x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ინი და იანი
image

ალაბთ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ვცდილობთ თავი დავაღწიოთ და მოვერიდოთ მცხუნვარე, თუ უწყინარი მზის სხივებს. ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ჩვენი ქცევა მნიშვნელოვნად არასდროს არ ირღვევა. ყოველ შემთხვევაში ვერ შევძლებთ შევედაროთ აფრიკაში მცხოვრებ ალბინოსებს, მათ ხომ პირდაპირი გაგებით ჩრდილში უწევთ ცხოვრება.

მიზეზი მარტივია, ალბინოსების კანი ცოტაოდენ მელანინს შეიცავს, ან საერთოდ არ გააჩნია, რის გამოც იგი მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ეს ყველაფერი ბიოლოგიურადაა განპირობებული, თუმცა, სამწუხაროდ, ამის გათავისება უჭირს იმ ჯგუფს, რომელშიც აფრიკელი ალბინოსები უმცირესობას წარმოადგენენ.

მათ დასცინიან, არ ჰყავთ მეგობრები სკოლაში, ქუჩაში ერიდებიან...


საქმე გვაქვს, არა მხოლოდ, ბულინგთან, არამედ მათი შევიწროვება და ჯგუფიდან გარიყვა გაცილებით ფართო მასშტაბებს იღებს. ყოველთვიურად ათობით ალბინოსს ასახიჩრებენ, მიზეზი შემაშფოთებელია... “ალბინოსებზე მონადირეებს'' სჯერათ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილებისაგან დამზადებულ ბანგის ფხვნილსა თუ ავგაროზს დოვლათი და წარმატება მოაქვს, გარდა ამისა ეს ფულის შოვნის კარგი საშუალებაცაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთ მზის ქვეშ'' ალბინოსი ადამიანების დისკრიმინაციის საკითზე მუშაობს. თავზარდამცემია მისი მონაცემები: 1990-იანი წლებიდან დღემდე, აფრიკის 27 ქვეყანაში 190-მდე მოკლეს და 300-ს თავს დაესხნენ, გაიძარცვა საფლავები. შემთხვევების უმეტესობა 2008 წლიდან აღირიცხება. ამ ძალადობის ეპიცენტრი ტანზანიაა.

აფრიკაში მცხოვრები ალბინოსების პრობლემები-დაცინვა სუსტი მხედველობისა და მზისადმი მგრძნობელობის გამო-მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაბადებული ალბინოსების მსგავსია, მაგრამ მათი ტკივილი მაინც განსხავებულია, რადან ისინი იმ რეგიონში ცხოვრობენ, სადაც სულებისა და შელოცვების სჯერათ, განათლება ძნელად ხელმისაწვდომია, სიღარიბე კი-ფართოდ გავრცელებული, ხოლო ალბინიზმი მრავალთა მიერ არასწორად გაგებული.

სამწუხაროდ, აფრიკელი ალბინოსების გვერდით მცხოვრებთ არ ესმით რომ ისინიც ჩვეულებრივი, მათნაირი ადამიანები არიან, რომ ჰარმონია ინი და იანია და რომ არ აქვს მნიშვნელობა შავი კანი გაქვს თუ თოვლზე უფრო თეთრი.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია მშვილდაძე
ხატია მშვილდაძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0