x
image
ზოგადი განათლება
მართმადიდებელი ეკლესია ქართულ ოცნებას უპირისპირდება და ერის ღალატში ღიად ადანაშაულებს - განხეთქილება იწყება!

მართმადიდებელი ეკლესია ქართულ ოცნებას უპირისპირდება



image

დაპირისპირების მიზეზი ქართული ოცნების ინიციატივაა მარიხუანას კულტივაციის შესახებ





მმართველ გუნდს ულტიმატუმი ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა წაუყენა, რომელიც ამავდროულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეა.

ულტიმატუმის პირობა ასეთია: თუ ''ქართული ოცნება'' უარს არ იტყვის მარიახუანას კულტივაციაზე, მაშინ საპატრიარქო მოქმედ ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდება.

image

სწორედ ამ ფონზე მეუფე იაკობმა ''ქართული ოცნება'' სამშობლოს ღალატშიც დაადანაშაულა.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა და იქ მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიხუანას კულტივაციის ნულოვან რისკებზე ისაუბრა.

სრულად გთავაზობთ მეუფე იაკობის სიტყვას საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე:


image



''ალბათ ბევრმა იფიქრა, რომ ეკლესია დასუსტდა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას, ერის ღალატს არავის ვაპატიებ!!!
საზღვრები ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცავთთ, სადაც მილიარდის ღირებულების საქონელი იქნება?სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ადამიანებზე ფიქრობდნენ თუ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ვხედავთ, ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, იმ სამკუთხედს, რა ხდება სირიაში, კოლუმბიაში. ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. სანამ მონასტერში წავიდოდი, გარეჯში ვიყავი უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოს მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?აღნიშნული საკითხი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილშიც უნდა იყოს განხილული.
მოდით, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით შევხედოთ. ფულის დათვლა რომ იციან, ეროვნულ უსაფრთხოებაზე იფიქრონ, როგორც ხალხზე, ასევე ტერიტორიებზე. როდესაც შევალთ ნატო-ში და ევროკავშირში და ძლიერი დასაყრდენი გვეყოლება, ადამიანმა მერე შეიძლება რაღაცებზე იფიქრო. დღეს კი, როდესაც ასე გაჭირვებული ხარ და მარტო სიტყვას შეგვაშველებენ, არავინ იფიქროს, რომ ჩვენს გამო, დიდი ქვეყნები ერთმანეთს ომს გამოუცხადებენ.
საქართველო როგორმე უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არა ნარკოტიკებით.
ეკლესია დიდი ხანი დუმდა, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რაღაც პროცესები მიმდინარეობდა და დავსუსტდით. თუ ვინმეს აინტერესებს ჩვენი ძალა, არავის ვემუქრები, მაგრამ ნახავენ ჩვენს ძალას. ბოდიშს ვიხდი ასეთი საუბრისთვის, მაგრამ ჩემი ერის ღალატს არავის ვაპატიებ.''





ასევე დაგაინტერესებს:

ა)5 საკვები პროდუქტი, რომელიც საქართველოში პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყნებში კი აკრძალული!

ბ) რატომ არ გაიცემა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 წელს?

გ)რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში: ფანტა, კექსი, ნაყიდი ვაშლი...

დ)ქართული ფრაზეოლოგიზმების განმარტებანი

ე)საერთაშორისო კვლევამ 2018 წლის საუკეთესო კომპიუტერული ბრენდი გამოავლინა! კომპანიებმა ეიფლი უკან ჩამოიტოვეს!

ვ)რა განსხვავებაა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის?

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0