ვისაც გახსოვთ, მამაჩემმა რომ ქვეყანაში პურის გაძვირებაზე უარი თქვა (მაშინ ამ ამბავს ჯერ ისევ სახელმწიფო არეგულირებდა), კრემლიდან მართული ოპოზიცია ამაზეც აყეფდა. სახლში დაბრუნებულს, ჩვენთან სტუმრად მყოფმა მისმა მეგობარმა ჰკითხა: რატომ გააკეთე, ზვიად, ხომ ხედავ, მაინც გაკრიტიკებენ და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაწყენსო?

მან უპასუხა: - მე ამ ქვეყანაში იმდენ ადამიანს ვიცნობ, საღამო რომ მარტო ჩაიზე და პურზე გადააქვთ, და ისინი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?

აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა... სამაგიეროდ, მალე ჩამოსულმა დიდმა პოლიტიკოსმა ცეცხლის ფასი გაუხადა ამ ხალხს ნავთი, ბენზინი, პური და საკუთარ ძმიშვილებს ჩაუგდო ხელში, და ნუგზარა-ცეზარები მილიარდერები გახადა. მეორემ - ომიდან რამდენიმე დღეში მილიარდიანი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. ტყუილად კი არ არის აქ ნათქვამი: სიკეთის მკეთებლის დედაო..." - ცოტნე გამსახურდია

1
664
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
664
  
18 სექტემბერი, 5:52
ცოტნე გამსახურდიას ერთი დიდი მიღწევა აქვს და ეს ზვიადის შვილობაა. ზვიადს მართლა უყვრდა საქართველო და სულ ეკიდა ფულიც და ფუფუნებაც. ჩვენ ხო ესეთი ხალხის შერგება არ ვიცით და ვერც ზვიადის დიდი გული ვერ შევირგეთ. მის მერე არ გამოჩენილა პიროვნება,რომელიც ზვიადივით შეიყვარებდა თავის ერს,თავის ენას,მამულს და სარწმუნოებას. ძნელია ემსგავსო ზვიადს და ეს ბევრს არ შეუძლია,მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა გააკეთონ. როცა ზვიადზე ვფიქრობ,სულ მახსენდება აკაკის სიტყვები,რომელიც ილიას დაკრძალვაზე წარმოსთქვა. ისევე როგორც ილია,ზვიადის მკლელებს რომ შეძლებოდათ საქართველოსაც მოკლავდნენ. წლებია ცდილობენ საქართველოს მოკვლას და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.ვერც ილიას და ვერც ზვიადის სული ვერ განისვენებს მშვიდად იმ ქვეყანაში,რადგან საქართველოს უჭირს. ზვიადის მკლელების დასჯა გვჭირდება,იმიტომ კი არა,რომ ზვიადის სულმა მშვიდად განისვენოს,არამედ იმისათვის,რომ საქართველომ შეძლოს არსებობა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ზვიადი კი შერაცხეს გმირად,მაგრამ მისი მოკვლის ამბავი მიფარცხულია. ზოგი ამბობს,რომ მან თავი მოიკლა,მაგრამ ეს გამორიცხულია,რადგან ზვიადი საქართველო იყო,ის ნამდვილი ქართველის განსახიერება იყო,ამიტომ შეუძლებელია,რომ მას თავი მოეკლა,რადგან ამით ის საქართველოს კლავდა,მას კი ის სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ეს ჩემი მოგონილი არაა,ეს მისმა საქმეებმა არა ერთხელ დაამტკიცა. რომ მეცხოვრა იმ პერიოდში,მე აუცილებლად ვიქნებოდი ზვიადის გვერდზე,მაგრამ განგებამ ესე ინება. ზვიადი საქართველოს მოყვარული ხალხის ნაკლებობამ მოკლა. არცერთი პოლიტიკოსი არ იმსახურებს ჩემს პატივისცემას და შესაბამისად არცერთის გვერდზე არ დავდგები. როცა ქვეყნის სამსახურში ფულის გამო მიდიხარ,სირცხვილია.
0 1 1