x
ხელოვნება ყველასთვის
image

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ერთ-ერთ გათამაშებაში თქვენ მოიგეთ საგზური ლუვრში. ალბათ ძალიან გაგიხარდათ და ამავე დროს ძალიან დაღონდით, რადგან გაგახსენდათ, რომ თქვენ უსინათლო ხართ.როგორი სამწუხარო იქნებოდა ამბის ამგვარი განვითარება, თუმცა, საბედნიეროდ, სამგანზომილებიანი ნახატები უკვე საშუალებას იძლევა, ბოლომდე გაითავისოთ ლუვრის საგზურის მოგებით გამოწვეული სიხარული.


ნახატებს ფერებითა და კომპოზიციებით აღვიქვამთ, უსინათლოებს კი ამ ყველაფრის აღქმა არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ ჯონ ოლსონი მათთვის სამგანზომილებიან ნახატებს ქმნის, ამიტომ მათ უკვე შეუძლიათ დატკბნენ ვან გოგის, გოგენის და სხვათა ნამუშევრებით. პრინციპი მარტივია...

ჩვენ, არა მარტო, თვალებით არამედ ტვინითაც ვხედავთ. ტვინის ადაპტაციის უნარის კვლევა აჩვენებს, რომ მხედველობის ქერქის სტიმულირება შეხებით ხდება. უსინათლოები თავისებური შეგრძნებებით აღიქვამენ ფორმას.


თუკი ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ სამყაროზე, მაშინ თითოეულ ადამინს ნამდვილად უნდა შეეძლოს დაინახოს ისეთი სრულყოფილება, როგორიც “მონა-ლიზაა''. ლუკ განდარიასმა მხედველობა შვიდი წლის ასაკში დაკარგა, როგორც კი “მონა-ლიზას'' სამგანზომილებიან რეპროდუქციას შეეხო ღიმილით შენიშნა: “ვგრძნობ იმას, რასაც თქვენ ხედავთ''.

სამგანზომილებიანი ტილოები უსინათლო ადამიანების ცხოვრებას ახალ შეგრძნებებს მატებს, მათ ისედაც რთულ ცხოვრებას ამსუბუქებს.მათ საშუელება აქვთ დატკბნენ ხელოვნებით და მიიღონ მონაწილეობა ისეთ გათამაშებაში, სადაც ლუვრის საგზურები თამაშდება.

ჯონ ოლსონმა მართლაც რომ შეცვალა უსინათლო ადამიანების ცხოვრება. ცოტა რომ ეჩქარა, ალბათ ერთ-ერთ ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ნაწარმოებს ნაწილსაც შეცვლიდა: “შენ გხედავ სოსოია, მზეს და ვან გოგის მზესუმზირებს''.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0