x
რატომ ვიტყუებით
image

მე ვიტყუები, რადგან ბავშვი ვარ და ტყუილის თქმის სწავლა ჩემი განვითარების ბუნებრივი ეტაპია.

მე ვიტყუები, რადგან თვითგანდიდების მანია მჭირს, ჩემი მაგალითი მარკ ლანდისია, იგი 30 წელი სხვის ნამუშევრებს ბაძავდა, ის თავს ფილანტროპად, ან იეზუიტ მღვდლად ასაღებდა, ნამუშევრებს მუზეუმში აბარებდა და აღიარება სიამოვნებდა. მე სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია...

მე ვიტყუები გასართობად, ერთ დღესაც კი შეიძლება ფესტივალ “ვანდალის შეკრებაზე'' ტყუილის ჩემპიონი გავხდე.


მე ვიტყუები, რადგან საიდუმლო აგენტი ვარ, ეს ჩემი სამუშაოა.

მე ვიტყუები, რადგან პრეზიდენტი ვარ, მაგალითად დონალდ ტრამპი. მართალია მე ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმებით ამირჩიეს, მაგრამ ტვიტერზე მაინც შემდეგს ვპოსტავ: “თუ არ ჩავთვლით მილიონობით უკანონოდ მიცემულ ხმას, მოსახლეობის ხმების უმრავლესობა მე ავიღე.

მე ვიტყუები, რადგან სპორცმენი ვარ, შეჯიბრში მოგება მინდა დოპინგის გარეშე კი არაფერი არ გამოდის.

მე ვიტყუები, რადგან ილუზიონისტი ვარ. აღიარეთ, თქვენ მოგწონთ ჩემი ტყუილები

მე ვიტყუები, რადგან ბანქოს ვთამაშობ და მინდა დანიელ ნეგრეანუსავით პოკერის ტურნირზე 32 მილიონი დოლარი მოვაგროვო.

მე ვიტყეუბი, რადგან დისოციაციური აშლილობა მაქვს, მე ვინაობის ქურდი ვარ.

მე ფულისთვის ვიყუები, მე პროფესიული სარგებლობისთვის, მე კეთილი საქმისთვის, მე ბოროტებისთვის, მე ვიტყუები, რადგან არ მინდა ბებომ გაიგოს, რომ მთელი ქილა მურაბა შევჭამე...

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვარ “მე'', ჩვენ ყველა ვიტყუებით.

რომ შემეძლოს ტვინის იმ ნაოჭს საგანგებოდ შემოვღობავდი, რომელიც პირველი ტყუილის მოფიქრების დროს დაიგრიხა.

თუმცა კი ძნელია ასე ცალსახად ვთქვათ ტყუილი კრეატიულობის ნიშანია, თუ უარყოფით კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. ფაქტი ერთია, ტყუილი ჩვენი განუყოფელი ნაწილია...

ტყუილის თქმას ბავშვობიდან ვიწყებთ, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი მოტყუების უნარი იხვეწება. 30 წლის ასაკში გაცილებით მარტივად შეგვიძლია მოვატყოთ ბებიას, რომ მთელი ქილა მურაბა არ შეგვიჭამია...იგივე წარმატებით შეგვძლია მოვიტყუოთ სამსახურში, ოჯახში, ქუჩაში, ავტობუსში, ბანკის რიგში, ინტერნეტში, აქციაზე, არჩევნების წინ...

საბოლოოდ კი, ალბათ, მაინც ჯობს ტყუილთან ფრთხილად ვიყოთ, რადგა, როგორც ამბობენ, მსოფლიოს პირველმა ტყუილმა ადამიანს სამოთხე დააკარგვინა.


0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0